(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ დავტენოთ ტელეფონი სწორად?

სამწუხაროდ თანამედროვე ტექნოლოგიებსაც კი არ შეუძლიათ თქვენი სმარტფონისთვის დიდი ხნის განმავლობაში სიცოცხლის შენარჩუნება, თუ მალე არ დატენით. ამიტომ მნიშვნელოვანია მზრუნველობით მოვეპყრათ ჩვენს ტელეფონს და ვიცოდეთ, როგორ დავტენოთ სწორად აკუმულატორი.

 

დღეისათვის აკუმულატორის სამი სახეობა არსებობს:

  • ლითიუმ–იონური და ლითიუმ პოლიმერული

 თანამედროვე მოწყობილობებში ასეთი აკუმულატორები საკმაოდ გავრცელებულია, რაც მისი გამოყენების სიმარტივითა და ეფექტურობით აიხსნება. უნდა ვიცოდეთ, რომ ლითიუმის აკუმულატორის მქონე ტელეფონის ყიდვისას არ არის საჭირო მისი მაშინვე დატენვა. სჯობს დავიცადოთ, სანამ ბატარეა არ დაჯდება 10–12%–მდე და მხოლოდ შემდეგ შევაერთოთ დასატენად.

  • ნიკელი–მეტალოჰიდრიდი

ასეთი აკუმულატორები საკმაოდ იშვიათად გვხვდება, მაგრამ თუ მაინც გახდით სმარტფონის მფლობელი, რომელსაც ის აქვს, გაითვალისწინეთ, რომ ის ზრუნვას და მოვლას საჭიროებს. ექსპლოატაციისას უნდა გაითვალისწინოთ შემდეგ წესები:

  • არ უნდა გადახურდეს.

  • დიდ ხანს არ უნდა დატენოთ.

  • ძალიან არ უნდა დასვათ.

შეძენისას ასეთი აკუმულატორის მქონე სმარტფონი რამდენჯერმე დასვით და დატენეთ ბოლომდე. სანამ ინდიკატორი 100%–ს არ გაჩვენებთ, დატენვა არ შეწყვიტოთ.

როგორ დავტენოთ სწორად ტელეფონი მისი ექსპლოატაციის დროს?

პირველი დატენვა უკვე განახორციელეთ და ახლა უკვე აქტიურად იყენებთ სმარტფონს. რა წესები უნდა გაითვალისწინოთ ამ დროს? ამას ქვემოთ განვიხილავთ.

  • ეცადეთ ხშირად დატენოთ ტელეფონი. 60% მაჩვენებელზე უკვე შეგიძლიათ შეაერთოთ.

  • თვეში ერთხელ დასვით და დატენეთ 100%–ით.

  • შეეცადეთ არ გადახურდეს.

დენის პარამეტრები მობილურის აკუმულატორის დატენვისას

 

ნებისმიერი USB–კონექტორი გათლილია 5 ვოლტიანი დენის გადაცემაზე. ამიტომ ის თავისუფლად შეგიძლიათ შეაერთოთ ნებისმიერი ტიპის USB კაბელზე. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხია – დენის სიმძლავრე, რასაც დამტენი ბლოკი უზრუნველყოფს. ის ამპერებში იზომება და მასზეა დამოკიდებული დატენვის სიჩქარე. სტანდარტული დამტენი ბლოკები, როგორც წესი, მომართულია იმისკენ, რომ შექმნან აუცილებელი დენის სიმძლავრე, აკუმულატორის ეფექტური დატენვისთვის.

მითები ტელეფონის დატენვის შესახებ

მომხმარებლებს შორის არსებობს უამრავი მითი ტელეფონის დატენვის შესახებ, რაც ყოველთვის მართალი არ არის. მოდით განვიხილოთ.

  • აუცილებელია ნებისმიერი ბატარეაზე განვახორციელოთ დაჯენისა და დატენვის რამდენიმე ციკლი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თანამედროვე აკუმულატორებს არ სჭირდებათ ამ ციკლის განხორციელება.

  • არ შეიძლება სმარტფონი დიდ ხანს დავტოვოთ ქსელში ჩართული. ეს მითი მართალია ნაწილობრივ. სმარტფონების უმეტესობა აღჭურვილია სპეციალური კონტროლიოროით, რაც არ უშვებს გადატენვას, ამიტომ შეგიძლიათ ის დიდ ხანს დატოვოთ ჩართული. მაგრამ ზოგ მათგანს ეს ფუნქცია არ აქვს, ამიტომ სანამ ასე მოიქცევით, გაერკვიეთ ფუნქციონალში.

  • ზოგიერთი აპლიკაციის დაყენებას შეუძლია ბატარეის მუშაობის დროის გახანგრძლივება. სინამდვილეში არც ერთი აპლიკაცია ამას არ აკეთებს. მუშაობის დროის გახანგრძლივება შეგიძლიათ მხოლოდ სიკაშკაშის დაკლებით, მობილური ინტერნეტის გათიშვით, ენერგიის ეკონომიის რეჟიმის ჩართვით.

 შეიძინეთ დამტენი Deals.ge-ზე