(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რა არის HDR TV?

იზრდება კონტრასტულობა, ისევე როგორც ფერთა სიკაშკაშე

HDR ცვლის თქვენს ხედვას ტელევიზორთან დაკავშირებით. სანამ მთელი სამყაროს ყურადღება მიმართულია 4K ტექნოლოგიისკენ (რადგან 4ჯერ მეტი პიქსელი აქვს) HDR რეალურად გთავაზობთ გამოსახულებაში იმ ცვლილებას, რასაც ასე დიდ ხანს ველოდით.

ის, რაც HDR ტექნოლოგიას განსაკუთრებულად აქცევს, უკეთესი პიქსელებია. თეთრი უფრო ნათელი გახდება, შავი კი, უფრო ბნელი. რომ არაფერი ვთქვათ 10 ბიტიან პანელებზე, რაც 1 მილიარდ ფერს ასახავს თქვენს ეკრანზე.

HDR-ს რამდენიმე სახესხვაობა აქვს. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმატია HDR10 - ეს ყველაზე უნივერსალური სტანდარტია Blu-Ray წამკითხველზე, 4К ტელევიზორებსა და სათამაშო კონსოლებზე. მაგრამ არსებობს სხვა სტანდარტებიც, როგორიცაა Dolby Vision და Advanced HDR. მათ შორის HDR10 ყველაზე ახალი სტანდარტია.

რა არის HDR?

მაღალი დინამიური დიაპაზონი, რაც თქვენს ტელევიზორს აქვს, არ უნდა ავურიოთ ფოტოს HDR სტანდარტში.

ფოტო აპარატისა და ტელევიზორის შემთხვევაშიც, თითოეული ტექნოლოგია ზრდის კონტრასტს ნათელ და ბნელ ფერებს შორის, მაგრამ მათი მუშაობის პრინციპი განსხვავებულია.

კარგი სმარტფონები ამ ტექნოლოგიის წყალობით ერთი კლიკით გადაღებულ რამდენიმე ფოტოს აერთიანებენ და ამგვარად იღებენ HDR ხარისხს.

მაგრამ ვიდეოს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს.

თქვენ იღებთ გაფართოებულ ფერთა გამასა და კონტასტულობას, მაგრამ ეს სხვადასხვა გამოსახულებების კომბინაციით არ მიიღება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ვიდეოს შემთხვევაში HDR ეფექტი ბევრად უკეთესი ტექნოლოგიით მიიღება.

 

HDR ტექნოლოგიის წყალობით თქვენ მარტივად ხედავთ განსხვავებას ეკრანზე გამოსახულ შავ ფერსა და უბრალო სიბნელეს შორის. ნებისმიერი საშინელებათა ფილმი დაგანახებთ ამ განსხვავებას.

HDR საშუალებას აძლევს ოპერატორებს შექმნან რეალისტური კადრები მზის შუქით გადანათებულ სცენებში, თუ ღამის გადაღებებში და მაყურებელს ამ პირობებშიც კი დაანახონ მკვეთრი გამოსახულება.

HDR მხარდაჭერის ტელევიზორები ასახავს უფრო რეალისტურ ფერთა დიაპაზონს კონტრასტულობის კოეფიციენტის გაფართოებით.

HDR კადრს აძლევს დამატებით მოცულობას სტანდარტული კადრისგან განსხვავებით. გთავაზობთ გამოსახულების დინამიკის ახალ დონეს, რაც განსაკუთრებით კინოს ყურებისას არის შესამჩნევი.

4K ნამდვილად 4-ჯერ მეტ პიქსელს გულისხმობს, მაგრამ დიდ ეკრანების შემთხვევაში პიქსელები საკმარისი არ არის, რადგან გამოსახულების სხვა ასპექტები გაუმჯობესებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ყურადღებაHDR ტექნოლოგიას მიაქციოთ.

როგორ მივიღოთ HDR

HDR ტექნოლოგიაა, და როცა ასეთ სიგნალს ვიღებთ, მისი მიღების მხარდაჭერა ტელევიზორსაც უნდა ჰქონდეს, რადგან ძველი მოდელის ტელევიზორებს ის არ აქვთ. როდესაც თქვენ ხედავთ ტელევიზორზე წარწერას Ultra HD Premium ეს ნიშნავს, რომ ტელევიზორი HDR სიგნალს მიიღებს. რაც შეეხება მახასიათებლებს. ასეთი მხადაჭერის ტელევიზორის ეკრანს უნდა ჰქონდეს 3840 х 2160 პიქსელის გაფართოება და ის უნდა აღბეჭდავდეს ფერთა უდიდეს რაოდენობას.

მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ასეთი ტელევიზორისთვის კონტრასტულობის კოეფიციენტია, მაქსიმუმ 1000 nt. სიკაშკაშით და 0,05 nt.  შავით. ნიტი (nt) სინათლის კოედიციენტია, რომელიც გამოიყენება სატელევიზიო წარმოებაში. 1 nt დაახლოებით ერთი სანთლის შუქის ტოლია. ამჟამად არსებული ტელევიზორების უმრავლესობა 300- 500 nt-ს იყენებს.

HDR ტექნოლოგიის ტელევიზორით სრულყოფილად სარგებლობისას აუცილებელია მიიღოთ ამავე ტექნოლოგიის სიგნალი, რაც ჯერ ჩვენს რეალობაში არ არის დანერგილი, მაგრამ ამ ფერთა გამითა და კადრების სირღმით სიამოვნების მიღებას ფილმების საშუალებით უკვე თავისუფლად შეძლებთ.

 ტელევიზორის შესაძენად გადადით აქ: