(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვუაროთ თხევად კრისტალურ ტელევიზორს?

თხევად კრისტალური ეკრანის გაწმენდა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. აქ ჩვეულებრივი მეთოდები არ გამოგადგებათ, რადგან ნებისმიერმა მოუფრთხილებელმა მოძრაობამ შეიძლება ის დააზიანოს. ისიც ფაქტია, რომ თხევად კრისტალური ტელევიზორი არც ისე იაფია, ამიტომ მისი მოვლისას განსაკუთრებით აკურატულები უნდა ვიყოთ. არ იქნებოდა რაციონალური თქვენთვის ასეთი ტელევიზორის მოვლის მხოლოდ ერთი მეთოდი შემოგვეთავაზებინა, რადგან ის ყველასთვის ერთნაირად ხემისაწვდომი ვერ იქნება. ამიტომ, მოგცემთ რამდენიმე უნივერსალურ ისეთ რჩევას, რომელიც ასე თუ ისე უსაფრთხოა.

სანამ ტელევიზორის ან მონიტორის გაწმენდას დაიწყებთ, ის აუცილებლად უნდა გამორთოთ.  

გვერდები და უკანა მხარე - ის ნაწილები, რაც უბრალო პლასტმასია, შეგიძლიათ გაწმინდოთ სველი ტილოთი. აქ რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნა არ არსებობს. რაც შეეხება უშუალოდ ეკრანს, მისი გაწმენდისთვის ერთი მთავარი წესი უნდა დაიცვათ, რომელიც ამბობს, რომ რაც უფრო ნაკლებად შეეხებით მას, მით უკეთესია, როგორც ეკრანისთვის, ისე თქვენთვის. მაგრამ თუ ეკრანი მტვრით დაიფარა, ვინმემ ზედ თითის ანბეჭდები დატოვა, ან ბავშვმა გადაწყვიტა რომ თავისი ფაფა ტელევიზორს ძალიან მოუხდება, მისი გაწმენდა მოგიწევთ, ამას ვერსად წაუხვალთ.

 

შემდეგ ეტაპზე კარგად უნდა დაიმახსოვროთ, როგორი წესით უნდა გავწმინდოთ ტელევიზორი, სველი თუ მშრალი გაწმენდის წესით? სასურველია გამოიყენოთ პირველი მათგანი. სველი გაწმენდა კი უკიდურეს შემთხვევაშია გამართლებული.  

 

მშრალი მოვლის მეთოდი სხვადასხვა საშუალებით შეგიძლიათ განახორციელოთ. უკანტაქტო გაწმენდისთვის გამოგადგებათ მშრალი რბილი ტილო ან მტვერსასრუტი, ასევე ფუმფულა ჯოხი. ეს ნივთები ტელევიზორიდან მტვრის მოსაშორებლად გამოგადგებათ.მაგრამ თუ ეკრანს სხვადასხვა ტიპის ლაქები ეტყობა, მშრალი გაწმენდის მეთოდი აქ არ გამოგადგებათ. საჭირო გახდება სველი გაწმენდა. 

როგორც წესი თხევადკრისტალური ტელევიზორის გასაწმენდად იყენებენ ბამბის ნაჭერს, კარგად გაწურულს ან ოდნავ ნამიანს. ის აუცილებლად ძალიან რბილი უნდა იყოს, რათა ეკრანი არ დაკაწროს. საუკეთესოა, თუ სველი მოვლისთვის გამოიყენებთ სპეციალურ ხესაწმენდებს, ფლანელს ან სათვალის ხელსამწნედს. არ არის სასურველი გამოიყენოთ პირსახოცი ან ჩვეულებრივი ტილო, რადგან მათ შეიძლება დაკაწრონ თქვენი ტელევიზორის ეკრანი.  

გამწმენდ საშუალებად შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური სპრეი, მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ, გამოგადგებათ რბილი წყალიც. თუ სხვა საშუალების გამოყენება გსურთ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ისინი არ უნდა შეიცავდნენ ეთილის სპირტს. უკიდურეს შემთხვევაში შეგიძლიათ სველი ხელსაწმენდი გამოიყენოთ (არაპოლიმერული).

არ არის სასურველი შეიძინოთ ხელსამწნედი ტუბში, რადგან ის ძალიან სწრაფად შრება. მაგრამ თუ ასეთი გამწმენდი მაინც იყიდეთ და ისინი უკვე გაშრა, მათი გამოყენება სპრეისთან ერთად შეგიძლიათ.

კიდევ ერთი რჩევა, რაც თხევადკრისტალური ტელევიზორის გასაწმენდად გამოგადგებათ, არის ის, რომ არავითარი სითხე ეკრანს არ უნდა მიასხათ. ის ჯერ ნაჭერზე უნდა დაასხათ და შემდეგ გაწმინდოთ ეკრანი.

უნდა გამწინდოთ ერთი მიმართულებით - ზევიდან ქვევით, ზემდეტი ძალის გამოყენების გარეშე.

იმედია ჩვენი რჩევა გამოგადგებათ ტელევიზორის მოსავლელად. თუ თხევადკრისტალური ტელევიზორის შენახვა გსურთ, გადადით ბმულზე.