(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ მოვუაროთ გაზქურის ზედაპირს?

ახალი ტექნოლოგიები ნელ-ნელა დევნის სამზარეულოდან ტრადიციულ ტექნიკას. ძველ სახეხებს კომბაინები ანაცვლებს, ძველმოდურ ღუმელს მიკროტალღურები, გაზქურებს კი ჩასაშენებელი ზედაპირები ანაცვლებს. არსებობს სამი სახის თანამედროვე ქურის ზედაპირი, გაზის, ელექტრო და კომბინირებული. ამ სტატიაში საუბარი გვექნება ჩასაშენებელი ზედაპირის მოვლის წესებზე. ასევე, როგორი ჭურჭელი გვჭირდება და როგორ გამოვიყენოთ ზოგადად.

 

როგორ მოვუაროთ

ზოგადად ქურის ზედაპირები სარეცხი საშუალებებთა და ღრუბლით ირეცხება, მაგრამ სხვადასხვა მასალის ქურას სჭირდება სხვადსხვა ტიპის მოვლა.

მინაკერამიკის ქურის ზედაპირი საშუალო სიძლიერეის სარეცხი საშუალებითა და რბილი მასალის ჩვრით უნდა გავწმინდოთ. შესაძლებელია შუშის საწმენდი ხსნარის გამოყენებაც. ამის შემდეგ უნდა გადავწმინდოთ ჯერ სველი და შემდეგ მშრალი ტილოთი.

მეტალის ზედაპირის გასაწმენდად კოტონის ნაჭერი გამოიყენეთ. სასურველია ის მცენარეულ ზეთში დაასველოთ და შემდეგ სპირტით დაამუშაოთ. დაიხსომეთ, რომ მეტალის ზედაპირის მტერი არის ყველაფერი, რაც მას დაკაწრავს, ამიტომ რბილი ქსოვილით უნდა იმუშაოთ.

გთავაზობთ რამდენიმე ეშმაკურ ხერხს პანელის უკეთ გასაწმენდად:

  • ნუ გაწმენდთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით, რადგან ის ტოვებს სარეცხი საშუალების კვალს ზედაპირზე. მინაკერამიკა შეგიძლიათ საპნის და წყლის ხსნარით და რბილი ნაჭრით გარეცხოთ.

  • ცხიმის, წყლისა და საჭმლის ლაქები შეგიძლიათ გაწემინდოთ ფოლადის ნაწარმის გასაწმენდი საშუალებებით.

  • ასეთი ლაქების მოშორება ძმრისა და წყლის ნაზავითაც შეგიძლიათ.

ჭურჭელი

ქურის ზედაპირებზე სადილის მოსამზადებლად ყველა სახის ჭურჭელი ნამდვილად არ გამოდგება. სასურველია გამოვიყენოთ თუჯის ჭურჭელი. თუ კერამიკაში, ფაიფურში ან ცეცხლგამძლე მინის ჭურჭელში გადაწყვეტთ მომზადებას, უნდა აანთოთ დაბალი ცეცხლი.

ასეთი ზედაპირისთვის საუკეთესოა ჭურჭელი, ორმაგი ან სამმაგი ფსკერით. მისი უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ აქვს მაღალი თბოაკუმულაციის საშუალება, რის გამოც მნიშვნელოვნად ამცირებს მოზმადების დროს. გარდა ამისა მას მინიმალური წყლის რაოდენობა სჭირდება.

ინდუქციური ქურისთვის უნდა გამოიყენოთ ფოლადის, თუჯის ან ემალირეული ჭურჭელი. მკაცრად არ შეიძლება მინის, ფაიფურისა და სპილენძის გამოყენება.

 

უსაფრთხოების ზომები

  • ნებისმიერ ტექნიკაზე ასეა და ქურის ზედაპირის შემთხვევაშიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ელექტროობა კარგად იყოს დამიწებული.
  • ელექტროზედაპირის შემთხვევაში საჭიროა შეიძინოთ დენის დამცავიც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სახლში ელექტროენერგიის ძაბვა ხშირად ეცემა.
  • გაითვალისწინეთ, რომ საკვების მოზმადებისას ცეცხლის ალი ჭურჭელს ფსკერზე ეხებოდეს და არა გვერდებზე. ამიტომ ჭურჭლის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს კამფორის ზომას.

როგორ გავწმინდოთ

თუ საჭმელი გადმოგივიდათ, აიღეთ ის ქურის ზედაპირისგან. როგორც კი ქურის ზედაპირი ბოლომდე გაცივდება, აწმინდეთ ლაქები სპეციალური ხსნარით ან ქაღალდის ხელსახოცით. შემდეგ კი სველი და მშრალი პირსახოცით.