(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ გამოვიყენოთ საკერავი მანქანა?

დღეისათვის, როცა საკერავი მანქანების არჩევანი საკმაოდ დიდია, ნებისმიერ მსურველს შეუძლია აითვისოს კერვის ხელოვნება. და თუკი საკერავი მანქანის შეძენა პრობლემას არ წარმოადგენს, მისი გამოყენების სწავლაზე შესაძლოა საკმაოდ დიდი დრო და ენერგია დაგვეხარჯოს. ამ საქმეში ძალისხმევის ჩადება კი ნამდვილად ღირს, და ამას მაშინ მიხვდებით, როცა არა მხოლოდ თქვენი ტანსაცმლის შესწორებას, არამედ თქვენს მიერ შექმნილი ექსკლუზიური მოდელების ტარებას შეძლებთ.

მოცემულ სტატიაში ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად გაგიმარტივოთ კერვის ხელოვნების ათვისების პროცესი და გაგაცნოთ ყველა ეტაპის ძირითადი ნიუნასები: ძაფის მომართვიდან დაწყებული, კერვით დამთავრებული.

ჩავიხედოთ ინსტრუქციაში

დამოუკიდებლად იმისგან, თუ რომელ მანქანას შეიძენთ, მას აუცილებლად მოყვება ინსტრუქცია რამდენიმე ენაზე. გამყიდველთან დააზუსტეთ, მოყვება თუ არა მანქანას ინსტრუქცია თქვენთვის გასაგებ ენებზე. რა თქმა უნდა, თუ „ზინგერის“ და „პოდოლსკის“ რარიტეტულ მოდელებს შეიძენთ, მანქანის მართვის ნიუანსების შესწავლა ინსტრუქციის გარეშე, თავად მოგიწევთ. მაგრამ ძველი მოდელების უპირატესობა მათი სიმარტივე და დეტალების სანდოობაა და მათ მართვასაც კერვის ნებისმიერ სახელმძღვანელოში ისწავლით.

კერვის ინსტრუქციის გაცნობისას ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რისი გაკეთება არ შეიძლება მანქანასთან არავითარ შემთხვევაში: მაგალითად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ინსტრუმენტის მუშა მდგომარეობაში დატოვება.

თანამედროვე საკერავი მანქანის კერვის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია. ყველა დეტალი კონკრეტულ ადგილას არის განლაგებული და ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას.

მოვმართოთ

კერვის დაწყებამდე, აუცილებელია მანქანა სწორად მომართოთ. და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მანქანასთან გაქვთ საქმე: მინი თუ ხელის, ფეხის თუ ძველ ინსტრუმენტთან – შესაბამისი მომზადების გარეშე მას არავითარი სარგებელი არ მოაქვს. დავიწყოთ ზედა ძაფით, მომართვით, რაც აუცილებელია მკაცრად გაწერილი თანმიმდევრულობით გავაკეთოთ.

ავიღოთ ძაფის ბოლო, ჩავუშვათ მოწყობილობის უკანა მხარეს არსებულ მინიატურულ ფანჯარაში, რის შემდეგაც უნდა შევიდეთ რეგულატორში, გავიაროთ რამდენიმე თოკსამაგრი და მივიდეთ ნემსამდე. თანმიმდევრობა, რომელიც ძაფის დამაგრებისას უნდა დავიცვათ, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავარღვიოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაფი გადაიხლართება და კერვის პროცესიც შეფერხდება.

 

დაიხსომეთ, ყველა თანამედროვე მანქანის კორპუსს აქვს პირობითი ნიშნები და ისრები, რომელიც გეხმარებათ ორიენტირებაში.

ახლა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე – გადამცემი. (მოწყობილობა, რომელშიც იდება ნართი ძაფით). ყველა მოდელში ნართი იდება ისე, რომ ძაფი გამოდიოდეს საათის ისრის მიმართულებით. მუშაობის პროცესის გამარტივებისთვის მწარმოებლები ახლა უკვე გამზადებულ ნართებს უშვებენ, ზედ დახვეული ძაფით.

დავაყენოთ ნემსი:

დაინტერესდით, როგორ დააყენოთ ნემსი მანქანაში. შეიძინეთ სხვადასხვა ზომის ნემსების ნაკრები სპეციალურად საკერავი მანქანისთივს. მხოლოდ ერთი ნემსით თქვენ ვერ შეძლებთ სხვადასხვა სახის ქსოვილთან მუშაობას. კერვის სახელმძღვანელოში ამოიკთხავთ, რომელ მატერიას, რა ზომის ნემსი სჭირდება. დააყენეთ ნემსი საჭირო ადგილას და დაიხსომეთ, ეს როგორ გააკეთეთ. ნემსის არასწორად დაყენების შემთხვევაში, ის შეიძლება გამოვარდეს კერვის დროს, ან გახიოს ქსოვილი და ძაფი.

კერვის დაწყებამდე

განსაზღვრეთ და დაიმახსოვრეთ სად მდებარეობს ძაფების მომართვის რეგულატორები და ბორბალი, რომელიც ნაკერებს შორის ინტერვალს განსაზღვრავს. გაიგეთ, როგორი ტიპის ნაკერის გაკეთება შეუძლია თქვენს მანქანას. როგორ უნდა გადართოთ ერთი ტიპის ნაკერი, მეორეზე. მოთავსდით კომფორტულად და დააყენეთ ინსტრუმენტი ისე, რომ მოხერხებულად შეძლოთ კერვა. საკერავ მანქანასთან მუშაობის დღოს, ქსოვილი უჭირავთ მარცხენა ხელით. სახელურს კი მარჯვენათი ატრიალებენ. ფეხის საკერავის დროს, ორივე ხელი თავისუფალი გაქვთ და კარგად აკონტროლებთ კერვის პროცესს.

სანამ კერვას დაიწყებდეთ, მომართეთ ინსტურმენტი და გატესტეთ კერვის ხარისხი პატარა ზომის იმავე მატერიის ქსოვილზე.

მინი საკერავი მანქანის უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • მცირე რაოდენობის მექანიზმები
  • მოხმარების სიმარტივე
  • ნაკერის ინტერვალის განსაზღვრვის დამოუკიდებელი ფუნქცია.

კომპაქტურობა – მინი საკერავი მანქანის მთავარი უპირატესობაა. ის შეგიძლიათ სადაც წახვალთ იქ წაიღოთ, და ნებისმიერ მომენტში შეაკეთოთ თქვენი ტანსაცმელი, მისი გამოყენება ხომ უადვილესია. მარტივი ინსტრუქციით, ვდებთ მასში ძაფს და მაშინვე ვიწყებთ კერვას. მის შემთხვევაში არ არის საჭირო სხვადასხვა მექანიზმის მომართვა. გვიკავია მანქანა ხელში და ვმუშაობთ ისე, როგორც სტეპლერთან.

ჩვენი რჩევები კერვის პროცესს ეხებოდა იმისათვის კი, რომ შეიძინოთ საკერავი მანქანა გადადით ბმულზე