(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევცვალოთ კარი მაცივარზე

მაცივრის სიდიდით დღეისათვის ვერავის გააკვირვებთ. თუმცა ხშირად, სამზარეულოს ეს აუცილებელი ატრიბუტი არც ისე კარგად ჯდება ინტერიერში და ხშირად ჩნდება კარების ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადატანის აუცილებლობა.

თითქმის ყველა მაცივარს აქვს მარჯვენამხრიანი კარები, მაგრამ როცა მისი გადატანის საჭიროება ჩნდება, იქვე ვსვამთ კითხვას, შეგვიძლია თუ არა, ეს თავად გავაკეთოთ?

კარის გადატანის მიზეზები:

არსებობს, რამდენიმე მიზეზი, რაც მაცივრის კარის გადატანას გვაიძულებს:

  • სამზარეულოს დაგეგმარება, რაც ხელს უშლის სამზარეულოს კარის მარჯვენა მხრიდან გაღებას.
  • მაცივრის კარი მჭიდროდ არ ეკვრის კორპუსს.
  • ცაციებისთვის ბევრად კომფორტულია კარის მარცხნიდან გაღება.

ხშირად კარის გადატანის აუცილებლობას მას შემდეგ ვხედავთ, რაც საგარანტიო ვადა ამოიწურა. ამიტომ ეს სამუშაო თავად უნდა შევასრულოთ. მანამდე კი კარგად უნდა შევისწავლოთ კარის გადატანის პროცესის ყველა ნიუანსი.

რა უნდა გავითვალისწინოთ მაცივრის კარის გადატანისას?

ორკამერიან მაცივარზე კარების გადატანის პროცესი საკმაოდ მარტივია. ხორციელდება თანმიმდევრულად. ჯერ მაცივრის განყოფილების კარი გადადის, შემდეგ კი საყინულის.

ეს პროცესი რთულდება თუ საქმე გვაქვს ერთ კამერიან მაცივართან, რადგან გჭირდებათ ერთი გარე და ერთიც შიდა კარის ადგილის შეცვლა.

თუ კარის მდებარეობას მხოლოდ იმიტომ ვცვლით, რომ ის კარგად არ ეკვრის კორპუსს, ჯერ გამოაკრვიეთ ამის მიზეზი. შესაძლოა რეზინის შეცვლა საკმარისი აღმოჩნდეს. ხოლო თუ ამის მიზეზი კარის დეფორმაცია ან მოსუსტებული სამაგრია, კარს ან ადგილმდებარეობა შეუცვალეთ, ან მოაწესრიგეთ სამაგრი.

 

მაცივრის კარის გადატანის პროცესი

თუ შექმნილი ვითარება მაცივრის კარის შეცვლას თქვენგან მაინც მოითხოვს, შეიარაღდით დანით, სპანერით (გაიჩნი კლუჩი), ჯვარედინა სახრახნისით, მაცივრის ინსტრუქციით და შეგიძლიათ დაიწყოთ კარის შეცვლა.

ეტაპები:

  1. სანამ ტექნიკურ სამუშაოებს დაიწყებდეთ, აუცილებელია დარწმუნდეთ შესაძლებელია თუ არა კარის მხარის შეცვლა კონკრეტულად თქვენი მოდელის მაცივარზე. თანამედროვე მაცივრებზე მწარმოებლები, როგორც წესი ითვალისწინებენ ყველა პირობას და კარის გადატანისთვის აგრეგატში დამატებით ხვრელებს აკეთებენ, რომელიც დამახშობელითაა დაფარული და საჭიროების შემთხვევაში ადვილად იხსნება დანით.
  2. მეორე ეტაპი გულისხმობს სამაგრის მოხსნას, რომელიც მაცივრის კორპუსზეა განლაგებული. უნდა განახორციელოთ „ბოლტების“ მოხსნა ისე, რომ კარი ხელში გეჭიროთ და შემდეგ ფაქიზად დადოთ იატაკზე, ან მიაყუდოთ კედელს.
  3. მესამე ეტაპზე კარს უნდა მოხსნათ სატრიალებელი პეტლები და ხვრელები დაფაროთ დამახშობელით. პეტლების გადატანის დროს ნუ აურევთ ერთმანეთში მცირე დეტალებს, რათა არ დაარღვიოთ მათი კონსტრუქცია და პეტლების მუშაობა.
  4. კარის მიბმა კორპუსზე უნდა დაიწყოთ ზედა პეტლით. მიბმის შემდეგ კი ისინი უნდა დაარეგულიროთ.
  5. როცა კარი უკვე გადატანილია მეორე მხარეს, უნდა გადაიტანოთ სახელურიც. კარის არასწორად გადატანის შემთხვევაში შესაძლოა დაარღვიოთ მისი ჰერმეტულობა, რის გამოც მაცივარში შევა თბილი ჰაერი.

კარის მჭიდრო დახურვის უზრუნველსაყოფად, მაცივარი ოდნავ უნდა გადაწიოთ უკან. ამისთვისაა განკუთვნილი რეგულირებადი სადგამები.

გაითვალისწინეთ, რომ თუ მაცივარს ჯერ კიდევ აქვს გარანტიის მოქმედების ვადა, კარი თავად არ გადაადგილოთ, რადგან ეს დაარღვევს საგარანტიო პირობებს და მომსახურებას მომწოდებლისგან ვეღარ მიიღებთ.