(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ ინკუბატორი

დამწყები ფერმერი, რომელსაც წიწილების მოშენება უნდა რთული არჩევანის წინაშე დგას. როგორ უნდა ავირჩიოთ ინკუბატორი იმ დროს, როცა ბაზარზე ამხელა არჩევანია? სწორედ ამიტომ უნდა ვერკვეოდეთ რა მახასიათებლებით უნდა იყოს აღჭურვილი კარგი ინკუბატორი და ჩვენი რჩევაც სწორედ ამ მიზანს ისახავს.

ინკუბატორების სახეობები:

არსებობს საყოფაცხოვრებო, საწარმოო და პროფესიონალური ინკუბატორები. საყოფაცხოვრებო ინკუბატორი ადვილი ხელმისაწვდომია. მისი ტევადობა 7-დან 240 კვერცხამდეა. არსებობს ხელის და ავტომატური ინკუბატორები და პირველ მათგანში ყველაფერი ხელით კეთდება. სტანდარტული ყველაზე მარტივი მოწყობილობა მხოლოდ თერმომეტრითა და რეგულატორითაა აღჭურვილი. საყოფაფცხოვრებო ინკუბატორები ძალიან ჰგავს ერთმანეთს და შეგიძლიათ აირჩიოთ იმის მიხედვით, თუ რამდენი კვერცხი გინდათ რომ გამოიჩეკოს.

პროფესიონალური ინკუბატორები ასევე განკუთვნილია მცირე მეურნეობისთვისთვის, თუმცა უკეთააა აღჭურვილი. ის მათთვისაა განკუთვნილი, ვინც პროფესიონალურადაა დაკავებული ფრინველის მოშენებით. აქვს კონტროლერი, რომლითაც სისტემა იმართება. კვერცხის ფირფიტები კი ავტომატურად ტრიალდება.

საწარმოო ინკუბატორები დიდი მეურნეობისთვისაა განკუთვნილი და მათი ტევადობა 1000 კვერცხზე მეტია.

დამწყებმა ფერმერმა პირველ და მეორე მათგანს შორის უნდა გააკეთოს არჩევანი იმის მიხედვით, თუ რამდენი ფრინველის წარმოება აქვს გადაწყვეტილი და როგორი ფუნქციონალი ესაჭიროება.

მოწყობილობის არჩევის კრიტერიუმები

 

ძირითადი კრიტერიუმი კვერცხის ფირფიტის გადატრიალების პრინციპია: ხელის, მექანიკური და ავტომატური.

ხელის ინკუბატორები ყველაზე პრიმიტიულია. მასში კვერცხები თავად უნდა გადაატრიალოთ. ამისთვის კამერა უნდა გააღოთ და დაარღვიოთ ინკუბატორის მიკროკლიმატი, რაც წიწილის გამოჩეკვისთვის არასასურველია.

მექანიკური ტრიალის ფუნქცია მუშაობას უფრო აიოლებს. მასში მთლიანი ფირფიტა სახელურის საშუალებით ტრიალდება.

ავტომატური ინკუბატორი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია. მასში ფირფიტები ძრავის საშუალებით ტრიალდება, ხელით ჩარევის გარეშე.

მასალა

არსებობს სხვადასხვა მასალის ინკუბატორები

ყველაზე მთავარია, რომ ინკუბატორის ყველა ნაწილი მჭიდროდ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული; გააჩნდეს ფატარა ფანჯარა, რათა შეძლოთ მასში ჩახედვა კარის გაუღებლად; იყოს დათბილული და არ შედიოდეს ნესტი და სუნი.

ტემპერატურა ნესტი და ვენტილაცია

ამ სამ პუნტქტზეა დამოკიდებული წიწილების უსაფრთხო გამოჩეკვა. ამიტომ ინკუბატორის შეძენის დროს ყურადღება უნდა მიაქციოთ, როგორ რეგულირდება მოწყობილობაში მიკროკლიმატი.  აუცილებელია ის კარგად ნიავდებოდეს და ჰქონდეს თერმორეგულატორი, რომლის საშუალებითაც თავად მიუთითებთ საჭირო პარამეტრებს და ის შესაბამისად იმუშავებს.

სარეზერვო კვება

მნიშვნელოვანია, რომ ინკუბატორში არ დაეცეს ტემპერატურა. ეს კი კვების წყაროსთან შეერთებით მიიღწევა. თუმცა თანამედროვე ინკუბატორებს აქვთ ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქციაც 2 ან მეტი საათით და თუკი ელექტროენერგია დიდი ხნით გაითიშება, თქვენ შეძლებთ ინკუბატორის კვებას ავტომობილის აკუმუალტორზე შეერთებითაც.

თუ უკვე ჩამოყალიბდით, როგორი ტიპის ინკუბატორი შეიძინოთ, ჩვენ გთავაზობთ საყოფაცხოვრებო ინკუბატორებს 352 კვერცხამდე.