(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

რომელი წყლის გამაცხელებელი შევარჩიოთ?

როდესაც წყლის გამათბობელის დამონტაჟებას გადაწყვეტთ, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტოთ, რა ტიპის მოწყობილობა გსურთ - გაზის თუ ელექტრო? გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი მოწყობილობის არჩევის დროს უმნიშვნელოვანესია სწორი მონტაჟი. ასე რომ, ენდეთ მხოლოდ საქმის სპეციალისტებს.

როგორც გაზის, ისე ელექტრო გამათბობელის შემთხვევაში არსებობს ორი ტიპი - მოცულობითი და გამდინარე. პირველი ტიპის  შემთხვევაში, წყალი გროვდება ავზში და ნელ-ნელა თბება. ხოლო მეორე ტიპი გულისხმობს წყლის გათბობას გამათბობელის ჩართვისთანავე, რამდენიმე წუთში.

                       

თუ გარკვეული ხნით დაცდა თქვენთვის არაკომფორტულია, მაშინ მეორე ტიპის (გამდინარე) გამათბობელს გირჩევთ. ის საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ შხაპი ლოდინის გარეშე. გარდა ამისა, წყლის გამოყენების რაოდენობაც შეზღუდული არ გახლავთ.

გამდინარე გაზის გამათბობელი დღემდე საკმაოდ პოპულარულია. ხოლო მისი თანამოძმე ელექტრო გამათბობელი მოსახერხებელია მისი მცირე ზომის გამოც. თუმცა ამ ტიპის გამათბობელის მუშაობა დამოკიდებულია ელექტრო გაყვანილობაზე. აქედან გამომდინარე, მოცულობითი გამათბობელი უფრო მოსახერხებელი და საიმედოა, როგორც საკუთარი სახლის, ისე კორპუსის მაცხოვრებლებისთვის.

როგორ შევარჩიოთ გამათბობელი ბინისთვის? ამ შემთხვევაში, ყურადღება მიაქციეთ მოხმარებად სიმძლავრესა და ავზის მოცულობას.

                      

მოცულობა

ყველაზე გავრცელებული მოდელი 50-80 ლიტრი მოცულობისაა. ზუსტად ეს მოდელი იდიალურია ოჯახის 3-4 წევრისთვის. ხოლო თუ თქვენი ოჯახის წევრების რაოდენობა მეტია, მაშინ გირჩევთ, 100 და მეტი ლიტრი მოცულობის ავზი შეარჩიოთ.

თუკი ბოილერი მხოლოდ სამზარეულოსთვის გსურთ, მაშინ 5-15 ლიტრიც საკმარისი იქნება, დაჩაზე სამი ადამიანისთვის - 30 ლ, ხოლო ჯაკუზისთვის - 200 ლიტრი.

                                                                            

სიმძლავრე

გადაწყვიტეთ, შეიძინოთ გამდინარე გამათბობელი? მაშინ ყურადღება გაამახვილეთ წყლის გათბობის სიჩქარეზე. 3 კვტ სიმძლავრის მოწყობილობა 2 ლ/წთ წარმადობით საკმარისი იქნება სამზარეულოსთვის. ხოლო აბაზანისთვის იდიალურია 8 კილოვატიანი მოწყობილობა 4 ლ/წთ წარმადობით. (გაითვალისწინეთ, გაუძლებს თუ არა თქვენი ელექტრო გაყვანილობა ამ სიმძლავრეს)

მოცულობითი ბოილერის სიმძლავრე 0.9-დან 6 kW-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო სწრაფად ცხელდება წყალი. მაგალითად, 50 ლიტრიანი გამათბობელი, 1.5 კვტ სიმძლავრით, მაქსიმალურ ტემპერატურამდე (75° C) წყალს 60 წუთში ათბობს.

კორპუსის მასალა

გამათბობელის კორპუსის მასალა შეიძლება იყოს უჟანგავი ფოლადი ან მინანქარი.  პირველი ვარიანტი მეტად მტკიცე და ხანგძლივად გამოსაყენებელია, მინანქრის საფარით კი - უფრო ეკონომიური.

ელექტრო გამათბობელისთვის აუცილებელია მაგნიუმის ანოდი. ის იცავს კორპუსს კოროზიისგან და ამით ახანგძლივებს მისი მოხმარების დროს. მაგნიუმი, თავისი ქიმიური თვისებების გამო, აჭიანურებს დაჟანგვის პროცესს (თუნდაც გამათბობლის შიდა მხარეს), წყალთან კონტაქტის დროს.

                       

ზომები

თუ თქვენ დიდი ფართობის სახლი გაქვთ, მაშინ ნებისმიერი ზომის გამათბობელი გამოგადგებათ, თუნდაც ოთკუთხედი. ხოლო თუ სახლში მცირე თავისუფალი ადგილი გაქვთ, მაშინ მრგვალი გამათბობელია იდიალური.

რაც შეეხება მოცულობით გამათბობელს. არსებობს ორი ტიპის - ვერტიკალური და ჰორიზონტალური. პირველი წყალს შედარებით სწრაფად აცხელებს და ნაკლებ ენერგიასაც მოიხმარს, თუმცა ადგილი მეტი სჭირდება. შესაბამისად, ჰორიზონტალური გამათბობელი წყალს უფრო ნელა ათბობს, თუმცა ძალიან კარგად შეესაბამება მცირე ზომის სახლს.

ჩვენი რჩევები ამით ამოიწურა. ყურადღებით გაეცანით და შეარჩიეთ წყლის გამათბობელი ჩვენთან, შესაბამის კატეგორიებში: გაზის წყლის გამაცხელებელი და ელექტრო წყლის გამაცხელებელი

საუკეთესო სურვილებით!