(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ზურგჩანთა სკოლისთვის, როცა 15 სექტემბერი ახლოვდება?

ზაფხული დამთავრდა. ამის შესახებ კალენდარმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე ოფიციალურად განაცხადა. ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროში სამზადისი დაიწყო.

სექტემბერი ყოველთვის სკოლასთან ასოცირდება. ჩვენი აზროვნება ბავშვობიდანვე შეეჩვია ამას, ახალ სასწავლო წელს, ახალ საგნებს, ახალ მასწავლებლებს, ახალ ტანსაცმელს და ა. შ.

                      

სკოლის ნივთების ყიდვა ერთი დიდი თავსატეხია. თავსატეხები კი ცხოვრებაში არ ილევა, თუმცა ამოუხსნელი არაფერია. მითუმეტესს, თუ ინტერნეტ მაღაზია Deals.ge-მ ახალი კატეგორია საბავშო ჩანთები დაამატა და ახლა ამ თემაზე რჩევის დაწერასაც აპირებს (აქ შეგვიძლია გავიღიმოთ).

მაშ ასე, სკოლის დაწყების დღე ახლოვდება. ზოგმა ვაშლებზე, ზოგმაც წიგნებზე, ჩვენ კი ჩანთებზე ვიფიქრებთ.

როგორი უნდა იყოს საბავშვო ზურგჩანთა? მხოლოდ ფერსა და „მინიონების“ გამოსახულებას არ აქვს მნიშვნელობა. ამაზე მნიშვნელოვანი ნიუანსებიც არსებობს, რადგან არასწორად შერჩეულმა ჩანთამ შესაძლოა, დამატებითი პრობლემები შექმნას. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩანთის დატვირთვასაც, თუმცა ეს უფრო განათლების სამინისტროს ზრუნვის საგანი უნდა იყოს და არა ჩვენი. ჩვენ, მხოლოდ, მოკრძალებულ რჩევებს მოგაწვდით.

                         

სწორად შეარჩიეთ ზომა!

გაითვალისწინეთ, რომ ზურგჩანთის სიგრძე უნდა იწყებოდეს მხრებიდან და მთავრდებოდეს ბავშვის წელამდე. ჩანთის სიგანე კი ბავშვის მხრების სიგანეს უნდა შეესაბამებოდეს. ასე დატვირთვის ცენტრი სწორად ნაწილდება მავშვის სხეულზე. განსხვავებული სიდიდის ჩანთამ შესაძლოა, ხერხემლის დეფორმაცია გამოიწვიოს. ასე რომ, დაივიწყეთ ნაცადი მეთოდი - „დიდი ჩანთა კარგია, გაიზრდება და კიდევ გამოადგება“.

თუკი ამ საკითხზე ძალიან შეშინებული ხართ და თქვენს ბავშვს ხერხემალზე პრობლემა აღენიშნება, არსებობს ორთოპედიული საზურგე. ის დატვირთვასაც ანაწილებს და სწორად სუნათქვასა და სიარულსაც უწყობს ხელს. თუმცა ეს საკითხი მაინც ექიმის კომპეტენციაა და მან უნდა გირჩიოთ.

                          

მასალა

ჩანთის მასალა შესაძლოა მკვრივიც იყოს და რბილიც, ტყავიც და სინთეთიკური ნაჭერიც. როგორც ამბობენ, თუ გსურთ, რომ ჩანთამ ერთ წელზე მეტი გაძლოს, მკვრივი სინთეთიკური ნაჭერი უნდა შეარჩიოთ. ყველამ ვიცით, რომ „მატყუარა ტყავი“  ადვილად ცვდება, ასევე ემართება ზამშის ნაჭერსაც.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი კი წყლის მიმართ რეზისტენტულობაა. თუ ამ მასალისგან შეკერილ ჩანთას შეიძენთ, წვიმიანი და ნალექიანი ამინდი წიგნების სიმშრალეს ვერაფერს დააკლებს.

                         

ღვედები

ღვედი უნდა იყოს ელასტიური და ამავე დროს, მყარი. მისი სასურველი სიგანეა 3-4 სმ, ხოლო სიგრძე, დაახლოებით, - 50 სმ. ღვედების უმრავლესობა რეგულირებადია. ზოგიერთ ჩანთას აქვს დამატებითი მკერდის სარტყელი, რაც სიმძიმის გადანაწილებას ხელს უწყობს და დატვირთვა მხოლოდ ზურგზე არ მოდის.

განყოფილება

ჩანთის მოცულობა და განყოფილება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. სასურველია, თუ წიგნებისა და ნოუთბუქისთვის ცალ-ცალკე განყოფილება იქნება. დამატებითი ჯიბე კი არასდროსაა ზედმეტი. ყურადღება მიაქციეთ ბოთლის ჯიბეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი ბავშვი სპორტითაა დაკავებული. ასეც რომ არ იყოს, ის ყველა შემთხვევაში მოსახერხებელია. ძირითადად, ბოთლის ჯიბე ჩანთის გარეთ, კიდეებზეა მოთავსებული.

                   

ძირი

როდესაც ჩანთას მყარი, პლასტმასის ძირი აქვს, ბევრ დადებით ფაქტს განსაზღვრავს. მაგალითად: ჩანთაში ნივთები ყოველთვის მყარადაა, მისი დგომაც მშვენიერია და რაც ყველაზე მთავარია, როდესაც შემთხვევით სადმე სველ ადგილას დავდებთ, წიგნებამდე სისველა არ აღწევს.

დიზაინი

დიზაინის მხრივ, დღეს ჩანთების მრავალფეროვანი არჩევანია - დაწყებული 3D ნამუშევრებითა და დამთავრებული ფილმის გმირების გამოსახულებით. თუმცა უნდა გახსოვდეთ, რომ ის, პირველ რიგში, მოსახერხებელი და კომფორტული უნდა იყოს.

                    

და ბოლოს, კიდევ ერთი რამ, რაც ყველაზე მთავარია, - ჩანთა თქვენს შვილსაც უნდა მოსწონდეს. თუმცა, თუ თქვენ მიერ არჩეული ჩანთა მის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებს, არ დაღონდეთ, დღეს უამრავი საშუალებაა, რითაც შეგვიძლია ბავშვი მოვხიბლოთ - ჩანთაზე დასაკრავი სტიკერები, საკიდები და ასე შემდეგ.

გადახედეთ სასკოლო ჩანთებს ჩვენთან! Deals.ge თქვენს შვილებთან სურვილების თანხვედრას გისურვებთ, მათ კი - სასიამოვნო და წარმატებულ სასკოლო წელს!