(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

5 ყველაზე უცნაური სმარტფონი

დღეისათვის თანამედროვე კომპანიები თითქმის ყოველთვიურად გვანებივრებენ ახალი ფლაგმანებით, თუმცა პრინციპულ სხვაობას მათ შორის ჯერ-ჯერობით იშვიათად თუ ვხედავთ. სამაგიეროდ უკვე რამდენიმე წელია ყურადღების ცენტრში რჩებიან პროექტები, რომლებიც მართალია მასობრივი აუდიტორიისთვის არ არის განკუთვნილი და ზოგი მათგანი ჯერ კიდევ პროექტად რჩება, მაგრამ სამაგიეროდ ნამდვილად იმსახურებენ ინოვაციური და ყველაზე უცნაური სმარტფონების სტატუსს.

Cat S60: ყველაზე ძლიერი

ბულდოზერების, თვითმცლელებისა და სხვა მძიმე სამშენებლო სპეცტექნიკის მწარმოებელმა Caterpillar მსოფლიოში პირველი უძლიერესი სმარტფონი Cat S60 შექმნა სატელევიზიო კამერით. ამასთანავე ეს მსოფლიოში პირველი ტელეფონია, რომლის წყლის სიღრმეში 5 მეტრზე ჩატანა და 1 საათით დაყოვნებაა შესაძლებელი.

ტელეფონს კამერებიდან ერთი  ინფრაწითელ გამოსხივებას ხედავს, მეორე - თვალით ხილულ გამოსხივებას. Flir სლოტს ეკრანზე გამოაქვს ცოცხალი სურათი და ზომავს ნებისმიერი ზედაპირის ტემპერატურას, იწერს ფოტო და ვიდეო გამოსახულებას.

Cat S60-ის გამოყენება სამძებრო სამუშაოებისას და ელექტრო ქსელებთან მუშაობისას შეიძლება.  ეკრანს იცავს მეოთხე თაობის Gorilla Glass 4 მინა, რომელიც ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო სქელია. კორპუსის ჩარჩო ალუმინისაა. მოწყობილობა უძლებს 26 დავარდნას 1.8 მეტრის სიმაღლიდან.

Sony Xperia XZ1: სრულყოფილი კამერა

Sony Xperia XZ1-მა მიიღო  Android 8.0 Oreo-ს ახალთახალი ოპერაციული სისტემა. მეტალის კორპუსის მქონე ამ სმარტფონმა ბრენდის ფლაგმანური ხაზი შეავსო. გარდა პროცესორისა (8 ბირთვიანი Qualcomm Snapdragon 835),  მისი ღირსებების სიაში ირიცხება HDR დისპლეი, ხარისხიანი ხმა, უნიკალური კამერა Motion Eye ზეშენებული და პროგნოზირებადი გადაღების ფუნქციით და 3D სკანირების ფუნქცია.

Flip Phone: ყველაზე მომხიბვლელი

დასაკეცი ტელეფონები, ისევე როგორც სლაიდერები იყოფა ორ კატეგორიად: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. და ორივე მათგანს ერთი მარტივი გამაერთიანებელი ნიშანი აქვს - მხოლოდ ერთი პეტლით მაგრდება დასაკეც კონსტრუქციაზე. მაგრამ ეს არც ისე თანამედროვე და კრეატიულია.

ამ ტელეფონმა მიიღო Flip Phone - დასაკეცი სმარტფონის სახელი, მაგრამ ტრადიციული დასაკეცისგან განსხვავებით ის ორი პეტლით და შესაბამისად სამი ერთმანეთთან დაკავშირებული პანელით არის აღჭურვილი. ავტორის ჩანაფიქრით Flip Phone მუშაობს შესაბამის კონსტრუქცაზე ოპტიმიზირებული Android-ით . შესაძლებელია ასეთმა მოწყობილობამ წაშალოს ზღვარი სმარტფონსა და კომპიუტერს შორის?  ასე რომც არ მოხდეს ასეთი დიზაინერული ჩანაფიქრი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებასა და აღფრთოვანებას.

Project ARA: ყველაზე ინოვაციური

Project Ara-ს შესახებ ჯერ კიდევ 2013 წელს გავიგეთ. ეს არის სმარტფონ-მოდულის პროექტი, რომელსაც თავდაპირველად Motorola ამუშავებდა, შემდეგ კი Google-ში გადაინაცვლა.

ხშირად გვსმენია სმარტფონის მომხმარებელთა ჩივილები. ზოგს ხმა არ მოსწონს, ზოგს ეკრანი, ზოგს გამოსახულებასთან აქვს პრეტენზია. Project Ara-მ კი შესაძლებელია ერთხელ და სამუდამოდ დაასრულოს ეს პრობლემა და თითოეულ მომხმარებელს საშუალება მისცეს, თავად შეუკვეთოს და ააწყოს თავისი ოცნების ტელეფონი. გინდათ ტელეფონს სტერეოდინამიკები დაუმატოთ, ან აკუმულატორის ტევადობა გაზარდოთ? ან იქნებ ზომის და ეკრანის გაფართოების ცვლილება გინდათ?  ახლა ყველაფერი ჩვენს ხელთაა.  შემქმნელების ჩანაფიქრით ასეთი სმარტფონი მეტალის კარკასისი იქნება და შედგება ცალკეული მოდულებისგან, რომლებიც დამაგრდება მაგნიტების საშუალებით. ამასთან, ზოგიერთი მათგანის გამოცვლას თავადაც შეძლებთ.

Jelly: ყველაზე პატარა

Jelly - მსოფლიოში ყველაზე პატარა სმარტფონია, 2,45 დიუმიანი ეკრანით, რომელიც Android 7.0-ზე მუშაობს, აქვს microSD სლოტი და ორ სიმ კარტაზე მუშაობს. აპარატი 4 ბირთვიანი პროცესორით არის აღჭურვილი. აქვს 1/2 GB ოპერატიული მეხსიერება და 16/32 შიდა მეხსიერება, აკუმულატორი - 950 mAh. 4G მოდულის მხარდაჭერა და ორი კამერა 2 და 8 MP.