(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავარჩიოთ სწორად გაზის წყლის გამაცხელებლები

ცივი სეზონის დადგომასთან ერთად, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება აღვიჭურვოთ წლის კარგი გამაცხელებლით. რა თქმა უნდა, ყველაზე ეკონომიური ამ მხრივ გაზის გამაცხელებელია, მაგრამ აქვე უნდა ვიცოდეთ ის მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც შევძლებთ ყველაზე ეფექტური გამაცხელებლის შერჩევას.

 

როგორ ავარჩიოთ გამაცხელებელი, რომელიც დიდ ხანს და კომფორტულად მოგვემსახურება?

თავდაპირველად განვმარტავთ, რომ ყველა გაზის გამაცხელებელი ერთი და იგივე პრინციპით მუშაობს. ყველას აქვს მთავარი გაზის გამაცხელებელი, რომელიც გადასცემს სითბოს სპილენძის გადამცემით. წყლის გამაცხელებლების სიმძლავრეს განსაზღვრავს 1 წუთში გამთბარი წყლის რაოდენობა.

დანადგარის სიმძლავრე იყოფა სამ კატეგორიად: 17-19, 22-24, 28-31 KW. მაგრამ ეს პარამეტრებიც საკმაოდ პირობითია და იცვლება სეზონის ცვლილებასთან ერთად. როგორია ოპტიმალური სიმძლავრე?

 

ერთი ბინისთვის, რომელშიც ძირითადად ერთი სველი წერტილი მუშაობს კონკრეტულ დროში, საკმარისი იქნება 19-24 KW-იანი გამაცხელებელი.

გარდა ამისა გამაცხელებლები კიდევ ორ ჯგუფად იყოფა:

პიეზო და ელექტროჩამრთველებით. პიეზო ჩამრთველიანი დანადგარის შემთხვევაში უბრალოდ წყალი უნდა მოვუშვათ და გამაცხელებელი ირთვება. ელექტროჩამრთველიანი კი სხვა პრინციპით მუშაობს. გამათბებელი ირთვება რეგულატორის მეშვეობით, რომელიც მაქსიმალურ სიმძლავრეზე უნდა დავაყენოთ. როგორც კი მას გადაატრიალებთ, გამაცხელებელიც ირთვება.

 

კონტროლის სისტემა

ხშირად გვსმენია გაზით მოწამლვის შესახებ, თუმცა თანამედროვე გამაცხელებლებს ეს პრობლემა აღარ ეხებათ. ძველი მოდელები უსაფრთხოების მინიმუმამდე დაყვანილი სისტემებით იყო აღჭურვილი, თანამედროვე მოდელები კი სრულიად გამართულ უსაფრთხოების სისტემებს ფლობენ.

არსებობს ორი ტიპის უსაფრთხოების სისტემა:

- საპირისპირო დაწოლის კონტროლი. თუ გაზგაყვანილობაში რაიმე გაიჭედება, ძირითად გამაცხელებელს გაზი აღარ მიეწოდება, რითიც გაზის გაჟონვა შეუძლებელი ხდება.

- ძირითად და უკანა გამაცხელებლებში ალის კონტროლი. აკონტროლებს, რომ გამაცხელებელს გაზი მუდმივად მიეწოდებოდეს, რადგან გაზის უცაბედი შეწყვეტა და ჩართვა უსაფრთხო არ არის.

როგორ მოვიხმაროთ გამაცხელებელი სწორად?

თუ საჭირო ინსტრუქციებს გაითვალისწინებთ, გამაცხელებელი დიდ ხანს გემსახურებათ. რა თქმა უნდა, აწყობა და ელემენტებიც, რომელიც მასში შედის პირდაპირ კავშირშია მის გამძლეობასთან. ასევე მნიშვნელოვანია წყალგაყვანილობის ხარისხიც. თუმცა მაინც არსებობს მოხმარების გარკვეული წესები, რომელიც უნდა დავიცვათ.

- ნუ გადააჭარბებთ ტემპერატურას. ის უნდა შეადგენდეს 40-60 Со.

- გამოიყენეთ ტემპერატურის სელექტორები წყლის გასაგრილებლად.

- ცივ წყალთან ერთად ჩართვით წყლის გაგრილება კატეგორიულად იკრძალება. ამით თქვენ ცხელი წყლის სრულ გამოსვლას უშლით ხელს, ცხელი წყალი გროვდება რადიატორში, რითიც იქმნება ორქლი და წყალი მილიდან იწყებს დენას.

თუ უკვე მიიღეთ გაზის წყლის გამაცხელებლის შეძენის გადაწყვტილება, Deals.ge დიდ არჩევანს გთავაზობთ.