(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რა არის დარსონვალი და როგორ გამოვიყენოთ?

ალბათ ბევრ ადამიანს გაუგია დარსონვალის შესახებ, მაგრამ ბერმა არ იცის რას წარმოადგენს ის. ეს არის აპარატი, რომელიც მკურნალობს ორგანიზმს ელექტროდენის საშუალებთ. პროდეცურას დარსონვალიზაცია ეწოდება და სახელწოდება ფრანგი ფიზიოლოგის არსენ დარსონვალის საპატივცემულოდ მიიღო.

 

პროცედურის აღწერა

დარსონვალი ახდენს მაღალი სიხშირის იმპულსური დენის გენერირებას, რომლის სიხშირეც დაახლოებით 100 Khz-ია. მისი საშუალებით მრავალ დაავადებას მკურნალობენ, მაგრამ დღეს ჩვენ დერმატოლოგიაზე შევრჩერდებით, რაც ლოგიკურია, რადგან ყველაზე ეფექტურად ის კანზე მოქმედებს.

კანზე მუშაობისას გამოიყენება სპეციალური ელექტროდები. ის ეხება კანს, ან მოძრაობს კანის ზედეპირიდან რამდენიმე მილიმეტრის დაშორებით. პროცედურის დროს პაციენტი ოდნავ ჩხვლეტას გრძნობს.

აპარატი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება - გენერატორი, ტრანსფორმატორი და ელექტროდები.

დარსონვალიზაცია სახეზე

პროცედურას აქვს ბევრი ღირსება - ეფექტურია, სწრაფია, ხელმისწავდომი და კომფორტულია. თუმცა უნდა ვიცოდეთ რა შემთხვევაში აქვს მას უკუეფექტები.

უპირატესობები

აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ნივთიერებათა ცვლის პროცესს ეპიდერმისში, აჩქარებს ბიოქიმიურ რეაქციებს, ამცირებს ტკივილის მგრძნობელობას, ამარაგებს ქსოვილს ჟანგბადით, ამცირებს ანთებით პროცესებს და აუმჯობესებს კანის სიმკვირვეს, აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. ეფექტურია კანის ისეთი პრობლემებისას, როგორიცაა მოშვება, ცელულიტი, ცხიმიანობა, ნაოჭები, აკნე, ინფილტრაცია და ფერისმჭამელები.

უკუჩვენება

მისი გამოყენება არ შეიძლება ორსულობისას, 6 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებზე, კეთილ და ავთვისებიანი გამონაზარდების არსებობისას, ალერგიის დროს, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას, ფსიქიური დაავადებისას, კუპეროზის დროს, ჰიპერტონიის დროს, მაღალი ტემპერატურისას, ეპილეფსიის და ტუბერკულოზის დროს.

უნდა გვახსოვდეს რომ დარსონვალის გამოყენების დროს დენი გადის  არა მხოლოდ კან ქვეშ, არამედ აღწევს სხეულის სხვა ორგანოებამდეც და შესაძლებელია პრობლემების არსებობის შემთხვევაში, დაავადების განვითარებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.

 

რა გავითვალისწინოთ?

დარსონვალიზაციის პროცედურის ჩატარება შესაძლებელია, როგორც სამედიცინო კაბინეტში, ისე სახლის პირობებში. არსებობს სახლში გამოყენებისთვის განკუთვნილი აპარატები ფართო მოხმარებისთვის. მაგრამ სანამ ასეთ აპარატს შევიძენთ სასუველია პროცედურა ექიმის კაბინეტში ჩავიტაროთ და მოვისმინოთ მისი რჩევა, ხომ არ იქნება ის მავნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის.

როგორც წესი დარსონვალი რამდენიმე თავაკითაა აღჭურვილი. მათ სხვადასხვა ფორმები აქვთ - სოკოსებრი, T-ფორმის, ჯოხის, სავარცხლის (თმის ზრდის დასაჩქარებლად), წაგრძელებული, მოხრილი და ა.შ. კარგ აპარატებს აქვთ დენის სიხშირისა და ძაბვის რეგულირების ფუნქციაც. გაითვალისწინეთ, რომ ერთი პროცედურის ჩატარება არ არის საკმარისი და ხილული ეფექტის მისაღებად 10-20 პროცედურა უნდა ჩაიტაროთ.

პროცედურის ჩატარების დრო ინდივიდუალურია და კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ერთი პროცედურის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 20 წუთს. საუკეთესო დროის ინტერვალი 10-15 წუთია.

გამოყენებამდე სახის კანი უნდა იყოს მაქსიმალურად სუფთა. ამიტომ ჩამოიბანეთ მთელი მაკიაჟი. დარსონვალიზაციის შემდეგ კი შეგიძლიათ სახეზე მკვებავი კრემი წაისვათ.

 

თუ პროცედურას სახის კანის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მიმართავთ, გამოიყენეთ კონტაქტური მეთოდი და სოკოსებრი თავაკი. პროცედურისას უნდა მოიცვათ სახის ყველა ნაწილი. ძაბვას კი ნელ-ნელა მოუმატეთ მანამ, სანამ სახეზე სითბოს არ იგრძნობთ.

აკნესა და ფერისმჭამელების მკურნალობა უფრო რთულია. მათი მოწვა სპეციალური თავაკის საშუალებით ხორციელდება პირდაპირი კონტაქტის გარეშე. თითოეული ობიექტის დასამუშავებლად 10-15 წამია საჭირო. შემდეგ კი საჭიროა სრული სახის დამუშავება ტრადიციული სახით, ბრტყელი თავაკის საშუალებით. ამ პროცედურის ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-10 წუთი. პროცედურის გამეორება შეგიძლიათ ყოველ დღე და დაგჭირდებათ 10-15 სეასი.

გაითვალისწინეთ, რომ პროცედურის ჩატარების განმავლობაში სახის კანის მდოგმარეობა შესაძლოა დროებით გაუარესდეს, მაგრამ ნელ-ნელა კანი მწყობრში ჩადგება.

დარსონვილის შეძენა შეგიძლიათ აქ: