(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

მოწყობილობები, რომელიც ცხოვრებას გაგიადვილებთ

კარგი გაჯეტი უამრავ პრობლემას წყვეტს, თუმცა პრობლემის მოგვარება ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებას არ გულისხმობს. არსებობს მოწყობილობები, რომელიც ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის. მაგალითად: ფიტნეს თრექერი ჯანმრთელობას უწყობს ხელს, სმარტფონი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში კომუნკაციისთვის გამოგადგებათ, დრონით კი არაჩვეულებრივ სურათებს გადაიღებთ.

ეს ყველაფერი, რა თმა უნდა, მშვენიერიცაა და აუცილებელიც, თუმცა არებობს ისეთი გაჯეტები, რომელიც ბევრს არაფერს ითხოვს ჩვენგან. სამაგიეროდ კი ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს.

მაშ ასე, ვიწყებთ!

The Amazon Echo

როგორც მოგეხსენებათ, The Amazon Echo კომპეტენტური ჟღერადობის ბლუთუზ სპიკერს წარმოადგენს. ის სახლის საქმეების მართვაში გვეხმარება. უბრალოდ დავუძახებთ Alexa-ს, "ამაზონის" ვირტუალურ ასისტენტს, და ირთვება Spotify სტრიმი, რომელიც იძახებს ტაქსის, უკვეთავს პიცას და ასრულებს სხვა ბრძანებებს. ის ყოველთვის გისმენს და გემსახურება სწრაფად და მარტივად.

პორტატული ელემენტი

როდესაც თქვენი სმარტფონის ელემენტი აგონიაშია, ხოლო თქვენ სახლში არ იმყოფებით და არც როზეტია ახლომახლო, თქვენ მოგევლინებათ "დაპირებული პრინცი" - ე.წ. პორტატული დამტენი. ის შეუნარჩუნებს პროდუქტიულობას თქვენს სმარტფონს, სანამ სახლში მიაღწევთ.

უსადენო დამტენი

საიდუმლო არ არის, რომ უსადენო დამტენები ნამდვილად უსადენოები არ გახლავთ. დასამუხტი მოწყობილობა თავისით ვერ გამოკვებავს საკუთარ თავს, ამისთვის საჭიროა რომ სადმე კედლის როზეტში შევაერთოთ. რაც შეეხება უშუალოდ ტელეფონის დამუხტვას, საჭირო არ არის USB მოწყობილობების გამოყენება. A wireless charger ამას უბრალოდ ახლო კონტაქტიტაც ახერხებს

მხოლოდ დარწმუნდით, რომ თქვენი სმარტფონი იყენებს იმავე უსადენო დასამუხტ სტანდარტს, რასაც დამტენი. მაგალითად, სმარტფონ Samsung Galaxy S8-ს შეესაბაება Anker PowerPort Qi.

Multitool

იმისთვის, რომ სამუშაო ხელსაწყოებით ჯიბეები არ დაიმძიმოთ, არსებობს მულტიხელსაწყო. ის რამდენიმე საქმეს ერთად აკეთებს და მას Leatherman Sidekick ჰქვია.

Kindle Paperwhite

ცხადია, არაფერი შეცვლილა, ნაბეჭდი წიგნი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე. თუმცა მისი მოცულობის, ზომისა და რაოდენობის გამო ის ზოგჯერ რობლემა სქმნის. სწორედ ამიტომ, არსებობს ქინდლი. Kindle Paperwhite ასობით წიგნს იტევს. მისი მაღალი ხარისხის დისპლეი ტექსტის ხილვადობას აადვილებს და თითქმის ისე, როგორც ნაბეჭდი წიგნის შემთხვევაში.