(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

კომპიუტერული ტექნოლოგიები: იცით თუ არა, რომ...

ადამიანის საქმიანობა ყოველთვის გულისხმობდა უცნაურსა და საინტერესო მომენტებს, რომელიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებასთან, არამედ ამ პროცესის თანმდევ კურიოზულ და უცნაურ ფაქტებთან იყო დაკავშირებული. არ არის გამონაკლისი არც კომპიუტერული ტექნოლოგიები. მაშ ასე გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების ისტორიიდან. 

 

პირველი საძიებო სისტემა

1996 წელს ლარი ფეიჯმა და სერგეი ბრინმა პირველი საძიებო სისტემა შექმნეს და უწოდეს "BackRub". 1997 წელს კი მათ სახელის შეცვლა მოიფიქრეს და დაიწყეს შესაძლო ვარიანტების განხილა. მათ კოლეგამ სინ ანდერსონმა წამოაყენა წინადადება საძიებო სისტემისთვის “გუგოლფლექსი” ეწოდებინათ, ლარიმ კი შემოკლებული ფორმა “გუგოლ” მოიფიქრა, მაგრამ სინ ანდერსონმა რეგისტრაციისას მექანიკური შეცდომა დაუშვა და დაარეგისტრირა დომეინი google.com. დამფუძნებლებს მოეწონათ აღნიშნული სახელწოდება და Google-ის საბოლოო ვარიანტიც ასე შეიქმნა.

ყველაზე დიდი დომეინი

მოცემული მომენტისთვის ყველაზე დიდი დომეინი 63 სიმბოლოსგან შედგება და ასე გამოიყურება: www.thelongestdomainnameintheworldandthensomeandth ensomemoreandmore.com. მფლობელებმა აღნიშნული სახელით გინესის რეკორდებში შესვლა მოისურვეს, მაგრამ უარი მიიღეს იმ მიზეზით, რომ დომეინის რეგისტრაციისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ დასჭირვებიათ.

28 ეკზობაიტი  უნიკალური ინფორმაცია

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული ორ წლიანი კვლევისას დადგინდა, რომ დასაბამიდან დღემდე კაცობრიობამ 28 ეკზობაიტი უნიკალური ინფორმაცია შექმნა.

სასურველი საიტის მოსაძებნი მინიმალური დრო

კარლტონის კანადის უნივერსიტეტის მკვლევარების აზრით მომხმარებელს ჰყოფნის 1/20 წამი რათა შეიქმნას პირველი შთაბეჭდილება საიტზე და გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა მის შესწავლას.

Yahoo

იცოდით, რომ Yahoo-ს მნშივნელობაა:  Yet Another Hierarchical Officious Oracle, რაც ნიშნავს: კიდევ ერთი იერარქიული აღმასრულებელი ორაკული.

პირველი კომპიუტერული ვირუსი

პირველმა კომპიუტერულმა ვირუსმა, რომელიც ავტორის კომპიუტერის მიღმა გავრცელდა მიიღო სახელწოდება Elk Cloner. ის 1982 წელს დაიწერა რიჩ სკრენტის მიერ და განკუთვნილი იყო Apple-ის კომპიუტერებისთვის.

QWERTY კლავიატურა

კლავიატურის განლაგება QWERTY, რომლის ასაკიც 130 წელს ითვლის, თავდაპირველად ყველაზე ნაკლებ სავარაუდო  ასოთა განლაგებად განიხილებოდა არაკომფორტული აკრეფვის გამო. საქმე იმაშია, რომ თუ მემანქანე ძალიან სწრაფად ბეჭდავდა საბეჭდი მანქანები ძალიან მალე ფუჭდებოდა, სწორედ ამიტომ შეიძლება ითქვას, მათ ხელი ძალით შეუშალეს. ასოთა განლაგება სქემით DVORAK დღეს გამოყენებულზე 70%-ით უფრო ეფექტურია.

პირველი ანტიჰაკერული ოპერაცია

პირველი მასშტაბური ანტიჰაკერული ოპერაცია, რომელიც აშშ-ს საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ჩაატარეს იყო ოპერაცია Sundevil. 1990 წლის მაისში მან მოიცვა 13 ამერიკული ქალაქი, რის შედეგადაც ათობით რაიონიდან 42 კომპიუტერი, 23 ათასი FDD დისკი და უსაზღვრო რაოდენობის თითის ანაბეჭდი ამოიღეს.

მონაცემთა გადაცემის რეკორდი

მონაცემთა გადაცემის სიჩქარის რეკორდი ეკუთვნის ფრონხოვერის გერმანული უნივერსისტეტის მეცნიერებს და fujitsu-ს ინჟინრებს, რომლებიც გაერთიანდნენ ძველი რეკორდის - 1.27 ტერაბაიტის წამში გადაცემის მოსახსნელად. 2006 წლის 25 მარტს მათ მართლაც გააორმაგეს მაჩვებელი და გადასცეს ინფორმაცია, რომელიც იყო 60 DVD-ის ეკვივალენტი წამში.

პირველი ელექტრონული წერილი

პირელი ელექტრონული წერილი რეი ტომლინსონმა გაგზავნა 1971 წლს, რომელიც არის ავტორი კომპიუტერებს შორის შეტყობინებების გაცვლის პროგრამის ავტორი. მანვე მოიფიქრა @ ნიშნის გამოყენება მომხმარებლის სახელის კომპიუტერისგან გამოსაყოფად. ტომპოსონის მისამართი ასე გამოიყურებოდა: tomlinson@bbn-tenexa.

პირველი კომპიუტერი

თავისი დროის ყველაზე ძლიერი კომპიუტერი ENIAC ჩართვისას იმდენ ელექტროენერგიას იყენებდა, რომ მეზობელი ქალაქის შუქები ქრებოდა.

პირველი პორტატული კომპიუტერი

პირველი პორტატული კომპიუტერი იყო Osborne Computer, რომელიც 1981 წელს გამოვიდა. ის იწონიდა 12 კილოგრამს, ჰქონდა 5 დიუმიანი მონიტორი და ორი 5 დიუმიანი დისკწამყვანი. მისი ღირებულება 1,795$ შეადგენდა.

Windows - 1.0

Windows - 1.0 დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, რადგან ძალიან ნელა მუშაობდა და მომხმარებლები DOS ოპერაციულ სისტემას ამჯობინებდნენ.

Smile

სმაილის ავტორად ითვლება სკოტ ფოლმანი, რომელმაც 1982 წლის 19 სექტემბერს გამოიყენა სიმბოლო ":-)" მომღიმარი სახის გამოსახატად.

პირველი ადამიანი, ვისაც ინტერნეტის მოხმარება აუკრძალეს

პირველი ადამიანი ვისაც ინტერნეტის მოხმარება სასამართლოს ძალით აეკრძალა, იყო კრის ლამპრეტი, ცნობილი ჰაკერი. 1995 წელს ის რამდენიმე კომპიუტერულ დანაშაულში დაადანაშაულეს.

ტეტრისი

ტეტრისი 1982 წელს შეიქმნა და გაიყიდა 40 მილიონი ასლი მთელი მსოფლიოს მასშტაბით.