(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავარჩიოთ სწორად გაზის გამათბობელი?

დღეისათვის მწამროებლები ბინების გასათბობად გამათბობლების უდიდეს ასორტიმენტს გვთავაზობენ, რომლებიც ეფექტურობით ცენტრალურ გათბობასაც კი არ ჩამოუვარდებიან. ესენია გაზის გამათბობლები ეფქტურობის მაღალი კოეფიციენტით და მშვენიერი იერსახით , რომლებიც შეიძლება დამონტაჟდეს როგორც დიდ, ისე პატარა ოთახებში.

ჩვენ გასწავლით თუ როგორ მოემზადოთ ზამთრისთვის და აირჩიოთ თქვენთვის ოპტიმალური გაზის გამათბობელი. 

 

გაზის კონვექტორი

ეს გამათბობელი ძალიან ჰგავს რადიატორს. სწორედ ამ მიზეზით მას ფანჯარასთან აყენებენ. თუმცა ეს სრულიადაც არ არის აუცილებელი. უფრო მნიშვნელოვანია ბინაში ისეთი ადგილი მოუძებნოთ, სადაც ადვილად მიიყვანთ გაზს და საიდანაც ადვილი გამოსაყვანი იქნება მილი, ნამწვის გასაწოვად.

კონსტრუქცია საკმაოდ მარტივია. ეს არის დიდი კორპუსი, რომელშიც ჩამონტაჟებულია წვის კამერა. მათ შორის დარჩენილ ადგილზე ხდება ჰაერის გათბობა, შემდეგ სითბოს ენერგიას ღუმელი მეტალის კორპუსის საშუალებით გადასცემს  გარემოს. ასეთი ღუმელები აღჭურვილია მართვისა და უსაფრთხოების ბლოკებით.

რაში მდგომარეობს მათი განსაკუთრებულობა?

  • პირველ რიგში კონვერტორი მუშაობს ავტომატურ რეჟიმში, ტემპერატურა შეიძლება შეიცვალოს 13-დან 38 გრადუსამდე. ამასთან მეტალის კორპუსის ტემპერატურა 60 გრადუსზე მეტს არ სცდება, ამიტომ არის ბავშვებისთვის უსაფრთხო.

  • მეორეც, მითითებული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ, გაზის მიწოდება მცირდება, რაც ძალიან ეკონომიურია.

  • მესამეც, თუ გაზის წნევა უცებ დაეცა, ან გაითიშა, მოწყობილობა ავტომატურად ითიშება.

სწორედ ამ ფაქტორებმა და მისაღებმა ფასმა მოწყობილობა ძალიან პოპულარული გახადა.

 

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გამათბობელის არჩევისას?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - სიმძლავრეა. ამასთან უნდა გაითვალისწინოთ გასათბობი ოთახის ან ბინის ფართობიც. სტანდარტულად 1KW ათბობს 1 კვ.მ-ს.

ითვალისწინებენ ჭერის სიმაღლესაც - ის არ უნდა აღემატებოდეს 3 მ-ს. სპეციალისტები გვირჩევენ ავირჩიოთ გამათბობელი დამატებითი დანაკარგების გათვალისწინებით, რაც გარდაუვალია ყველაზე თანამედროვე სახლებშიც კი.

ასეთი მიდგომა იმ შეთხვევაში ამართლებს, თუ გამათბობელი სითბოს ძირითადი წყარო იქნება თქვენს სახლში. თუ ის დამატებითი სითბოს წყაროსთვის უნდა გამოიყენოთ, უფრო ნაკლები სიმძლავრის აგრეგატი შეიძინეთ.

მეორე, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ ეს გათბობის სახეა და ორგვარი არსებობს - პირდაპირი და ირიბი.

  • პიველ შემთხვევაში გამათბობელი ჟანგბადს ოთახიდან იღებს. აქვე ტრიალებს ნამწვი. ასეთი გამათბობელის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ, რომ მას კარგი სავენტილაციო სისტემა ჰქონდეს.

  • მეორე შემთხვევაში ნამწვი გარეთ გადის, როგორც წესი ტრადიციული მილით. ასეთი გამათბებელისთვის კოაქსილის მილი ზედ გამოჭრილია. ის არა მხოლოდ ნამწვს გაიტანს, არამედ შიგნითაც შემოიტანს სუფთა ჰაერს.

ამ ყველაფერს იმასაც დავამატებთ, რომ მნიშვნელოვანია დამონტაჟებისა და აირთან მიერთების სიმარტივე და ექსპლოატაციის უსაფრთხოება. თავისთავად, თავად კონსტრუქციაც მყარი უნდა იყოს. ამიტომ გაზის გამათბობელის შერჩევის დროს, ყურადღება ყველა ნიუანსს მიაქციეთ.