(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ გამწოვი?

ალბათ, ძალიან ხშირად გსმენიათ: "რა საჭიროა ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ორი თეფში ვერ უნდა გარეცხო კაცმა?!". რამდენიმე წლის წინ, ანალოგიურად ფიქრობდნენ ტანსაცმლის სარეცხსა და საშრობ მანქაზე. თუმცა, გავიდა დრო და მოხუციც და ახალგაზრდაც მიხვდა მის საჭიროებას. ასევე, ნელ-ნელა რწმუნდებიან იმაშიც, რომ ესა თუ ის ტექნიკა ფუფუნება კი არა, ნორმალური ცხოვრების დონისთვის მნიშვნელოვანი ატრიბუტია.

                 

ძალიან მოკლედ გეტყვით, რა საჭიროა გამწოვი: მისი არარსებობის შემთხვევაში, იმ ადამიანის ფილტვები და ორგანიზმი, რომელიც დროის ძირითად ნაწილს სამზარეულოში ატარებს და შემწვარი პროდუქტების კვამლს სუნთქავს მწეველის ორგანიზმს ემსგავსება. ხოლო თუ ის პლიუს მწეველიც გახლავთ, ორმაგად არასასიამოვნოდ ჰქონია საქმე, რადგან დაბინძურებული ჰაერი ადამიანის ჯანმრთელობის პირველი მტერია, რაც აისახება უმცირეს და ურთულეს ელემენტებზე - დაწყებული უგუნებობიდან, დამთავრებული საკვების მონელების სისტემის დარღვევამდე.

იმისთვის, რომ ჩვენი სამზარეულო ოთახები ნისლისა და კვამლის მანქანებად არ იქცეს, არსებობს ტექნიკა სახელად "გამწოვი". მნიშვნელობა არ აქვს, როგორი ტიპის, ფორმისა და დიზაინის იქნება, ყველა მაინც ერთ მიზანს ემსახურება - ოთახის ჰაერის გაწმენდას. თუმცა, განსხვავებული ტიპის გამწოვი განსხვავებულად ჩადის ამ კეთილშობილურ საქციელს. სწორედ ამიტომ, ჩვენ განვიხილავთ, რომელი ტიპის გამწოვი როგორ ასუფთავებს ოთახს და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი შერჩევის დროს.

           

ფორმის მიხედვით გამწოვები, ძირითადად, სამ ტიპად იყოფა: გუმბათოვანი, ტელესკოპური და ბრტყელი. მონტაჟით კი ზოგიერთი ჭერზე, ხოლო ზოგი კედელსა და სამზარეულოს კარადაში მონტაჟდება.

ტელესკოპური ტიპის გამწოვები, როგორც წესი, სამზარეულოს კარადაში ან კედელზე მონტაჟდება. ის ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელია. კარადაში დამონტაჟებული გამწოვის შემთხვევაში ხილვადობა მხოლოდ გამწოვის ქვედა ნაწილზე მოდის, რის გამოც, მსგავსი ტიპის გამწოვები საკმაოდ კარგად ჯდება სამზარეულოს ინტერიერში. მათ, ძირითადად, ალუმინის (ცხიმდამჭერი) ფილტრი აქვთ, ხოლო ზოგიერთს ნახშირის ფილტრის დამონტაჟების შესაძლებლობაც გააჩნია.

                          

ბრტყელი გამწოვები კედელზე იმკვიდრებს ადგილს. მათ აქვთ აკრილისა და ლითონის ფილტრები, ზოგჯერ - ალუმინის. ის მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სამზრეულოს ინტერიერი არც ისე გადატვირთული აქვს და თავისუფალი კედელიც მოეპოვება.

                         

გუმბათოვანი გამწოვები მრავალნაირია. ის შეიძლება, დამონტაჟდეს კუთხეში, სამზარეულოს ცენტრში ან სტანდარტულად, კარადებს შორის, გაზქურის თავზე. ზოგიერთი მათგანი მონტაჟდება ჭერზე (სამზარეულოს ცენტრის), უმრავლესობა კი - კედელზე. მათი კორპუსი ხშირად მთლიანად ლითონისგანაა დამზადებული. გვხვდება მინისა და ლითონის კომბინირებული ელემენტებიც. ზოგიერთი კი დამუშავებული ხის მასალისგან კეთდება.

                                

 

გუმბათოვან გამწოვებს აქვს ალუმინის ან ლითონის ფილტრი. გუმბთოვანი გამწოვი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია.

რეჟიმები

ყველაზე მნნიშვნელოვანი ნიუანსი გამწოვის რეჟიმებია, ანუ ის, რისი საშუალებითაც ჰაერის გაწმენდა ხდება. არსებობს ჰაერის წმენდის ორი რეჟიმი - რეცირკულაცია და გატანა.

პირველის შემთხვევაში, გამაწოვი შთანთქავს დაბინძურებულ ჰაერს, შემდეგ ჰაერი ფილტრის სასუალებით იწმინდება და ოთახში გასუთავებული ბრუნდება. ცირკულაციის რეჟიმის მქონდე გამწოვების დაკავშირება სავენტილაციო სისტემასთან საჭირო არ გახავთ.
გამწოვი, რომელსაც ჰაერი გააქვს, ძირითადად შენობის სავენტილაციო სისტემას უკავშირდება. თუმცა ზოგჯერ ცირკულაციის რეჟიმისგან განსხვავებით ის უკეთ ასუფთავებს ჰაერს, რადგან ხდება დაბინძურებული ჰაერის სრულად გატანა და მის ნაცვლად ოთახში სუფთა ჰაერი შემოდის.

გამწოვი, რომელსაც ორივე რეჟიმი აქვს ოპტიმალური ვარიანტია.

         

წარმადობა

წარმადობა გამწოვის პროდუქტიულობას განსაზღვრავს. მოწყობილობის შეძენის დროს უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ოთახის ფართობი და კონკრეტული მოდელის წარმადობა კუბურ მეტრში.

როგორ გამოვთვალოთ? ამისთვის დაგვჭირდება ელემენტარული არითმეტიკა და ფორმულა:
სამზარეულოს ფართობი x ჭერის სიმაღლეზე x 12 = სამართლიანობას, ანუ თქვენი ოთახისთვის შესაფერის მოწყობილობას.
მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითი: თუ ჭერის სიმაღლეა 3 მეტრი, ხოლო ოთახის ფართობი - 15 მ2, მაშინ თქვენ დაგჭირდებათ გამწოვი, რომლის მწარმოებლობა 570 მ3/სთ იქნება.

ფილტრი

გამწოვის ფილტრი შეიძლება იყოს აუმინის, ლითონის, ქაღალდისა და ნახშირის. ფილტრების ძირითადი კლასიფიკაცია ხდება მისი მისი გმოყენების მიხედვით. ფილტრის ორი ტიპი გვხვდება - მრავალჯერადი და ერთჯერადი. ერთჯერადი ფილტრია ქაღალდის, ხოლო მრავაჯერადი ლითონისა და ალუმინის. არსებობს აკრინის ფილტრი, რომლის გამოყენება რამდენჯერმე შეიძლება. რაც შეეხება ნახშირის ფილტრს, ის ერთჯერადად ითვლება, თუმცა მისი პროდუქტიულობა რამდენიმე თვეს ან თუნდაც ერთ წელს გრძელდება.
მართვის ტიპი.

         

მართვა

როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკის შემთხვევაში ხდება, გამწოვის მართვის სამი ტიპი არსებობს: მექანიკური, ელექტრონული, სენსორული.
მექანიკური მართვის სისტემა ყველაზე ტრადიციული და საიმედოა. მისი გადამრთველი მუშაობს მარტივად - მარჯვნივ/მარცხნივ გადაადგილებით
ელექტრონულ მართვას აქვს on-off ღილაკი, ხლო სენსორული ყველაზე თანამედროვე მოდელების შემთხვევასი გვხვდება.

ხმაურის დონე

გამწოვის ხმაური ამ ტექნიკის ერთ-ერთი დიდი მინუსია. საშუალო ხარისხის მოდელების ხმაურის დონე 50 db-ია, გხვდება მოდელები, რომლის ხმაური 70 დეციბელსაც აღწევს.
თუმცა დღეისათვის, ტექნიკის დახვეწის პირობებში თანამედროვე და უახლოეს მოდელების ხმაურის დონე 30-40 დეციბელამდე დავიდა.

         

განათება და სხვა

თითოეულ მოდელს აქვს განათება, რაც ძალიან გვეხმარები კერძის მომზადების დროს. განათება ძირითადად სამართავ პანელზეა მოთავსებული. ის რამდენიმე სახისაა: ჰალოგენური, შუქდიოდური და ვოლფრამის ნათურით.

გამწოვის შეძენის დროს სხვა დამატებით მახასიათებლებსაც განვიხილავთ. მაგალითად ზოგიერთ მოდელს აქვს სინატლის რეგულირების შესაძლებლობა. ჩვენ ვირჩევთ სასურველი სინათლის ნაკადს კონკრეტულად რომელიმე წერთილში ან მთლიანად გაზქურის ზედაპირზე.

ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციაა ტაიმერი. თუ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი დრო, რომ ოთახის ბოლომდე გაწმენდას დაველოდოთ, მივუთითებთ სასურველ დროს და გამწოვიც ავტომატურად გაითიშება. ტაიმერთან ერთად ძალიან კომფორტული ატრიბუტია დისტანციური პულტი და ასევე, დისპლეი.

ფილტრზე ზემოთაც ვისაუბრეთ, თუმცა დასასრულისთვისაც აღვნიშნოთ. ზოგიერთი ფილტრი ირეცხება ჭურჭლის სარეცხ მანანაში, რაც დამატებითი კომფორტია ჩვენთვის. გარდა ამისა ზოგიერთ მოდელს აქვს ნახშირის ფლტრის დამონტაჟების შესაძლებლობა.

                           

არ დაგავიწყდეთ: თუ თქვენ შეიძენთ გამწოვს, ის იზრუნებს თქვენი ოთახის ჰაერის სისუფთავეზე და რადგან ამ სამყაროში ყველაფერი ორმხრივია, თქვენც უნდა იზრუნოთ მასზე, - ყურადღება მიაქციეთ ფილტრის სისუფთავესა და დაბნძურებას. ერთჯერადი ფილტრები აუცილებლად გამოცვალეთ, მრავალჯერადი კი მითითების მიხედვით, დროულად გაასუფთავეთ. ხოლო თუ შეიძენთ ისეთ მოდელს, რომელსაც ფილტრის დაბინძურების ინდიკაცია აქვს, მაშინ გამწოვი ყველაფერს თავად შეგახსენებთ.

გემშვიდობებით მომავალ, კეთილ რჩევამდე! კარგი და ხრისხიანი მოწყობილობა სად უნდა შეიძინოთ, უკვე იცით - ჩვენთან გამწოვების კატეგორიაში.

Deals.ge სასიამოვნო შენაძენს გიურვებთ!