(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ თმის უთო?

ყველა ქალი ოცნებობს, რომ გაღვიძებისთანავე იდეალური ვარხნილობა ჰქონდეს. ამიტომაც გამოიგონეს ბევრი ისეთი ხელსაწყო, რომელიც გოგონებს ამ ოცნების განხორციელებაში დაეხმარება. ერთ-ერთია თმის უთო, რომელიც, ალბათ ყველა გოგონას უნდა ჰქონდეს, მიუხედავად თმის სიგრძისა, მოცულობისა თუ ფორმისა. ეს მსუბუქი და ძალიან ადვილად მოსახმარი ნივთი დაგეხმარებათ სახლის პირობებში გალამაზდეთ.

არსებობს თმის უთოს 2 ტიპი:

  • პროფესიონალური.
  • არაპროფესიონალური.

ეს უთოები შემდეგ ტიპებად იყოფა:

  • თმის გასასწორებელი მაშები - ხუჭუჭა თმის გასასწორებლად
  • მაშები გოფრე - თუ გსურთ ტალღოვანი თმა
  • მაშები ტექსტურაიზერი - ფიგურული ეფექტების შესაქმნელად

სიმძლავრე
სასურველი ტემპერატურის რეჟიმის ასარჩევად კარგი იქნება თუკი თმის უთოს ექნება ტემპერატურის რეგულატორი. თმის უთოს სიმძლავრე უნდა იყოს დაახლოებით 30-50 ვატი, რათა მაშებმა მიაღწიოს სამუშაო ტემპერატურას. თმის უთოს ტემპერატურა კი 100 დან 2300-მდე მერყეობს.

პროფესიონალური თმის უთო
პროფესიონალული თმის უთოს საშუალებით ძირითადად სტილისტები სარგებლობენ, რადგან ისინი გამოირჩევიან მაღალი სიმძლავრით და გამძლეობით. ასეთ თმის უთოებს გააჩნიათ თერმორეგულიატორის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თმის სტრუქტურის შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის შერჩევა.

არაპროფესიონალური თმის უთო
არაპროფესიონალურ თმის უთოებს ნაკლები სიმძლავრე გააჩნია, შესაბამისად ის უფრო დიდ დროს ანდომებს გახურებას. თუმცა, კომპაქტურობის გამო მათი გამოყენება სახლის პირობებში უფრო მოსახერხებელია. მათ შორის არის ისეთი მოდელები, რომელიც გამოყოფს ორთქლს. ეს ძალიან მოსახერხებელია, რადგან მაშები ძალიან არ აცხელებს თმას და მას ნაკლებად აზიანებს.

მაშების ზედაპირი
არსებობს მაშების დასაფარი სხვადასხვა ზედაპირი:იონურ-კერამიკული, ტურმალინის, ტეფლონის, ტიტანის და ალმასის საფარით დაფარული.

იონურ-კერამიკული მაშები - შეიცავს დამუხტულ ნაწილაკებს, რომელიც დადებითად მოქმედებს თმაზე, ანოტივებს და ანიჭებს ბზინვარებას.

ტურმალინი - არის კრისტალების ნარევი, რომლის გაცხელებისას გამოიყოფა უარყოფითი იონები, რაც დადებითად მოქმედებს თმაზე. მისი საშუალებით უფრო სწრაფად შეიძლება თმის დასწორება და დაზიანების ნაკლები შანსია. იგი თმას უნარჩუნებს სიჯანსაღეს.

ტეფლონის და ტიტანის საფარით დაფარული მაშები - არ წვავს და აჯანსაღებს თმას, გასწორების შემდეგ თმა არის იდეალურ მდგომარეობაში და შედარებით დიდხანს ინარჩუნებს ასეთ სახეს.


ალმასის საფარით დაფარული გამაცხელებელი ფირფიტები
 - გამოირჩევა საკმასოდ გამძლე მასალით.
თმის უთო კერამიკის მაშებით

კერამიკული მაშები ცხელდება საკმაოდ სწრაფად და თმის დასწორებასაც ნაკლები დრო სჭირდება. იგი არ აზიანებს თმას, პირიქით უნარჩუნებს ბზინვარებასა და სიჯანსაღეს.

მასალა
სასურველია, თმის უთოს კორპუსი თერმოგამძლე მასალისგან იყოს დამზადებული, რადგან გაუძლოს მაღალ ტემპერატურას.

 

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის თმის უთო Deals.ge-ზე!