(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ საქანელა აგარაკისთვის

რთულია წარმოიდგინო აგარაკი საქანელის გარეშე. სააგარაკე საქანელა ნადვილად ფასეული ნივთია თავისი ფუნქციურობის, პრაქტიკულობისა და კომფორტულობის გამო. ის არის იდეალური სიმბიოზი დივანისა და საქანელის და თან გათვლილია ორ, სამ და ოთხ ადგილზე; იკეცება, აღჭურვილია სპეციალური ტენტით წვიმიანი ან მზიანი ამინდისთვის. მისი დადგმა ყველგან შეიძლება და გჩუქნით ძალიან სასიამოვნო დასვენების წუთებს.

საქანელების სახეობები

საქანელები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი. მეტალის ან ხის საქნელა, გადასატანი და უძრავი. ბაზარზე ყველაზე პოპულარულია გადასატანი ტიპის საქანელა, რომლის დადგმაც სხვადასხვა ადგილას შეგიძლიათ, ვერანდაზე ან ბაღის ყველაზე ლამაზ ადგილზე.

ახლა კი ვნახოთ, როგორი საქანელები არსებობს:

 

1)     2, 3 ან 4 ადგილიანი

2)     დასაკეცი და უძრავი;

3)     საზურგე შეიძლება იყოს ორი პოზიციით, რეგულირებადი

4)     ბალიშების მასალა: აკრილი, ბამბა, ფრანგული ბამბა

5)     ფერი, მწვანე, ბორდოს, ყავისფერი

6)     კარკასი: გალვინიზებული რკინის ჩარჩო

7)     დასაჯდომი მასალა: თუთიის ბადე

8)     კომპლექტაცია: კარკასი, წყალგაუმტარი ტენტი, რბილი ნაწილი, სახელურები

9)     წონა - 53 კგ, სიგრძე -210, ფართობი - 150 სმ.

 

როგორ ავირჩიოთ საქანელა აგარაკისთვის

თავდაპირველად უნდა განსაზრვროთ რა ტიპის საქანელა გესაჭიროებათ: გადასატანი თუ უძრავი, მეტალის თუ ხის.  ხის საქანელა უფრო ნოსტალგიურია და ძველი დროის ასოციაციას გიჩენთ, თუმცა არც ისე დიდ ხანს ძლებს, როგორც რკინის და უნდა გაითვალისწინოთ, რომ წვიამიან ამინდში გარეთ ვერ დატოვებთ.

მეტალის გადასატანი საქანელები მსუბუქი, კომფროტულია და მათი დადგმა შეიძლება ეზოს სხვადასხვა ადგილას. მასში არის ბავშვობის მოგონებები, რაღაც ძალიან სასიამოვნო და მხიარული. ასეთი საქანელები ნატურალურ ფრადაა შეღებილი, მწვანედ ან ყავისფრად, ამიტომ ბუნებრივად ჯდება თქვენი ბაღის დიზაინში.

საქანელის არჩევამდე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ოჯახის წევრთა რაოდენობა, ასევე ხშირად გყავთ თუ არა სტუმრები. რადგანაც ასეთი საქანელები სხვადასხვა ზომისაა. ორადგილიანი საქანელები უფრო პატარაა, სამადგილიანი - საშუალო, ოთხადგილიანი - დიდი. ორადგილიანი უფრო მსუბუქია, სამაგიეროდ დიდი და საშუალო საქანელა - უფრო ტევადი.

საქანელის შეძენისას აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება კონსტრუქციაზე. რამდენად მყარ სადგამზე დგას საქანელა და რამდენად მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან მისი დეტალები. დაგვეთანხმებით, რომ მხოლოდ ერთი სეზონისთვის მას არ ყიდულობთ, ხოლო რაც უფრო მყარი იქნება მისი კონსტრუქცია, მით უფრო დიდ ხანს გემსახურებათ საქანელაც.

ასევე უნდა გაითვალისწინოთ ვისთვის არის განკუთვნილი საქანელა. არსებობს ორ ადგილიანი, მაგრამ ძალიან მცირე ზომის საქანელები, რომელიც უშუალოდ ბავშვისთვისაა განკუთვნილი და უძლებს ორ, მაგრამ მცირეწონიან ადამიანს. ამიტომ თუ საქანელის შეძენა მთელი ოჯახისთვის გადაგიწყვეტიათ, ის უნდა იყოს მოცულობითიც, მყარიც და ტევადიც.