(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ყველაზე პოპულარული სიმბოლოები და მათი მნიშვნელობა

გიფიქრიათ ოდესმე, რამდენ სიმბოლოს ხვდებით ყოველ დღეს ? ვიცით კი,  ამ სიმბოლოების მნიშვნელობები? რას აღნიშნავს ნახევარმთვარე, სვასტიკა ან მალტური ჯვარი - ყველაფერს სტატიაში გაიგებთ.

ნახევარმთვარე

ნახევარმთვარის სიმბოლო მუსლიმანურ ქვეყნებშია გავრცელებული, თუმცა მისი წარმომავლობა არ უკავშრდება ილამს. სიმბოლოს იყენებდნენ ქრისტიანულ ხელოვნებაში მრავალი საუკუნის წინ. ის წარმოადგენს ერთ-ერთ ყველზე ძველ სიმბოლოს კაცობრიობის ისტორიაში. ის ჯერ კიდევ მესოპოტამიაში გვხვდება ქრისტეშობამდე 2100 წელს. ნახევარმთვარე წარმოადგენს მთვარეს და ასევე ვერცხლის სიმბოლოცაა.

      

მონიშვნა 

ეს სიმბოლო აღნიშნავს, რომ რაღაც სამუშაო სწორია და დასრულებული. არის მოსაზრება, რომ სიმბოლო დაკავშირებული რომის იმპერიასთან: იმ დროისთვის „V” მომდინარეობდა სიტყვიდან „veritas“ და აღნიშნავდა სიმართლეს.

 

Bluetooth

ეს სიმბოლო მომდინარეობს ძველი დანიიდან. უკავშირდება მმართველს ჰაროლდ ბლატანდს, რომელსაც უწოდებდნენ „ცისფერ კბილს“, რადგან მას ძალიან უყვარდა მოცვი და ნიშნავს ინფორმაციის გადაცემის ტექნილოგიას.

     

ჩართვა/გამორთვის ღილაკი

ამ სიმბოლოს წარმოშობა უკავშირდება ლოგოების დიზაინის  ევოლუციას. უმეტესობა ძველი სიმძლავრის მართვის პულტები შედგებოდა ორი გადამრთვლისგან „ჩართვა“ და „გამორთვა“. შემდეგ ისინი ჩაანაცვეს ციფრებით „1“ და „0“ და, როცა აუცილებელი გახდა შეექმენათ ერთი ღილაკი, ისინი უბრალოდ განათავსეს გვერდიგვერდ.

       

ხელმისაწვდომობის საერთაშორისო სიმბოლო

ადამიანის სქემატური სურათი, რომელზეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია გამოსახული ეტლით, ერთ-ერთი ყველზე ცნობილი სიმბოლოა მსოფლიოში. ის შექმენა დანიელმა სტუდენტმა,  სიუზან კოფოდმა 1968 წელს და გვხვდება იმ ადგილებში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გადაადგილება.

       

გასასვლელის სიმბოლო

კიდევ ერთი ცნობილი სიმბოლო - გასასვლელის ნიშანი, რომელიც გვამცნობს ყველაზე ახლოს მდებარე ავარიული გასასვლელისკენ. ის ასევე ცნობილია როგორც „მორბენალი ადამიანი“. ის შეიქმნა 1970-იან წლებში იაპონიაში, დიზაინერ იუკი ოტას მიერ და მსოფლიო მნიშვნელობის სიმბოლოდ 1985 წელს იქცა.

       

ნამგალი და ურო

ეს არის საბჭოთა კავშირის ყველაზე ცნობილი სიმბოლო. ნამგალი და ურო აღნიშნავს მუშათა და გლეხთა კავშირს: ურო- ტრადიციული სიმბოლოა პროლეტარიატის, ნამგალი კი გლეხების. ევროპული კულტურის სიმბოლოკაში კი ურო მამაკაცური სიძლიერის სიმბოლოა, ხოლო ნამგალი - სიკვდილის.

       

მალტური ჯვარი

ეს სიმბოლო უკავშირდება მალტის ორდენის რაინდებს. ჯვრის რა წვერო აღნიშნავს, რაინდულ კოდექსს: იცხოვრო სიმართლით, გქონდეს რწმენა, მოინანიე ცოდვები, დაამტკიცე მორჩილება,  გიყვარდეს სამართლიანობა, იყავი შემწყნარებელი, იყავი გულახდილი, მედგრად გადაიტანე გასაჭირი.