(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

CES გამოფენის 10 უცნაური გაჯეტი

სამომხამრებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა (CES) დასრულდა და ახლა უკვე შეგვიძლია მოგითხროთ იმ 10 ყველაზე უცნაურ გაჯეტზე, რომელიც მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა წარმოადგინეს. 

1. L’Oreal UV Sense

 

ეს მინი მოწყობილობა განკუთვნილია იმისთვის, რომ მფლობელის ინფორმირება მოახდინოს ულტრაიისფერი გამოსხივების შესახებ. ის ხელის თითზე მაგრდება სტიკერის მსგავსად და შიგნით არსებული სენსორების საშალებით განსაზღვრავს ადამიანზე მზის სხივების მავნე ზემოქმედების ხარისხს.

 

2. Merge Blaster

კომპანიამ Merge გამოფენაზე წარმოადგინა ბლასტერი ვირტუალური და დამატებითი რეალობისთვის. ის სათამაშო ავტომატივით გამოიყურება, თუმცა ერთგვარი გეიმპედია სმარტფონისთივს. აქვს პოზიციური თვალთვალის ძირითადი ტექნოლოგიების მხარდაჭერა, მათ შორის ​​ARKit iOS-ზე и ARCore ანდროიდზე.

 

3. Helite Hip’Air

CES-ზე პირველად იყო წარმოდგენილი უსაფრთხოების ბალიშები ფეხით მოსიარულეთათვის. ის შექმნილია იმისთვის, რომ დაცემისას არ დაიზიანოთ სხეულის რომელიმე ორგანო და არ მიიღოთ მოტეხილობა. ის ძირითადად ხნიერი ადამიანებზეა გათვლილი. 

4. Asus ROG Bezel-free Kit

კომპანია ASUS-მა წარმოადგინა სიახლე გეიმერებისთვის, რომლებიც თამაშში ჩასართავად ერთდროულად სამ მონიტორს იყენებენ. სამ ეკრანზე სურათის გადანაწილების რეჟიმი დიდი ხანია არსებობს და ბევრი აქტიურადაც იყენებს, თუმცა მონიტორის ჩარჩოები ყოველთვის არღვევდნენ სურათის მთლიანობას. ამ პრობლემის მოგვარება Asus-ში მარტივი, ლინზიანი გადასვლების საშუალებით შეძლეს. ლინზის საშუალებით ჩარჩო გამჭვირვალე ხდება და ეკრანებს შორის ზღვარი ფაქტიურად ქრება. ასეთ ე.წ. გადამყვანებს ROG Bezel-free Kit უწოდეს და ისინი მონიტორებს 130 გრადუსით აერთებს.

 

5. Matrix PowerWatch X

კომპანიამ Matrix Industries თავისი მეორე ხელის გაჯეტი warmoadgina, რომელიც ქსელში დატენვას არ მოითხოვს. მანამდე ეს ფიტნეს-ტრეკერი PowerWatch იყო, ახლა კი კომპანიამ სრულყოფილი ჭკვიანი საათი წარმოადგინა, რომელსაც PowerWatch X ეწოდა. მისი განსაკუთრებულეობა იმაში მდგომaრეობს, რომ ადამიანის სხეულის სითბოს გარდაქმნის ენერგიად თვითდატენვისთვის. ანუ, აკუმულატორის კვება ხორციელდება საათის კანთან კონტაქტის შედეგად.

6. Nokia Sleep

Nokia-მ CES-ზე უცნაური გაჯეტი წარმოადგინა სახელწოდებით Sleep.  ადვილი მისახვედრია, რომ ის ძილის ხარისხს აკონტროლებს. გაჯეტი უნდა მოათავსოთ საწოლის მატრასის ქვეშ, შეართოთ ქსელში და დაასინქრონოთ სმარტფონთან Wi-Fi-ს საშუალებით. მისი საშუალებით თქვენ თვალს ადევნებთ ძილის ფაზებს და იღებთ რჩევებს ძილის ხარისხსის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.

 

7. Razer Project Linda

ეს კონცეპტულაური მოწყობილობა ვიზუალურად ნოუთბუქს მოგაგონებთ. თუმცა სინამდვილეში ის დოკ-სადგურია Razer Phone -სთვის. სმარტფონი ყენდება თაჩპედის ადგილას და გამოაქვს გამოსახეულება 13 დიუმიან  QHD დისპლეიზე. ამასთან სმარტფონის ეკრანი აქტიური რჩება.

 

8. Xiaomi 90FUN Puppy 1

Xiaomi-მ წარმოადგინა თვითმავალი ჩემოდანი, რომელიც თავის მფლობელს დამოუკიდებლად დაყვება. მოწყობილობა მინიატურულ პულტის ღილაკზე ერთი დაჭერით ირთვება. მოქმედების რადიუსი კი 20 მეტრია.

9. Moviphone

Moviphone სმარტფონია, რომლის კორპუსშიც ჩაშენებულია პროექტორი. მისი სისქე 10,2 მმ-ია. განკუთვნილია ფილმის საყურებლად და გამოსახულებას სრულყოფილ ფორმატში გიჩვენებთ.

 

10. Myant Skiin

Myant Skiin ჭკვიანი ტანსაცელია, რომელიც გულის მუშაობას, ტემპერატურას, წნევას, ცხიმის დონეს და ჰიდრაციის დონეებს ზომავს. აქვს მინიატურული ელემენტები, რომლითაც იკვებება.