(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვემზადოთ ლაშქრობისთვის

ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო მეტად გვიპყრობს სურვილი, დავტოვოთ ხმაურიანი ქალაქი და გავემართოთ ლაშქრობაზე. ყველაზე დიდი ლაშქრობის მოყვარულებიც კი მოგზაურობის წინ ადგენენ დაწვრილებით სიას, რა წაიღონ თან, რათა მომზადებულები დახვდნენ ბუნების ყველა გამოწვევას.

იმისთვის, რომ ნანატრმა მოგზაურობამ კარგი და ბედნიერი მოგონებები დაგვიტოვოს და არა იმედგაცრუება, ლაშქრობის კარგად დაგეგმვაა საჭირო. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ეკიპირებას, რათა ნებისმიერ პირობებში შეძლოთ ამ მოგზაურობით სიამოვნების მიღება. 

საჭირო სალაშქრო ინვენტარის შეძენას ჩვენთან შეძლებთ, მაგრამ რა გჭირდება თან წასაღებად?

ტუსიტული ზურგჩანთა

ტურისტული ზურგჩანთა მოგზაურის აუცილებელი ატრიბუტია ნებისმიერი ლაშქრობის დროს. თქვენი მოგზაურობა ჯოჯოხეთად იქცევა თუ ამ აუცილებელ ატრიბუტს არ შეიძენთ. ერგონომიული და კომფორტული ზურგჩანთა არა მხოლოდ თქვენ პირად ნივთებს, არამედ მთელ საჭირო ტვირთს გადაგატანინებთ ისე, რომ არ დაიზიანოთ ზურგი და წელი.

ზურგჩანთის შეძენის დროს გაითვალისწინეთ, რომ ის იყოს მყარი მასალის და ოვალური ფორმის. თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, რა ნივთები წაიღოთ მთაში, აირჩიეთ ყველაზე პოპულარული და პრაქტიკული - ნახევრად მდგარი მოდელი.

მნიშვნელოვანია ჩანთის მოცულობაც. სასურველია ის იტევდეს ყველა საჭირო ნივთს.

გარდა ამისა ზურგჩანთას უნდა ჰქონდეს ქამრები. სალაშქრო ჩანთა მძიმეა და იმისთვის, რომ სიმძიმე მთელ სხეულზე თანაბრად გადანაწილდეს, ის მიმაგრებული უნდა გქონდეთ ქამრებით.

 

საძილე ტომარა და პარალონი

ზურგჩანთასთან, კარავთან და კომფორტულ ფეხსაცმელთან ერთად აუცილებლად უნდა შეიძინოთ.

დატვირთული დღის შემდეგ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ძალების აღდგენა, სითბო და კომფორტი. ამიტომ შეარჩიეთ კარგი მატერიისა და გადასატანად მსუბუქი საძილე ტომარა. ასევე მნიშვნელოვანია პარალონიც (მყარი ხალიჩა), რომელიც კომფორტულია საძილედაც და დასაჯდომადაც.

იდეალური კარავი

კარგი კარავი ყველაზე უაცილებელი ნივთია ლაშქრობის დროს.

ის რამდენიმე ტიპის არსებობს:

  • ერთფენოვანი. მსუბუქი და კომპაქტური. არ აკავებს სითბოს, მაგრამ იდეალურია მცირე ლაშქრობების დროს ზაფხულში.
  • მრავალფენოვანი. შედგება გარე და შიდა ტენტებისგან და უზრუნველყოფს საუკეთესო თბოიზოლაციას, რის გამოც ასეთი კარვები ყოველთვის გამოგადგებათ, ზამთარშიც კი.

ყურადღება უნდა გაამახვილოთ დამატებით დეტალებზეც. კარავს უნდა ჰქონდეს კარგი სავენტილაციო სისტემა, კოღოების საწინააღმდეგო ბადე და ჯიბეები. ელვა უნდა იხსნებოდეს ადვილად და არ უნდა იჭედებოდეს.

სხვა დანარჩენი

აღჭურვილობის ფუნქციონალურობასა და ხარისზე დამოკიდებულია მთელი ლაშქრობის ბედი. ამიტომ გარდა ძირითადი ნივთებისა, არ დაგავიწყდეთ ლაშქრობაში წაიღოთ: პირადი ჰიგიენის ნივთები, ცული, დანა, ფანარი, ჭურჭელი (მხოლოდ აუცილებელი) და თერმოსი.