(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ პორტატული დამტენი სმარტფონისთვის

ჩვენს დროში მუდმივი კომუნიკაცია და ხაზზე ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა. ხშირად ძალიან ბევრია იმაზე დამოკიდებული იმაზე, შეუძლია თუ არა ადამიანს უპასუხოს შემავალ ზარს. გარდა ამისა, ტელეფონი გვაძლევს უამრავ ისეთ შესაძლებლობას, რომ მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოგვიდგენია. მაგრამ ყოველთვის თან არ გვაქვს დამტენი და ელექტროენერგიასთან წვდომა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველგან, სადაც წავალთ თან ვატაროთ პორტატული დამტენი.

 

აღნიშნულ სტატიაში სწორედ იმაზე მოგითხრობთ, თუ როგორ ავირჩიოთ პორტატული დამტენი ჩვენი სმარტფონისთვის.

პორტატული დამტენის აუცილებლობა და მისი მუშაობის პრინციპი

პორტატული დამტენი, იგივე Power Bank სმარტფონისთვის განკუთვნილი გარე აკუმულატორია. ის განკუთვნილია თქვენი ტელეფონის დასატენად, სადაც არ უნდა იყოთ და სასარგებლოა სხვადასხვა სიტუაციაში.

  • ბუნებაში გასვლის დროს.

  • თუ მუდმივ მოძრაობაში ხართ.

  • თუ სინათლე მოულოდნელად გაითიშა, ან ნებისმიერ ისეთ ადგილას, სადაც სადენიანი დამტენით სმარტფონს ვერ დატენით.

როგორ მუშაობს Power Bank? სინამშვილეში ეს უბრალოდ ელემენტია, რომელსაც თქვენს სმარტფონს აერთებთ. ჩართვის შემდეგ ის იწყებს ენერგიის გაცემას იქამდე, სანამ სრულიად არ დაიცლება. როცა Power Bank განიმუხტება, შემდეგი მოხმარებისთვის ის აუცილებლად უნდა დავტენოთ, თუმცა კარგი დამტენი უნდა გეყოთ იმისთვის, რომ რამდენჯერმე დატენოთ თქვენი აპარატი.

 

Power Bank-ის დატენვას დიდი დრო სჭირდება, ამიტომ სჯობს დასატენად მთელი ღამით შეაერთოთ.

არჩევის კრიტერიუმები

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება Power Bank-ის შერჩევის დროს, გარდა მწარმოებლისა? ჩვენ გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ შემდეგ პარამეტრებს:

  • აკუმულატორის ტევადობა - აკუმულატორის ტევადობა შეიძლება იყოს სხვადასხვა. საშუალოდ ითვლება 12 ათასიანი ტევადობის მქონე დამტენი და ის გეყოფათ აკუმულატორის საშუალო მონაცემების მქონე სმარტფონის რამდენჯერმე დასატენად. დამტენი, რომელსაც აქვს 20 ათას mAh-ზე მეტი, დიდი მოცულობის აკუმულატორად ითვლება. თუ ხედავთ დამტენს, რომელიც 50 000 mAh-ს გპირდებათ, ეს მწარმოებლის ტყუილია. 

  • დამატებითი ფუნქციები - ფანარი, დარჩენილი ენერგიის ასახვის ფუნქცია, რა თქმა უნდა, დამატებითი კომფორტია.

  • ძაბვა -  ეს მაჩვენებელი დატენვის სიჩქარეზე ახდენს გავლენას. მაჩვენებელი 2 A კარგია პლანშეტისთვის, 1A, ან 1.5 A კი სმარტფონების დატენვის სიჩქარისთვის საკმარისია.

  • წონა და ზომა - როგორც წესი, მსუბუქი აკუმულატორი მარტივი სატარებელია, მაგრამ ნაკლები მოცულობის. საშუალო დამტენის წონა უნდა შეადგენდეს 250-300 გრამს.

  • თავსებადობა - თანამედროვე Power Bank იყენებს თანამედროვე micro-usb პორტს, თავად კი usb-ის საშუალებით იტენება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სმარტფონსა და პლანშეტს ტენით დამტენით, თავად დამტენს კი - ნოუთბუქით.

 

მაშ ასე, ყურადღება უნდა მიაქციოთ:

  • მოცულობა შეადგენდეს 6-10 ათას mAh-ს.

  • 1,5 А ძაბვაზე მეტი - დააჩქარებს აპარატის დატენვას.

  • წონა, ზომა, ფერი და ფორმა - თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.

  • სასურველია მწარმოებელი იყოს ცნობილი.

მთავარია, შეძენისას შეინარჩუნოთ გონიერება. თუკი მახასიათებელი ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ მართალი იყოს, ის სავარაუდოდ ტყუილი იქნება. ყურადღება მიაქციეთ შეძენის ადგილსაც, რათა ისარგებლოთ გარანტიით ან შეძლოთ აპარატის დაბრუნება.

პორტატული დამტენის შესაძენად გადადით აქ: