(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ინდუქციური ქურის ზედაპირი

თანამედროვე ტექნოლოგიები სწრაფად მკვიდრდება ჩვენს ყოველდღიურობაში და ბაზარზე არც ისე დიდი ხანია შემოვიდა ინდუქციური ქურის ზედაპირები. დღეს  ვეცდებით გავიგოთ, რა არის აღნიშნული ზედაპირების უპირატესობები.

ძირითადი მახასიათებლები

როგორც ვიცით, არსებობს ელექტრო და გაზის სამზარეულოს ქურები. ინდუქციური მოდელები 220 ვოლტზე მუშაობს, შესაბამისად ისინი ელექტრო ტექნიკას მიეკუთვნებიან.

კონსტრუქცია

ინდუქციურ ღუმელს არ აქვს გასათბობი ელემენტები. ამის მაგივრად მას აქვს სპეციალური მასალისგან შექმნილი ძირი, რომელსაც აქვს ფერომაგნიტური თვისებები. ინდუქციური ქურის კონსტურქცია მარტივია: ელექტრომაგნიტური კოჭა, ინვერტორი, მართვის ელექტრონული ბლოკი, მინაკერამიკის პანელი და ვენტილატორი.

მუშაობის პრინციპი

ინდუქციური ქურა ფიზიკის კანონის მიხედვით მუშაობს, რომელიც ფარადეიმ დაამტკიცა XIX საუკუნის შუა წლებში. თანამედროვე ტექნოლოგიებმა გამოგონების რეალიზების საშუალება გააჩინა - შეიქმნა მაღალსიხშირიანი დენის ტრანსფორმატორი, რომელიც ინდუქციური კოჭის მეშვეობით ელექტრომაგნიტურ ველს ინდუქციად გარდაქმნის. 

მუშაობის ეფექტურობა

ინდუქციურ სამზარეულოს პანელში ენერგიის დანახარჯები მინიმალურია. ფერომაგნიტის  სასარგებლო თვისებაა ის, რომ აგროვებს/ინახავს სითბოს და მუშაობს საკმაოდ ეფექტურად, შესაბამისად საკვების მომზადების დრო მცირდება 15-20 წუთით. 

 

ეკონომიურობა

ეს ინდუქციური პანელის ძირითადი დადებითი თვისებაა. მიუხედავად იმისა, რომ მისი სიმძლავრე დიდია, საკმაოდ მცირე რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. ეს იმით აიხსნება, რომ პრაქტიკულად მთელი ენერგია საკვების მოზმადებაზე იხარჯება და არა გარემოს გათბობაზე.

ავტომატური ჩართვა-გამორთვა

ინდუქციური პანელი ირთვება მხოლოდ მაშინ, როცა მასზე მაგნიტური თვისებების ჭურჭელს ვდგამთ (ფოლადის, თუჯის, ან ფერომაგნიტური). როგორც კი ჭურჭელს აიღებთ, პანელი ავტომატურად გაითიშება.

მომენტალური გათბობა

მას შემდეგ, რაც სპეციალურ ჭურჭელს ქურაზე დავდგამთ, მაშინვე თბება ჭურჭლის შიგთავსი. თბოდამუშავების დრო შესამჩნევად მცირდება. მოსამზადებელი საკვების სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია სპეციალური ჭურჭლის გამოყენებაზე. რადგანაც მინაკერამიკული ზედაპირი ათბობს მხოლოდ ჭურჭლის ფსკერს, მისგან დამწვრობის მიღება შეუძლებელია.

მარტივი მოვლა

საკვები პანელზე არ ტოვებს შესამჩნევ კვალს. გადმოსული საკვები უბრალოდ აიღეთ ღრუბლით და შემდეგ გადაუსვით ტილო ისე, როგორც წმენდთ მაგიდას. ის უმარტივესად იწმინდება და დაუშვებელიც კია მისი გახეხვა.

სენსორული მართვა

ქურას არ აქვს გადამრთველი და ღილაკები. პროგრამას სენსორული პანელის მეშვეობით, ხელის ერთი შეხებით უთითებთ.