(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ პრინტერი

არასოდეს ყოფილა უკეთესი დრო პრინტერის ასარჩევად.  ხარისხი მუდმივად იხვეწება და არჩევანიც იზრდება და თუ სწორედ ახლა გეგმავთ პრინტერის შეძენას, თქვენ ნამდვილად სწორ ადგილას მოხვდით. პირველი ნაბიჯი კარგი პრინტერის ასარჩევად იქნება გადაწყვიტოთ, თუ როგორი პრინტერის შეძენა გსურთ.

სწორი პრინტერის არჩევა

პრინტერის ყიდვა ბევრად გაგიადვილდებათ, თუ თავიდანვე გადაწყვეტთ რისთვის გჭირდებათ ის. ამისათვის გადახედეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ფუნქციებს და ჩამოყალიბდით, რომელი მათგანი მიესადაგება თქვენს მოთხოვნებს. 

 

სახლის ადმინისტრატორი

საქმიანობას სახლიდან ახორციელებთ... ეს შეიძლება იყოს ნივთების გაყიდვა ონლაინ ბაზარზე, ან ბავშვების დახმარება დავალებების შესრულებაში. შეიძლება სულაც შოპინგის სიის ამოპრინტერება გჭირდებოდეთ. თქვენ არ ბეჭდავთ ბევრს, თუმცა გჭირდებათ პრინტერი, რომელიც მუდმივად შეგისრულებთ ყველა საჭირო საქმეს. ამოგიბეჭდავთ ფოტოებს, ან მცირე რაოდენობით ბეჭდურ მასალას. სწორედ ამიტომ თქვენ გჭირდებათ იაფიანი, ფერადი და ჭავლური პრინტერი.

მწერალი

მუშაობთ წიგნზე?

თქვენ გჭირდებათ პრინტერი, რომელიც დაგიბეჭდავთ უამრავ გვერდს. ამ შემთხვევაში ფერი პრიორიტეტი არ არის. მნიშვნელოვანია სიჩქარე და ბეჭდვის კარგი ხარისხი. აირჩიეთ კარგი მონოქრომული და ლაზერული პრინტერები. ეს თქვენთვის სრულიად საკმარისია.

 

ხელმძღვანელი

თუ თქვენ რაიმე დაწესებულების ხელმძღვანელი ხართ, აუცილებლად გჭირდებათ პრინტერი. თქვენ უნდა დაასკანეროთ ქვითრები, დააკოპიროთ საგადასახადო ფორმები, ფაქსის წერილები, და ა.შ. ამიტომ გჭირდებათ გამძლე, კარგად მომუშავე, სანდრო და ადვილად მოხმარებადი პრინტერი. გირჩევთ მულტიფუნქციური მოწყობილობის შეძენას, რომელსაც ექნება სკანირების, ქსეროქსის, პრინტერის ფუნქციები. ეს ჭავლური პრინტერები დიდი ზომისაა, თუმცა არც ისე ძვირი ღირს.

 

მოგზაური

ბევრს მოგზაურობთ და მოგზაურობა თქვენი საქმიანობის ნაწილია…  ხან პრეზენტაციის ამოპრინტერება გესაჭიროებათ, ხანაც კონტრაქტებისა და სხვა დოკუმენტების. ასე რომ გჭირდებათ პრინტერი, რომელიც იქნება პატარა ზომის და ყველგან თან წაიღებთ. ამისთვის არსებობს მობილური ჭავლური პრინტერები, რომელსაც ფერადი ბეჭდვაც შეუძლია და ბატარეებზეც მუშაობს.

 

ფოტოგრაფი

არ აქვს მნიშვნელობა მოყვარული ფოტოგრაფი ხართ, თუ პროფესიონალი. თუ ფოტოგადაღება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია,  დაგჭირდებათ პრინტერი კარგი ფერთა გამითა და სიღრმით, რომელზეც კარგი ხარისხის ფოტოქაღალდსაც გამოიყენებთ. ფოტოპრინტერი საუკეთესო ხარისხის და ყველანაირი ზომის სურათებს დაგიმზადებთ.