(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

წნევის აპარატები: როგორ ავირჩიოთ და რაზე გავამახვილოთ ყურადღება?

ცოტა ხნის წინ წნევით სარეცხი აპარატების ნახვა მხოლოდ საწარმოებსა და მანქანის სამრეცხაოებში თუ შეიძლებოდა. ახლა კი ის კერძო გამოყენების ნივთად გადაიქცა და მისი საშუალებით, არა მხოლოდ ავტმობილის რეცხვა, არამედ ეზოს, ბაღის ავეჯის, ტროტუარისა და ღობის დასუფთავებაა შესაძლებელი. რას წარმოადგენს წნევით სარეცხი აპარატი, როგორ შევარჩიოთ და რაზე გავამახვილოთ ყურადღება, ამას აღნიშნულ სტატიაში გიამბობთ.

ტექნიკური პარამეტრები

პირველ რიგში უნდა შევისწავლოთ ტუმბოს ("ნასოსი")სახეობა. ახალბედებმა შესაძლოა ვერც შენიშნონ სხვაობა ძვირიან და იაფფასიან მოდელებს შორის, თუმცა სპეიციალისტები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ ტუმბოს რესურსზე. მისი მინიმალური მახასიათეებლები 30-60 საათს შორის უნდა მერყეობდეს.

მნიშვნელოვანია რეცხვის კლასი, რადგან ასეთი მოწყობილობები არსებობს საწარმო და საყოფაცხოვრებო. მეორე ვარიანტი სრულიად საკმარისი იქნება აგარაკის მოსავლელად და პირადი ავტომობილის გასარეცხად, გამოირჩევა კომპაქტური ზომებით და განკუთვნილია მცირე ხნით, დაახლოებით 1.5 საათით სამუშაოდ. ასეთი აპარატი სამრეცხაოში არ გამოგადგებათ.

წნევით სარეცხი აპარატის ტუმბოს უნდა ჰქონდეს მაღალი მწარმოებლურობა. ეს მახასიათებელი განისაზღვრება წყლის ხარჯით. აქტიური მუშაობის დროს ასეთი აპარატები დაახლოებით 400 ლიტრ წყალს უნდა ხარჯავდნენ. პროფესიონალური მოდელებისთვის კი ეს ხარჯი ბევრად მეტია.

თანამედროვე წნევით სარეცხ აპარატებს აქვთ წნევის რეგულირების შესაძლებლობა. ეს ფუნქცია საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ წყლის ეკონომია. საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად 70-100 ბარიანი წნევა სრულიად საკმარისი იქნება.

სპეციალისტები ასევე გვირჩევენ, ყურადღება გავამახვილოთ აპარატის მოტორზე, რომელიც, როგორც ვიცით, ნებისმიერი აპარატის გულს წარმოადგენს. აპარატის ტექნიკური შესაძლებლობები პირდაპირ არის დაკავშირებული მოტორის ფუნქციონალსა და მწარმოებლურობასთან.

სასარგებლო რჩევა: აუცილებლად უნდა დაიცვათ თავი ძაბვის ვარდნისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ის შესაძლოა გადაიწვას.

წნევით სარეცხი აპარატის გამოსაყენებლად მნიშვნელოვანია:

  • „შლანგის“ სიგრძე
  • კორპუსის მასალა
  • წყლის დაგროვების ფუნქცია
  • დამატებითი თავაკები

რა პარამეტრებით ავირჩიოთ წნევით სარეცხი აპარატი?

ყურადღება უნდა გავამახვილოთ არა მხოლოდ მთლიანად აპარატის, არამედ მისი ტუმბოს (ნასოსის) მასალაზეც. ყველაზე ხელმისაწვდომი და კარგი ვარიანტია პლასტმასი, რადგან მიუხედავად ფასისა, მას არ უჩნდება კოროზია და აქვს მცირე წონა.

თანამედროვე წნევით სარეცხი პარატების უმრავლესობას სწორედ პლასტმასის ტუმბოები (ნასოსი) აქვს. ის საკმაოდ მალე შეიძლება დაიბზაროს, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად პლასტმასის ხარისხს.

ყველაზე სანდო ალუმინის ტუმბოა, თუმცა ალუმინის ტუმბოს მქონე აპარატები საკმაოდ ძვირი ღირს.

მნიშვნელოვანია ასევე თავაკები. თითოეულ მათგანს თავისი განსაზღვრული ფუნქცია აქვს. მაგალითად, მარაოს მსგავსი თავაკი იდეალურია წყლის გასანაწილებლად დიდ ტერიტორიაზე.

რა განსაზღვრავს წნევით სარეცხი აპარატის ფასს?

ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პარამეტრი განსაზღვრავს წნევით სარეცხი აპარატის ფასს. უფრო ძვირადღიღებული და ხარისხიანი მოწყობილობები აღჭურვილია მნიშვნელოვანი დამატებითი დეტალებით. მაგალითად სათავსოთი, რომელშიც სარეცხი საშუალება უნდა განთავსედეს.  ის კომპაქტურად მაგრდება „შლანგის“ თავაკზე და წყალთან შერევის შემდეგ საკმაოდ კარგი რაოდენობის ქაფს ქმნის. ასეთი სარეცხი აპარატები ბევრად ძვირია ჩვეულებრივზე, მაგრამ ხარჯი ნამდვილად გამართლებულია, რადგან ის აიოლებს და დროში ამცირებს რეცხვის პროცესს.