(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ აეროგრილი?

აეროგრილი კიდევ ერთი მოწყობილობაა იმ მრავალრიცხოვანთა შორის, რომლებმაც თანამედროვე სამზარეულოებში დაიდეს ადგილი. ეს არის სადილის სწრაფად, ადვილად და ჯანსაღად მომზადების კომფორტული გზა. აეროგრილის არჩევისას რამდენიმე კრიტერიუმს უნდა მივაქციოთ ყურადღება. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მისი მოცულობა.

მოცულობა
აეროგრილის მოცულობა დამოკიდებულია იმაზე თუ ჩვეულებრივ, რამდენი ადამიანისთვის ამზადებთ. თუ თქვენი ოჯახი მრავალრიცხოვანია შესაბამისად აეროგრილის მოცულობაც შეიძლება 15-18 ლიტრი იყოს, ხოლო თუ სადილად ბევრ ადამიანს არასდროს ელით 10-12 ლიტრიანი აეროგრილი სრულიად საკმარისი იქნება გემრიელი კერძების მოსამზადებლად.

სიმძლავრე
მოცულობის გარდა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მისი სიმძლავრე. მძლავრი აეროგრილი სწრაფად და ხარისხიანად შეწვავს და მოთუშავს ნებისმიერ პროდუქტს. როგორც წესი, საოჯახო აეროგრილების სიმძლავრე 1200-1500 ვატამდე მერყეობს, ძაბვა შესაბამისად 200-250 ვოლტის ფარგლებში და ეს მონაცემები სრულიად საკმარისია საოჯახო სამზარეულოსათვის. ასევე გასათვალიწინებელია მისი თერმოსტატის მაქსიმალური ტემპერატურა, რათა შეძლოთ ყველა სახის პროდუქტის ხარისხიანად მომზადება, ასეთი აეროგრილების თერმოსტატზე წვის პემპერატურა შეიძლება სულაც 20 გრადუსით იწყებოდეს, ბოსტენულის მოსათუშად, ან სულაც კერძის შესათბობად და 250 გრადუსს აღწევდეს, რათა ხორცი სრულყოფილად მოამზადოთ და ფუმფულა კექსებიც გამოაცხოთ. აეროგრილის არჩევისას ამ სამ მონაცემზე ყურადღება აუცილებლად გაამახვილეთ.

მომზადების რეჟიმები
აეროგრილს მზადების სხვდასახვა რეჟიმები გააჩნია-შეწვის, მოხარშვის, ორთქლზე მოთუშვის, ჩახრაკვის, ცხობის, მწვადის შეწვის და ა.შ ამ რეჟიმთა სპექტრი რაც უფრო ფართოა, მით უფრო მრავალფუნქციურია თქვენი აეროგრილი, თუმცა თუ ზუსტად იცით რომ ცხობას არ აპირებთ, მაშინ შეგიძლიათ აარჩიოთ ისეთი მონაცემებით, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია, მაგრამ თუ ექსპერიმენტის ჩატარებას მაინც გადაწყვეტთ, დამხმარე მუდამ ახლოს გექნებათ. აეროგრილი სხვადასხვა აქსესუარითაა აღჭურვილი, ეს არის სადგამი თაროები, მინის კონტეინერი, გამჭვირვალე სახურავი, მისი სადგამი, მეტალის ლანგარი, შამფურები, სახურავის დამჭერი და ა.შ. ყველა ეს აქსესუარი ერთადერთ მიზანს ემსახურება გახადოს სადილის მომზადება კომფორტული და სასიამოვნო პროცესი. მათ გამოყენებას თქვენ ძალიან ადვილად შეძლებთ.

აეროგრილის დიდი უპირატესობაა ისიც, რომ მას აქვს თვითწმენდის ფუნქცია. სარეცხი საშუალება, წყალი და ღილაკზე ხელის ერთი დაჭერა, აი, რა არის საჭირო მის გასასუფთავებლად. გარდა ამისა, იგი საკვებს ამზადებს ზედმეტი ცხიმის გარეშე, ჰალოგენური გათბობით და ინფრაწითელი ტალღებით უზრუნველყოფს ინტენსიურად ძლიერი სითბოს მიწოდებას თანაბრად, საკვების ყველა მხარეს და საკვებს სძენს არაჩვეულებრივ არომატს. აეროგრილის მოცულობის გათვალისწინებით შეგიძლიათ მოამზადოთ ორი კერძი ერთდროულად, მაღლა და დაბლა თაროებზე ეს დროსაც დაგიზოგავთ და ენერგიასაც. გამჭვირვალე სახურავის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ საკვების მომზადებასაც დააკვირდეთ.

 

შეარჩიე საუკეთესო ხარისხის აეროგრილი Deals.ge-ზე!