(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

2018 წლის საუთესო ნოუთბუქების ტოპ 10

წარმოგიდგენთ 2018 წლის საუკეთესო ნოუთბუქების ტოპ ათეულს. რეიტინგში თქვენ ნახავთ წლის საუკეთესო ნოუთბუქებს სხვადასხვა კატეგორიაში. საუკეთესო სათამაშო ნოუთბუქები, საუკეთესო ბიუჯეტური მოდელები და საუკეთესო ნოუთბუქ-პლანშეტები.

 

1. DELL XPS 13 (2018)

 

 

პროცესორი:  Intel Core i5 – i7 8-Gen | გრაფიკა: Intel UHD Graphics 620 | ოპერატიული მეხსიერება: 8 GB – 16 GB| ეკრანი: 13,3-დიუმიანი FHD (1920 x 1080) – 4K (3840 x 2160) | შიდა მეხსიერება: 256 GB – 1 TB SSD.

Dell XPS იკავებს მსოფლიოს საუკეთესო ნოუთბუქების რეიტინგის პირველ ადგილს უკვე სამი წელია და მისი განახლებული, 2018 წელს გამოსული ვერსია აგრძელებს ამ ტენდენციას.  Dell XPS წინამორბედის უფრო თხელი და ძლიერი ვერსიაა, აღჭურვილია 4K ეკრანით და აქვს ახალი ფერი, - Rose Gold, მალე კი მას Alpine White-ც წამოეწევა. ნოუთბუქი უფრო ძვირია ვიდრე მისი წინა ვერსია XPS 13, მაგრამ 2018 წლის მოდელი, აღჭურვილია Intel-ის მერვე თაობის ძლიერი პროცესორით. და ერკანით Infinity Edge, რომელიც ეკრანის ხილულ პანელებს საერთოდ არ აჩენს და საშუალებას იძლევა 13.3 დიუმიანი ეკრანი 11 დიუმიან ჩარჩოში განთავსდეს.  ეს ნოუთბუქი კონკურენტების ფონზე ნამდვილად გამოირჩევა. არ არის გასაკვირი, რომ Dell XPS ჯერაც რჩება ყველაზე პოპულარულ ნოუთბუქად Windows-ის ბაზარზე. ის ახლა კიდევ უფრო უკეთესია. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ორ ვერსიას შორის ერთ-ერთი. ზემაღალ გაფართოებასა და სენსორულ ეკრანს შორის. ასევე გაქვთ ფართო არჩევანი ლოკალურ და ოპერატიულ მეხსიერებას შორის.

 

2. ASUS ZENBOOK UX310UA 

 პროცესორი: Intel Core i3 – i5 | გრაფიკა: Intel HD Graphics 620 | ოპერატიული მეხსიერება: 8 GB | ეკრანი: 13,3-დიუმიანი QHD+ (3200 x 1800) | შიდა მეხსიერება: 256 GB SSD.

შესაძლოა ASUS ZenBook UX310UA არც ისე ბრწყინვალედ გამოიყურება, როგორც Dell-ის ნოუთბუქი და ავტონომიური მუშაობის დროც არც ისე მომხიბვლელი აქვს, მაგრამ ამ ნოუთუქის საახით თქვენ მიიღებთ სრულიად ალუმინისგან შექმნილ დიზაინს და მეშვიდე თაობის პროცესორების - Kaby Lake-ის ფანტასტიულ მწარმოებლურობას. გარდა ამისა შეგიძლიათ შეიძინოთ ან  Full HD პანელიანი მოდელი, ან QHD+-ის ეკრანიანი, რომელსაც 3200 x1800 პიკსელის გაფართოება აქვს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ ვერსიას აირჩევთ. ASUS ZenBook UX310UA - ერთ-ერთი ის ნოუთბუქია, რომლის შეძენაც ამ დროისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა.

 

3. LENOVO YOGA BOOK

 

პროცესორი: Intel Atom x5-Z8550 | გრაფიკა: Intel Atom | ოპერატიული მეხსიერება: 4 GB | ეკრანი: 10,1-დიუმიანი სენსორული Full HD IPS | შიდა მეხსიერება: 64 GB SSD / MicroSD 128 GB-მდე.

თუ თქვენ ბიუჯეტურ, მაგრამ განსაკუთრებულ ნოუთბუქს ეძებთ, გთავაზობთ Lenovo Yoga Book-ს. ისევე როგორც Yoga-ს სერიის ყველა ნოუთბუქი, მასაც დასაკეცი ეკრანი აქვს და შეგიძლიათ გამოიყენოთ პლანშეტად ან ნოუთბუქად. იმისთვის, რომ მეტი უნივერსალურობა შეემატებინა Lenovo-მ შეგვთავაზა ნოუთბუქი Windows 10 ან Android 6.0 Marshmallow ოპერაციული სისტემით. თქვენი არჩევანი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გსურთ მისი გამოყენება. მას აქვს გადასარევი ეკრანი, ხოლო სენსორული კლავიატურა უბრალოდ ფატასტიკურად გამოიყურება.

.

4. MACBOOK PRO with TOUCH BAR

პროცესორი: Intel Core i5 – i7 | გრაფიკა: Intel Iris Plus Graphics 640 — 650 | ოპერატიული მეხსიერება: 8 — 16 GB | ეკრანი: 13,3-დიუმიანი (2560 х 1600) IPS | შიდა მეხსიერება: 256 GB – 1 Тб PCIe 3.0 SSD.

თუ თქვენ მიეჩვიეთ Apple-ის საუკეთესო და უახლესი ნოუთბუქების გამოყენებას, ჩვენ გთავაზობთ ხელგაშლილი მიეგებოთ 13 დიუმიან MacBook Pro with Touch Bar-ს. მიუხედავად Microsoft-ის განცხადებისა იმის თაობაზე, რომ მისი Surface Book 2 ორჯერ უფრო ძლიერია ფლაგმანურ Apple MacBook Pro-ზე, ეს მოდელი მაინც უფრო ძვირია. მისი მთავარი განსაკუთრებულობა სენსორულ პანელTouch Bar-ში მდგომარეობს. ეს არის თხელი OLED-დისპლეი, რომელიც კლავიატურასთან მდებარეობს და რაომელიც სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ თქვენ MacBook Pro (2017)-ს დიდი თაყვანისმცემელი ხართ, 2018 წლის მოდელითაც კმაყოფილი დარჩებით.

 

5. MSI GS65 STEALTH

 

პროცესორიIntel Core i7 | გრაფიკა: Nvidia GeForce GTX 1070 (8 GB GDDR5X VRAM, Max-Q) | ოპერატიული მეხსიერება: 16 GB | ეკრანი: 15,6-დიუმიანი FHD (1920 x 1080) ფართოფორმატინი პანელი, 144 Ghz | შიდა მეხსიერება: 512 GB SSD;

ახალმა MSI GS65 Stealth-მა რეიტინგების სიიდან გააგდო სათამაშო სეგმენტის ლიდერი ASUS Rog Zephyrus GX501. რაც საუკეთესო კომპონენტების, მერვე თაობის Intel Core i7-8750H პროცესორის და Nvidia GeForce GTX 1070 ვიდეობარათის საშუალებით გააკეთა. მისი დახვეწილი დიზაინი კი იმაზე მიგანიშნებთ, რომ თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ სამუშაო ნოუთბუქადაც.

 

6. DELL INSPIRON 15 7000 GAMING

 პროცესორი: Intel Core i5-7300HQ (4-ბირთვიანი, 3,5 Ghz) | გრაფიკა: Nvidia GeForce GTX 1050 Ti + Intel HD Graphics 630 | ოპერატიული მეხსიერება: 8 GB | ეკრანი: 15,6-დიუმიანი Full HD | შიდა მეხსიერება: 256 GB SSD;

თუ ახალი სათამაშო ნოუთბუქი გინდათ, მაგრამ არ გყოფნით ფული ASUS ROG Zephyrus GX501-სთვის, DELL-ის ნოუთბუქი საუკეთესო ვარიანტია. ის ASUS-ის ღირებულების ნახევარს შეადგენს და ფასისა და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის მაგალითია. ვიდეობარათი Nvidia GeForce GTX 1050Ti საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რომ ნებისმიერი თამაშით ისიამოვნოთ. პროცესორ Core i5-ის საშუალებით კი Windows გადასარევად მუშაობს. თუ თქვენ ნოუთბუქის ტრანსპორტირება ხშირად გიწევთ, სასიამოვნო იქნება იმის გაგება, რომ სრული 8 საათის განმავლობაში იხ ავტონომიურად მუშაობს.

 

7. ASUS CHROMEBOOK FLIP

 

პროცესორი: Intel Pentium 4405Y – Intel Core m3-6Y30 | გრაფიკა: Intel UHD Graphics 515 | ოპერატიული მეხსიერება: 4 GB | ეკრანი: 12,5-დიუმიანი FHD (1920 x 1080) | შიდა მეხსიერება: 32 GB – 64 GB;

როცა Chromebook-ის კლასის საუკეთესო ნოუთბუქებზე მიდგება საქმე, თქვენ ორ პრინციპულ ალტერნატივას შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. არსებობს ძალიან კარგი Chromebook Pixel და არსებობს ძალიან კარგი ASUS Chromebook Flip C302, რომელზეც ახლა ვილაპარაკებთ, უბრალოდ ეს საუკეთესო ფუნქციონალის შემოთავაზებაა მისაღებ ფასად. მომხმარებელთა უმეტესობისთვის ქრომბუქი ის ნოუთბუქია, რომელიც საუკეთესო ბიუჯეტური მოდელია სტუდენტებისთვის. ASUS Chromebook Flip C302 კი უბრალოდ საუკეთესოა 2018 წელს გამოსულ ყველა მოდელს შორის.

 

8. MICROSOFT SURFACE BOOK 2 13.5

 

 

პროცესორი: Intel Core i5-7300U – Intel Core i7-8650U 1,9 Ghz | გრაფიკა: Intel UHD Graphics 620 / Nvidia GeForce GTX 1050 (2 Гб GDDR5 VRAM) | ოპერატიული მეხსიერება: 8 GB – 16 Гб | ეკრანი: PixelSense 3000 х 2000 პიქსელი (267 PPI) 3:2 | შიდა მეხსიერება: 256 GB – 1 Тб SSD;

Surface Book 2 13.5 – კიდევ ერთი სიახლეა საუკეთესო ნოუთბუქების რეიტინგში და ის ნამდვილად იმსახურებს თავის ადგილს, რადგანაც მსოფლიოში ერ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპიუტერია. Surface Book 2-ს აქვს საკმაოდ ძლიერი კომპონენტები იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ნებისმიერ ყოველდღიურ დავალებას. ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობისა და კომპლექტაციის საუკეთესო ხარისხის გამო მშვენიერი არჩევანია ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა მას ნოუთბუქად გამოიყენებთ თუ ბოლო თაობის პლანშეტად.

 

9. ACER SWITCH 3

პროცესორი: Intel Pentium N4200 1,1 Ghz – Intel Core i3-7100U | გრაფიკა: Intel HD Graphics 505 | ოპერატიული მეხსიერება: 4 GB | ეკრანი: 12,2-დიუმიანი სენსორული IPS LCD-დისპლეი (1920 x 1200) | შიდა მეხსიერება: 64 – 128 GB;

თუ Microsoft Surface Pro 4 გინდათ, მაგრამ ბევრად ნაკლების დახარჯვის უფლებას აძლევთ თავს, Acer Switch 3 (2017) საუკეთესო ვარიანტია.  ის იმავე კონცეფციითაა შექმნილი, რითიც Surface Pro და უფრო ეფექტურია შემცირებული მახასიათებლების წყალობით. მაგრამ ძირითადი დავალებების შესასრულებლად ეს ძალიან კარგი პატარა ნოუთბუქია. უფრო მეტიც, სრულყოფისთვის მწარმოებლებმა ტრაფსფორმერს კლავიატურაც დაუმატეს, შესაბამისად, თქვენ არ მოგიწევთ არავითარი დამატებითი ხარჯების გაღება რაიმეს დასამატებლად.

 

10. APPLE MACBOOK 12 (2017)

 

 

პროცესორი: Intel Core m3 1,2 Ghz – Intel Core i7 1,4 Ghz | გრაფიკა: Intel HD Graphics 615 | ოპერატიული მეხსიერება: 8 GB– 16 GB | ეკრანი: 12-დიუმიანი (2304 х 1440) IPS 16:10 | შიდა მეხსიერება: 256 – 512 GB;

MacBook 12 – Apple-ის კიდევ ერთი გამარჯვებაა. კომპანიამ კიდევ ერთხელ დაიპყრო მომხმარებელთა გულები მშვენიერი დიზაინით, კარგი მწარმოებლურობით და თავისი კლასის ნოუთბუქებში ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობით. Apple-მა პროცესორი მეშვიდე თაობის Kaby Lake от Intel-ით განაახლა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ კარგ მწარმოებლურობას, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობას და ამით არ ზარალდება არც დიზაინი და არც თხელი ფორმა. ამ დროისთვის ეს არის წარმოუდგენლად თხელი და მსუბუქი მაკბუქი, რომლის ტარებაც ყველგან შეგიძლიათ ისე, რომ მის წონას ვერც კი შეამჩნევთ.