(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

7 აპლიკაცია ოჯახის ბიუჯეტის სამართავად

პირადი შემოსავლებისა და გასავლების კონტროლი საკმაოდ რთულია. ოჯახის ბიუჯეტი თითქმის სრულყოფილი ბუღალეტრიაა, რომლის შედგენის დროსაც უნდა გაითვალისწინოთ სახსრების მიღების აბსოლუტურად ყველა წყარო და ოჯახის თითოეული წევრის ყველა ინტერესი. სწორედ ამიტომ მოგიზმადეთ სტატია, სადაც შემოგთავაზებთ აპლიკაციებს ბიუჯეტის სამართავად.

1. CoinKeeper

ფინანსების მართვას აპლიკაციის ვებვერსიითა და სატელეფონო ვარიანტით შეძლებთ. მისი შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ მისი საშუალებით არა მხოლოდ ოჯახის, არამედ მცირე ბიზნესის ბიუჯეტის მართვასაც შეძლებთ. ის შეგახსენებთ ვალების დაბრუნებისა და სახარჯო ლიმიტის შესახებაც.

2. Toshl

აპლიკაციას აქვს თითქმის 200 ვალუტის მხარდაჭერა, მათ შორის 30 კრიპტოვალუტისაც და მუდმივად ანახლებს კურსს. ის ახდენს ონლაინ ბანკინგის მონაცემების იმპორტირებას და მიგითითებთ, რა შესაბამის ფაილში, რა ხარჯი მიუთითოთ. აპლიკაციას შეუძლია დაგროვილი მონაცემების გენერირება PDF-ში , Excel-სა და Google Docs-ში.

3. EasyFinance

მწარმოებლები ამ სერვისს ფინანსურ ნავიგატორს უწოდებენ კომპიუტერის ბრაუზერსა და სმარტფონში და გვპირდებიან პირადი ფინანსების დათვლას, იმპორტსა და ოპერაციების სინქრონიზაციას ათეულობით ქვეყნის 200 ბანკიდან. ის იძლევა ხარჯების პროგნოზს და საშუალებას გაძლევთ დაგეგმოთ ბიუჯეტი მცირე და დიდი ხნით.

4. Alzex Finance

პროგრამა ყოველი მომხმარებლისთვის ინდივიდუალურ ჩანაწერს აკეთებს. მისი მეშვეობით ოჯახის თითოეული წევრი შეძლებს აირჩიოს, რა ხარჯები გახადოს სხვა წევრებისთვის ხელმისაწვდომი და რა შეინახოს საიდუმლოდ. მისი საშუალებით შეძლებთ აკონტროლოთ ვალები და დასახოთ სწორი ფინანსური მიზნები.

 

5. YNAB

აღნიშნული პროგრამა მხოლოდ დოლარზე მუშაობს, მაგრამ აქვს სხვა ღირსებები. ის არა მხოლოდ შემოსავლებსა და ხარჯებს აკონტროლებს, არამედ ახდენს ბიუჯეტის დაგეგმარებას მცირე და შორეული პერსპექტივისთვის. განსაზღვრავს გადახარჯვას და სწორად მუშაობს ვალებთან.

6. Cash Organizer

ეს არის პროგრამა ოჯახის თითოეული წევრისთვის და მათ აძლევს საშუალებას, სურვილის შემთხვევაში, საიდუმლოდ შეინახონ თავის ხარჯები. მონაცემები ონლაინ შეგიძლიათ შეიტანოთ. აპლიკაცია მითითებულ მონაცემებს 256 ბიტიანი დაშიფრვით იცავს, ასე რომ მომხმარებლის ფინანსურ მონაცემებს ვერავინ გაიგებს.

7. სახლის ბუღალტერია

ეს აპლიკაცია შემოსავლებისა და გასავლის შესახებ ინფორმაციას მსოფლიოს ყველა ვალუტაში ინახავს და საშუალებას გაძლევთ ნებისმიერი 2 ვალუტა გამოიყენოთ. ყველა მონაცემის სინქრონიზება შესაძლებელია პერსონალურ კომპიუტერში და ხელმისაწვდომია პორტატული ვერსიაც, რომლის ჩატვირთვაც ფლეშ მეხსიერებაზეც შეგიძლიათ. ოჯახის თითოეული წევრის ჩანაწერი პაროლითაა დაცული.