(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ზოგადად Panasonic-ის კონდიციონერების შესახებ

Panasonic-ის სავაჭრო მარკა განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს, რადგან ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში ცნობილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის უმაღლესი ხარისხით. გარდა ტელეფონებისა და ტელევიზორებისა ბრენდი მაღალი ხარისხის კონდიციონერებსაც უშვებს. ასე რომ გთავაზობთ გავეცნოთ Panasonic-ის კონდიციონერების შესახებ ზოგად ინფორმაციას, რომ შეძენისას მისით იხელმძღვანელოთ.

Panaosonic-ის შესახებ

 

Panasonic-ის ისტორია 1918 წელს იწყება და მისი სახელი დაკავშირებულია ბიზნესმენ კონოსუკე მაცუსიტას სახელთან.  დღეისათვის კორპორაციის შტაბბინა ოსაკას პრეფექტურაში, ქალაქ კადომაშია განთავსებული (იაპონია). მის შემადგენლობაში შედის 530 საწარმოზე მეტი. სხვადასხვა ტექნიკას შორის კომპანია უშვებს საყოფაცხოვრებო, კლიმატურ ტექნიკას და ენერგიის მართვის თანამედროვე სისტემებს. 

2011 წელს კომპანიამ 50-ე ადგილი დაიკავა გაყიდვების რაოდენობის მიხედვით Fortune Global-ის საერთო რეიტინგში, რომელშიც 500 ბრენდი მონაწილეობდა. Panasonic-ს ევროპის 35-მდე ქვეყანაში შეაქვს პროდუქცია და წარმოადგენს ოლიმპიური თამაშების სპონსორს.

ტექნოლოგიები, რომელსაც Panasonic იყენებს

პანასონიკის კონდიციონერები შექმნილია მთელი რიგი ინოვაციური ტექნოლოგიებით, რაც უზრუნველყოფს მათ კომფორტულ გამოყენებას, უსაფრთხებას და გამოყენების ხანგრძლივობას. გამოყენებული ტექნოლოგიები და კონდიციონერის ფუნქციები რამდენიმე ტიპად შეგვიძლია დავყოთ.

 

კომფორტი

პანასონიკის კონდიციონერები აღჭურვილია Econavi-ის უნიკალური სისტემით, რომელსაც აქვს ინტელექტუალური ეკო-სენსორები მოწყობილობის მუშაობის რეგულირებისთვის, რაც დამოკიდებულია ოთახში ადამიანების რაოდენობაზე, მათი აქტივობის დონესა და მზის სხივის ინტენსივობაზე. ამ სისტემას აქვს ენერგიის დაზოგვის 5 ფუნქცია და უზრუნველყოფს კონდიციონერის ოპტმალურ მუშაობას.



ტექნოლოგია «თბილი ტალღა» - ტემპერატურის მართვის სპეციალური ალგორითმი, ენერგოდანახარჯების ეკონომიისთვის კომფორტის დანაკარგის გარეშე.


რეჟიმი Powerful - დაჩქარებული გაციება/გათბობის რეჟიმი, რომლის დროსაც კონდიციონერი მთელი ძალით მუშაობს და ძლიერი ჰაერის ნაკადით უზრუნველყოფს მაქსიმალურ ეფექტურობას.


რეჟიმი Soft Dry - ჰაერის გამოშრობის ფუნქცია, რომელიც მაღალი ტენიანობის შედეგებს ებრძვის.


უხმაურო მუშაობის რეჟიმი Quiet – ერთი ღილაკის დაჭერით ირთვება დაბალი ხმაურის რეჟიმი, რომელიც ოპტიმალურია კონდიციონერის ღამით სამუშაოდ.


ძილის რეჟიმი «Sleep» - კონდიციონერი გადადის მსუბუქი დაბერვის რეჟიმზე, ავტომატურად ცვლის ტემპერატურას, მოცემული დროის შემდეგ კი დამოუკიდებლად ითიშება, რათა ოთახში მძინარე ადამიანები არ გააცივოს.


«ცხელი სტარტი» (Hot start) - შიდა ვენტილატორი მუშაობას იწყებს მხოლოდ მას შემდეგ რაც სითბოსგამცვლელი გაცხელდება, რათა არ დაუბეროს ერთბაშად ძალიან ბევრი ჰაერი.


პერსონალური ჰაერის ნაკადის შექმნა – ჰაერის ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გამოშვება კომბინირებული მიწოდების რეჟიმი.

 

ინტერნეტ მართვა - Panasonic-ის ბოლო თაობის კონდიციონერებს აქვთ სმარტფონით, ან პლანშეტით დისნტაციურად მართვის ფუნქცია.


24 საათიანი ორ რეჟიმიანი ტაიმერი - რეალურ დროში იძლევა საშუალებას დააპროგრამოთ კონციდიონერი საჭირო რეჟიმში 24 საათის განმავლობაში. ზოგ მოდელს მხოლოდ 12 საათიანი ტაიმერი აქვს.  

ჯანმრთელი ჰაერი

სისტემა Nanoe-G – წარმოადგენს ჰაერის გაწმენდის ფუნქციას, რომელიც ნანო-სიხშირეებს იყენებს და სპობს ჰაერსა და კონდიციონერის ზედაპირზე არსებულ ბაქტერიებსა და ვირუსებს. ეს სისტემა ჰაერს უფრო ჯანმრთელს ხდის და ადამიანებს იცავს შესაძლო დაავადებებისგან. გაწმენდის ეფექტურობა 99% აღწევს. პანასონიკის სპლიტ-სისტემაში დაყენებულია სხვადასხვა ფილტრები და ჰაერის გამწმენდი სენსორები.

 

სანდოობა

სითბოსგამცვლელი Blue Fin – სითბოსგამცვლელი დაცულია სპეციალური ანტიკოროზიული ზედაპირით, რასაც იწვევს მარილიანი ჰაერი, წვიმა და სხვა ფაქტორები.


დისტანციური ავტომატური გაშვება– ელექტროენერგიის შეწყვეტის და ჩართვის შემთხვევაში კონდიციონერი ავტომატურად იწყებს გამორთვა/მუშაობას.


თვითდიაგნოსტიკის ფუნქცია – გაფუჭების შემთხვევაში კონდიციონერი თავად იტარებს დიაგნოსტიკას და ეკრანზე გამოაქვს კოდი, რომლითაც იმაზე მიუთითებს, რომ შეკეთებას საჭიროებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ პანასონიკის კონდიციონერების პლიუსები და მინუსები:

პლიუსები:

  • ყოველ კონდიციონერში გამოყენებულია ახალი ტექნოლოგია.
  • Econavi-ს სენსორები და სისტემა
  • ჩაშენებული რეჟიმები და ფუნქციები
  • დისტანციური მართვის საშუალება სანსორისა და პლანშეტის მეშვეობით.
  • ჰაერის გაწმენდის ფუნქია.
  • 5 წლიანი გარანტია.
  • უსაფრთხო ფრეონი.
  • ხმის დაბალი დონე.
  • დაბალი ტემპერატურის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა.
  • მოდელების ფართო არჩევანი ყველა ტიპისა და ფართობის ობიექტისთვის.
  • დახვეწილი ეგრონომიული დიზაინი.

მინუსები:

ერთადერთი მინუსი, რაც პანასონიკის კონდიციონერს აქვს, საკმაოდ მაღალი ღირებულებაა.

Panasonic-ის კონდიციონერები წარმოდგენილია დიდი ასორტიმენტით, ასე, რომ შესაბამისი მოდელის არჩევაში, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები.