(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ აუზი?

ყველაზე გრილი და საზაფხულო რჩევა

ზაფხულში სიცხესა და ჩახუთულ ჰაერს ჩვენი ენერგიის დიდი ნაწილი მიაქვს. წყალი ამ დროს ერთ-ერთი შეუცვლელი მესიაა, შაბათ-კვირას ქალაქ-გარეთ გასვლა კი - უმნიშვნელოვანესი საკრარული აქტი.   

განსაკუთრებით წმინდაა ჩვენი აგარაკები, თუ, რა თქმა უნდა, გვაქვს. ხოლო თუ სახლებთან ახლოს მდინარეც მიედინება, მაშინ კიდევ უფრო გაგვიმართლა. თუმცა რა ვქნათ ჩვენ, ვის აგარაკებზეც მდინარე არ არის, ან პატარა ბავშვები გვყავს და მათი უმეთვალყურეოდ საბანაოდ გაშვების გვეშინია, ან ჩვენს საკუთარ ეზოში გვინდა ბანაობა და გარუჯვა, ან სულაც აგარაკები არ გვაქვს და ქალაქში ვიხუთებით?!

         

ამ და სხვა შემთხვევაში შეგვიძლია, შევიძინოთ აუზი. თუმცა არა ის აუზი, ლოს-ანჯელესურ, ჰოლივუდურ ფილმებში რომ ვხედავთ, არამედ - გასაბერი ან კარკასული, ერთი სიტყვით - ადვილად დასამონტაჟებელი. მთავარია, გვქონდეს ეზო, პატარა სივრცით და „Georgian Water and Power“ იყოს კეთილგანწყობილი წყლის მიწოდების მხრივ.

რა ტიპის აუზები არსებობს? - გასაბერი, კარკასული და სტაციონარული. ჩვენ პირველ ორ ტიპზე გიამბობთ.

გასაბერი აუზი

მსგავსი ტიპის აუზი პირობითად ქვეკატეგორიებად შეგვიძლია, დავყოთ: ზრდასრულთათვის და საბავშვო. განსხვავება, ძირითადად, ზომებსა და გამოსახულებებშია.

გასაბერი აუზები, როგორც წესი, საკმაოდ მარტივად მონტაჟება. გაბერვას რამდენიმე წუთი სჭირდება, ასევე მარტივია წყლით შევსების პროცესი. თუმცა, რაც უფრო დიდი ზომისაა აუზი, მეტი დრო სჭირდება გაბერვასა და წყლით შევსებას. არც მისი მოვლა წარმოადგენს დიდ პრობლემას. ხშირად აუზებს მოყვება ფილტრი, რაც მას დაბინძურებისგან იცავს.

                 

გასაბერი აუზის მთავარი უპირატესობები:

  • მარტივი მონტაჟი
  • მობილობა - მარტივად წასაღები
  • კომპაქტური - დაკეცილი აუზი იკავებს ძალიან მცირე ადგილს
  • დამონტაჟება ნებისმიერ ზედაპირზე (ბუნებრივია, სწორი ზედაპირი იგულისხმება)
  • ხელმისაწვდომი ფასი - გასაბერი აუზი, სხვა აუზებთან შედარებით, ძალიან იაფია

გასათვალისწინეთ: მას კარგი მოვლა სჭირდება და შესაძლოა, გაკაწვრის შემთხვევაში ჩაიფუშოს.

საბავშვო აუზი

ბაზარზე საბავშვო აუზების საკმაოდ დიდი არჩევანია. გასათვალისწინებელია მხოლოდ ასაკი, შესაბამისად - მოცულობა, სიმაღლე და დაიმეტრი. თუ თქვენი პატარა 1-3 წლამდეა, აუზის სასურველი მოცულობა 50 ლიტრამდე იქნება, ხოლო სიმაღლე - 20-25 სმ.

იმ შემთხვევაში, თუ აუზს მოზარდებისთის ვარჩევთ და მათი ასაკი 3 წლის ზევითაა, შესაბამისად, გაიზრდება მონაცემებიც. ასეთ დროს აუზის მოცულობა 700 ლიტრამდე, სიმაღლე კი 40 სმ-მდე აღწევს.

გარდა ამისა, საბავშვო აუზების არჩევის დროს დიდ ყურადღებას აქცევენ მის გამოსახულებას. არჩევანი ამ მხრივაც დიდია. საბაშვო აუზის კედლებზე ხშირად ანიმაციური ფილმის თუ კომიქსების გმირები გვხვდება, ანუ ის, რაც ბავშვებს ხიბლავთ.

         

         

თქვენ შეგიძლიათ, პატარებისთვის ქოლგიანი და გადახურული აუზებიც შეარჩიოთ, რაც მათ მზის სხივებს აარიდებს. ხოლო თუ მოუსვენარი პატარები გყავთ და ერთ ადგილზე ყოფნა ხშირად ბეზრდებათ, აირჩიეთ ე. წ. მინი აკვაპარკი. ის არა მხოლო გააგრილებს, გაართობს კიდეც მათ.

არსებობს გასაბერი აუზები 6000 ლიტრი მოცულობითაც. მისი კედლების საფარი, ძირითადად, ვინილია, მთლიანი მასალა - pvc. კომპლექტაციაში ზოგჯერ ტუმბო, დასაფენი, გადასაფარებელი და ფილტრიც მოყვება.

რჩევა: იმისათვის რომ ბანაობა უსაფრთხო იყოს, აუცილებლად შეიძინეთ ფილტრი და ხშირად გამოცვალეთ მისი კარტრიჯი.

კარკასული აუზი

კარკასული აუზი გასაბერი აუზისგან განსხვავებით მეტად მყარია. ეს არის ასაწყობი სტრუქტურა სხვადასხვა ფორმითა და ზომით. მას არ სჭირდება ყოველ ჯერზე გაბერვა და დამონტაჟება. კარკასული აუზები არსებობს როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. დამონტაჟებას დაახლოებით 1 საათი სჭირდება. ეს დამოკიდებულია ზომაზე. მოცულობით მსგავსი ტიპის აუზები საკმაოდ დიდია, ზოგჯერ 30 000 ლიტრსაც აჭარბებს.

         

კარკასის აწყობა მარტივია. მთავარია, სწორად მიჰყვეთ ინსტრუქციას. როგორც წესი, კარკასის მასალა ლითონია, რომელსაც აქვს დამცავი საფარი.

კარკასული აუზები იყოფა რამდენიმე ტიპად - სეზონური და ყინვაგამძლე. სეზონური აუზი საჭიროებს ყოველ წელს მონტაჟს - უნდა აიწყოს გაზაფხულზე და დაიშალოს შემოდგომას. ყინვაგამძლე აუზის კარკასი, კედლები და იატაკი კი უძლებს ცივ ტემპერატურას და მას შენახვა არ სჭირდება. სეზონურ აუზებს აქვს კიბე, ფილტრი და წყლის მიღება/გაშვების საქშენები.

         

შეჯამება:

გასაბერი და კარკასული აუზები იდიალური გამოსავალია სიცხეში. თუ მყარ და დიდი ზომის აუზს ეძებთ და ამის მატერიალური შესაძლებლობაც გაქვთ, მაშინ არჩევანის გაკეთება კარკასულ აუზზე სჯობს. ის არა მხოლოდ ერთ სეზონზე მოგემსახურებათ, არამედ რამდენიმე წელსაც გიერთქულებთ.

იმ შემთხვევაში კი, თუ სიცხისგან მარტივი და იაფი გამოსავალი გჭირდებათ, შეარჩიეთ გასაბერი აუზი, რომელსაც უპრობლემოდ გაბერავთ, ჩაფუშავთ და ნებისმიერ ადგილას წაიღებთ.

მსგავსი აუზების შეძენა შესაძლებელია ჩვენთან, აუზების კატეგორიაში!

შეარჩიეთ სასურველი აუზი, დაისვენეთ, გაგრილდით და გაირუჯეთ! Deals.ge გრილ და სასიამოვნო ზაფხულს გისურვებთ!