(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ავირჩიოთ აკუსტიკური სისტემა

სანამ აკუსტიკურ სისტემას ავირჩევთ, პასუხი უნდა გავცეთ მარტივ შეკითხვას – რისთვის გვჭირდება? თუ ჩვეულებრივ დინამიკებს ეძებთ ნოუთბუქისთვის ან კომპიუტერისთვის, ამისთვის დიდ ხნიანი ფიქრი არ გჭირდებათ. ჩვეულებრივი იაფფასიანი დინამიკები სრულიად საკმარისია. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ გეიმერი, ან მელომანი ხართ, და გინდათ იდეალურთან მიახლოებული ხმა გქონდეთ, სასურველია უფრო ძვირიანი მოდელები განიხილოთ. კომპიუტერში, ან პლაზმურ ტელევიზორში ფილმების საყურებლად აკუსტიკური სისტემები დაგჭირდებათ, რომელიც შედგება სატელიტებისა და საბბუფერებისგან. ამ ყველაფერზე აღნიშნულ სტატიაში დეტალურად გიამბობთ.

 

სახეობები

დინამიკები არსებობს დასადგმელი, კედლის, ჩაშენებული და ჭერის. პირველი მათგანი დიდი ფართობის შენობისთვისაა განკუთვნილი. პატარა ფართობისთვის კი არ გამოგადგებათ, რადგან მხოლოდ ბასის ხმაურს გაიგონებთ. ასეთი აკუსტიკური სისტემა პროფესიონალებმა უნდა დაგიმონტაჟონ.

ჭერის და კედლის აკუსტიკური სისტემები პატარა ფართობის ბინაშიც გამოგადგებათ. მათ განსაკუთრებული დამაგრება სჭირდებათ. მათთვის კრონშტეინები უნდა შეიძინოთ.

დინამიკები, სატელიტები და საბბუფერები

სანამ კომპიუტერისა და ტელევიზორისთვის დინამიკებს შეიძენთ, უნდა გაერკვეთ მათ მრავალსახეობაში. არსებობს აქტიური და პასიური დინამიკები. აქტიური სახეობა ადვილად იმაართება და უფრო სუფთა ხმას გამოსცემს, რადგან აქვს საკუთარი გამაძლიერებელი. ის იდეალურია კომპიუტერისა და ნოუთბუქისთვის. სახლის კინოთეატრისთვის კი უფრო ხშირად პასიურ მოდელებს იყენებენ, რომლებსაც დამატებითი გამაძლიერებელი სჭირდებათ.

სატელიტი ეს არის 20 სმ–იანი სიმაღლის, საშუალო ზომის დინამიკი, რომელიც გამოსცემს მაღალ და საშუალო სიხშირეებს. მათ ხშირად ყიდულობენ ნოუთბუქისა და პირადი კომპიუტერისთვის, რადგან ადვილად თავსდება მაგიდაზე და კარგად გამოსცემენ ხმას. მათ კომპლექტში მოყვება საბბუფერი – დიდი დინამიკი დაბალი ხმების გამოსაცემად, რაც მაგიდის ქვეშ თავსდება.

 

აკუსტიკური სისტემების კონფიგურაცია

ხშირად მოდელის დასახელების გვერდით ვხედავთ ციფრებს. მაგალითად: 2.0, 4.1, ან 5.1. ეს მოცემულ აკუსტიკურ სისტემაში  დინამიკების რაოდენობაზე მიუთითებს. პირველი ციფრი აღნიშნავს სატელიტების რაოდენობას, მეორე – საბბუფერების. რაც უფრო დიდი ციფრებია, მით უკეთესია ხმა. მაგალითად 2.0 ჩვეულბრივი დინამიკებია კომპიუტერისთვის, რომელიც რთულ მელოდიაზე ვერ „გაქაჩავს“. 7.1 კი წარმოუდგენელი ხმის  შექმნა შეუძლია. 2.1 სისტემები ხარისხიანად გამოსცემენ სტერეო ხმას. 4.1. კომპიუტერული თამაშების ხმის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.

ტექნიკური მახასითებლები

აკუსტიკური სისტემის შეძენის დროს აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებზე:

1. სიმძლავრე რაც მეტია, მით უკეთესი. თუმცა საშუალო ზომის ოთახისთვის არ არის აუცილებელი ყველაზე ძვირი და ძლიერი აკუსტიკური სისტემა შეარჩიოთ. როგორც წესი საშუალო ბინის მფლობელებს ჰყოფნით 20–50 ვტ. სისტემები. იმისთვის, რომ დინამიკების ნამდვილი ხმა გაიგოთ, ჩართეთ და ნელ–ნელა მოუმატეთ ხმას. თუ ეს ხმა გაწყობთ, შეგიძლიათ იყიდოთ.

2. მასალა. იდეალურია – ხე. უფრო ხელმისაწვდომი და არც ისე ცუდი – MDF, DSP  და ბევრფენიანი ფანერი. ცუდია – პლასტმასი, რადგან ხმას აფუჭებს.

3. სიხშირეები. ადამიანის ყურს ესმის სიხშირეები 20 Hz–დან 20KHz–მდე. ამიტომ კარგი დინამიკების შემქმენელები ცდილობენ ყველა ეს სიხშირე მიანიჭონ თავის პროდუქტებს. თუმცა ყოველდღიური მოხმარებისთვის გამოგადგებათ სისტემა 40Hz–დან 18 KHz–მდე დიაპაზონითაც.

4. შეერთება. როგორც წესი, დინამიკები გამაძლიერებელს უერთდება ორი კაბელით. Bi-Wiring სისტემა კი ითვალისწინებთს 4 კაბელით შეერთებას, ორი დაბალი, და ორიც მაღალი სიხშირეების ფილტრაციისთვის. ამით ხმის ხარისხი უკეთესია.

5. მომართვა. ხარისხიანი აკუსტიკური სისტემის მართვა სურვილისამებრ შეგიძლიათ. საუკეთესოა თუ ამის გაკეთებას პულტით შეძლებთ.

6. კორპუსი. ყურადღება მიაქციეთ აწყობის ხარისხს. კარგ სისტემებს არ უნდა ჰქონდეთ ნაპრალები და სხვა გარეგნული ნაკლოვანებები, რაც ხმას გააფუჭებს.

აკუსტიკური სისტემის შერჩევისას მთავარია განსაზღვროთ, რისთვის გჭირდებათ ის. ამის შემდეგ ამა თუ იმ მოდელის სასარგებლოდ არჩევანის გაკეთება, ბევრად გაგიადვილდებათ. ჩამოყალიბდით, და შეიძინეთ აქ.