(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ ბალახის საკრეჭი?

ლამაზი "გაზონის" შექმნა და მისი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება ადვილი საქმე არ არის და იმისთვის, რომ ეს საქმე შევიმსუბუქოთ, კარგი დამხმარე  - სათიბი გვჭირდება. გაყიდვაში არის ბევრი განსხვავებული და კარგი მოდელი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ერთი დანიშნულებით გამოიყენება, მათ პარამეტრები განსხვავებული აქვთ. მოდით გავერკვეთ საკითხში.

 

როგორი გაზონის საჭრელები არსებობს?

ასევე განასხვავებენ მექანიკურ, ბენზინის და ელექტრონულ ბალახის საჭრელებს.

მექანიკური ბორბლებიანი სათიბები ყველაზე მარტივია სამართავად. აქ არ გჭირდებათ ელექროენერგია ან ბენზინი, გჭირდებათ მხოლოდ ძლიერი ხელები. ისინი ეკოლოგიურად სუფთა და უხმაუროა, თან საშუალებას გაძლევთ თავად არეგულიროთ ბალახის სიმაღლე. ბალახს ჭრის ცილინდრული დანა. ასეთი ინსტრუმენტი კარგია ახალგაზრდა ბალახის მოსავლელად.

 

ხელის ტრიმერები კარგია ბალახის რეგულარული გაკრეჭვისთვის პატარა მონაკვეთზე, არათანაბარ ზედაპირზეც კი. ის თიბავს ნებისმიერ მიუწვდომელ კუთხეშიც კი, თავისი მცირე ზომის გამო. ეს არის ჯოხი, რომლის ბოლოშიც მცელავი მოწყობილობაა დამაგრებული.  ტრიმერი შეიძლება აღჭურვილი იყოს ელექტრო ან ბენზინის მოტორითაც.

ტრიმერის ძირითადი უპირატესობა ის არის, რომ მისი საშუალებით თიბავთ არათანააბარ ზედაპირზე ხეებისა და ბუჩქების ახლოს, თუმცა მისი გამოყენებისას რთულია ბალახის სიმაღლის ერთი დონის შენარჩუნება.

 

ელექტრო ტრიმერი

ელექტროტრიმერის ღირსებებია: მცირე წონა და ეკოლოგიურობა. უარყოფითი მხარე კი ის აქვს, რომ ქსელთან უნდა იყოთ შეერთებული და შორ მანძილზე ვერ გათიბავთ.




ტრიმერი აკუმულატორზე

ისეთივეა, როგორც ელექტრო, მაგრამ მოტორი მუშაობს ბენზინზე, ასე რომ თიბვა შეგიძლიათ სახლიდან ნებისმიერ დაშორებაზე. მისი კომფორტულობა სწორედ ამაში მდგომარეობს. თუმცა გასათიბი ველის ზომა განისაზღვრება ტრიმერის აკუმულატორის მოცულობით. ის განკუთვნილია დიდი ფართობის გასათიბად. ამიტომ განსაკუთრებით მოთხოვნადია აგარაკებისა და ნაკვეთების მფლობელთა შორის.

ტრიმერის ეს სახეობა გამოირჩევა მობილურობით, მაღალი სიმძლავრით და პრაქტიკულობით. მისი გამოყენება ბუჩქნარის გაჩეხვისთვისაც შეგიძლიათ.

  • ის საკმაოდ მძიმეა.
  • მოითხოვს ბენზინისა და ზეთის წინასწარ მომარაგებას.
  • აბინძურებს გარემოს.
  • ხმაურობს.

სამაგიეროდ ნებისმიერ ამინდში მუშაობს. 

 

ტრიმერის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ პარამეტრებს:

 

  1. რა სამუშაოს შესასრულებლად გჭირდებათ სათიბი. სახლის წინა მცირე ზომის ეზოს გასათიბად გამოგადგებათ იაფიანი ელექტრო ტრიმერი, მარტივი სათიბი მოწყობილობით. დიდი ნაკვეთის მფლობელებმა კი მაღალი სიმძრავრისა და მწარმოებლურობის ბენზინის ტრიმერი უნდა შეიძინონ.
  2. უნდა იფიქროთ იმაზეც, თუ კვების რომელ წყაროს გამოიყენებთ: ელექტროშემაერთებელს, თუ აკუმულატორს.

 

ხელის სათიბი ბორბლებზე

ასეთი ხელსაწყოს მთავარი ფუნქციაა ბალახის გათიბვა სწორ ზედაპირზე. თიბვის ხარისხი საუკეთესოა. მთელი ბალახი ერთ ზომაზეა გათიბული, მაგრამ როცა გჭირდებათ ბალახის გაკრეჭვა ყვავილების, ეზოს ავეჯის, ბუჩქების ან ხეების გარშემო, მისი გამოყენება საკმაოდ რთულია.

ხელის სათიბი ბორბლებზე - ეს არის ოთხბორბლიანი მანქანა, სახელურებით, მოტორით და დანებით. სწორედ დანების ხარისხზეა დამოკიდებული თიბვის ეფექტურობა.

ასეთი სათიბები შეიძლება აღჭურვილი იყოს პლასტმასის ან ქსოვილის ბალახის შემგროვებელი სათავსოთი და ბალახის დაკუწვის ფუნქციით, ან შეიძლება არც ერთი ჰქონდეს და არც მეორე და ბალახი გვერდებზე იყრებოდეს. ამ შემთხვევაში ბალახის შეგროვება ცალკე მოგიწევთ.

 


რაც უფრო დიდია ბორბლების დიამეტრი, მით უფრო ადვილია სათიბის გადაადგილება. თუ ბორბლები ფართო და რეზინისაა, მისი გამოყენება უფრო გაადვილდება.

ასეთ სათიბზე ბალახის გათიბვის სიმაღლე რეგულირდება ხელით და ბობლების აწევის საშუალებით. ან ცალკეული ბორბლის აწევით ინდივიდუალური სახელურის საშუალებით, ან ერთდროულად ყველა ბორბლის აწევით.

სათიბს მართავენ სახელურების საშუალებით. ერთ-ერთ მათგანზეა განთავსებული ჩართვა/გამორთვის ღილაკი. კარგია თუ დასაკეცი სახელურების მქონე სათიბს აირჩევთ, რათა გქონდეთ მისი სიმაღლის რეგულირებისა და მარტივი გადაადგილების საშუალება.

თვითმავალი სათიბები ბორბლებზე

 

ასეთი მანქანები განკუთვნილია საშუალო და დიდი ზომის მინდვრის გასათიბად. არსებობს რამდენიმე ტიპის ასეთი სათიბი.

პირველი: ის მუშაობს დამოუკიდებლად და მთიბავი მიყვება უკან. უკავია სახელურით და მართავს მის მუშაობასა და მოძრაობას. ის ჰგავს ხელის ბორბლებიან სათიბს, თუმცა მოტორის სიმძლავრე მეტი აქვს. შეიძლება იყოს ბენზინის ან ელექტრო.

მეორე: მთიბავი ზის სათიბზე და ისე მართავს-ასეთ სათიბს რაიდერი ეწოდება. მისი გამოყენება სასიამოვნოცაა, რადგან თან კატაობთ და თან თიბავთ დაუღლელად. მას დიდი მთიბავი ცელი და ტევადი ბალახის შესაგროვებელი კონტეინერი აქვს, რომელიც ადვილად ცარიელდება ღილაკზე ერთი დაჭერით.

ის ისევე ხმაურობს, როგორც ნებისმიერი ელექტრო ტრიმერი.  მცირე ზომისა და კარგი მანევრირების უნარის წყალობით მცირე ზომის ფართობზეც ადვილად მუშაობს. ძირითადი უარყოფითი მხარე ასეთი სათიბისა ისაა, რომ არასწორ ზედაპირთან შეხებისას აყენებს მტვერს და ნელდება.


რა დავასკვენით?

  • სათიბის არჩევაზე გავლენას ახდენს სამი ძირითადი ფაქტორი: გასათიბი ბალახის ტიპი, გარემო რელიეფი და დასამუშავებელი მინდვრის ფართობი.
  • რბილ ბალახიანი, ჩვეულებრივი მინდვრის გასათიბად საკმარისი იქნება საშუალო სიმძლავრის სათიბის გამოყენება, დიდი და რთული ნაკვეთის გასათიბად კი მძლავრი ბენზინის სათიბი გჭირდებათ.
  • სწორი, კარგად დაგეგმარებული „გაზონის“ გასათიბად გამოგადგებათ ბორბლიანი სათიბები ან რაიდერები. უსწორმასწორო ზედაპირის გასათიბად კი სჯობს ტრიმერი გამოიყენოთ.