(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ პროექტორის ეკრანი?

გიყვართ დიდ ეკრანზე ფილმების ნახვა და ხშირად ვერ დადიხართ კინოთეატრებში? იქნებ, ღია ცის ქვეშ გამართული ჩვენებები გხიბლავთ? განსაკუთრებით - ბუნებაში, მზიან ამინდში, თქვენს ეზოებსა და ბაღებში. ან იქნებ, ისეთი სამუშაო გაქვთ, მუდმივად პრეზენტაციების გამართვა რომ გიწევთ? ამასთანავე, გაქვთ პროექტორი, ოღონდ არ გაქვთ ეკრანი და არ იცით, როგორ უნდა აარჩიოთ. თუ ეს კითხვები თქვენთვის რელევანტურია, მაშინ სტატია ყურადღებით წაიკითხეთ.

          

როგორ შევარჩიოთ პროექტორის ეკრანი?

არსებობს ეკრანის ორი ტიპი - სტაციონარული და პორტატული. წესი მარტივია, რაც უფრო ხშირად ეხებით ეკრანს მით უფრო ზიანდება მისი ხარისხი.

პორტატული

ამ ტიპის ეკრანი მოსახერხებელია, როცა არ გაქვთ მუდმივად შესანახი სივრცე. ასე რომ, დაახვევთ და შეინახავთ ნებისმიერ ადგილას, ხოლო პრეზენტაციის ან ფილმის ჩვენების დროს, ჩამოშლით. პორტატული ეკრანი მოსახერხებელია კედელზე დასაკიდად და წინააღმდეგობაში არ მოდის ინტერიერთან. მისი გადაადგილებაც მარტივია. თუ ჩვენების გამართვა სხვადასხვა ადგილას გიწევთ, ჩამოსაშლელი ეკრანის ტრანსპორტირება მეტად უსაფრთხო და მოსახერხებელია, ვიდრე სტაციონარულის.

თუმცა მას ერთი ნაკლიც აქვს, - როცა ხშირად შლი და ახვევ, ზედაპირი ტალღოვანი ხდება.

         

სტაციონაურილი

სტაციონარული ეკრანი საკმაოდ გამძლეა. მას აქვს სპეციალური ჩარჩო და მუდმივად სჭირდება სივრცე ოთახში. ერთი მხრივ, ეს არც ისე ხელსაყრელია, თუ გარემო ხელს არ გიწყობთ. გარდა ამისა, მისი გადაადგილებაც რთულია. თანაც, მუდმივად ოთახში გაშლილი ეკრანი დაზიანებისგან ბოლომდე დაცული არ არის.

ჩამოსაშელი ეკრანი ინახება სპეციალურ მილში. გაითვალისწინეთ, რომ მათი ზომები უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს. დასადგმელ ეკრანს კი აქვს სიმაღლეში რეგულირებადი ფეხები.

როგორც ვხედავთ, ორივე ტიპს თავისი უპირატესობები და ხარვეზები აქვს. ასე რომ, აირჩიეთ იმის მიხედვით, რაც თქვენთვისაა მნიშვნელოვანი და გაითვალისწინეთ, ხარისხს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

         

ზომა და ფორმატი

ზომა, ძირითადად, დამოკიდებულია პროექტორზე, თუმცა არსებობს ზოგადი წესები:

  1. მანძილი პირველ მაყურებელსა და ეკრანს შორის უნდა იყოს სამი ეკრანის სიმაღლის
  2. მანძილი ბოლო მაყურებელსა და ეკრანს შორის უნდა იყოს 6 ეკრანის სიმაღლის
  3. მანძილი იატაკსა და ეკრანს შორის უნდა იყოს 1,2 მეტრი

ეს მახასიათებლები შეესაბამება სტაციონარულ ეკრანს. ხოლო თუ გსურთ, აირჩიოთ პორტატული ეკრანი, მისი ზომა ხელსაყრელი უნდა იყოს ტრანსოპრტირებისთვის.

რაც შეეხება ეკრანის ფორმატს, ოფისში გასამართი პრეზენტაციისთვის ფორმატი უნდა იყოს 3:4, ხოლო სახლის კინო-ჩვენებებისთვის ხელსაყრელია ფორმატი 16:9. არსებობს მოდელები, რომელთა ფორმატის რეგულირებაც შესაძლებელია, თუმცა ეს არც ისე იაფი ღირს. ალტერნატივის სახით, შეგიძლიათ, შეიძინოთ ჩამოსაშლელი ეკრანი და დააყენოთ შესაბამის ზომაზე.

         

ზედაპირი

ზედაპირი ორი ტიპისაა:

1) მქრქალი

2) პრიალა

პირველი გამოიყენება ოფისებში, რადგან მშვიდად შეგიძლიათ ფოტოების დემონსტრიება მზიან ოთახებშიც. ასეთი ტილოსთვის უკეთესია, იყიდო უფრო ძლიერი გადამყვანი მოწყობილობა, რათა გამოსახულება არ გაუფერულდეს.

პრიალა ზედაპირს შეუძლია, გაჩუქოს უფრო მკვეთრი და კონტრასტული სურათი. ის მგრძნობიარეა სინათლის მიმართ, სიკაშკაშემ შესაძლოა გამოსახულების ხარისხი გააფუჭოს. პრიალა ზედაპირი უფრო სახლის პირობებს ერგება.

         

რა არის ექსტრადროპი?

ეს არის შავი კანტი თეთრ ტილოზე, რომელიც სინათლეს ასტაბილურებს. მისი დახმარებით, განაპირა კადრები ხდება უფრო მკვეთრი, ხოლო მთლიანად სურათი - უფრო კონტრასტული. შავი კანტი არ ირეკლავს სინათლეს და ბევრად უფრო მოსახერხებელია. ამიტომ, კანტიანი მოდელის არჩევა უკეთესია.

გაითვალისწინეთ, მხოლოდ კარგი ხარისხის პროექტორის ყიდვა არ ნიშნავს მაღალი ხარისხის გამოსახულებას. ყურადღება მიაქციეთ ეკრანსაც. შერჩევა კი შეგიძლიათ აქ, პროექტორის ეკრანების კატეგორიაში. 

წარმატებულ პრეზენტაციებსა და სასიამოვნო კინოჩვენებებს გისურვებთ!