(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ვენტილატორი?

როცა ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს და გადააჭარბებს, ორგანიზმს სიცხესთან გამკლავების უნარი ერთვება. თუმცა ეს იმუნიტეტი პირობითია და, ძირითადად, ცივი წყლის მიღებასა და გადავლებაზე გადის. იმის გამო, რომ ღამით ცივ აბაზანაში არ დავიძინოთ და ფილტვების ანთება არ ავიკიდოთ, საჭიროა, საშველად ტექნიკის ღმერთს მივმართოთ. ტექნიკის ღმერთი კი გაგვახსენებს, რომ მას უამრავი შვილი ჰყავს წარმოგზავნილი ბაზარზე გასაყიდად.

მათგან ყველაზე მოთხოვნადი კონდიციონერია. მნიშვნელოვანი მოვლენაა ჰაერის დამატენიანებელიც, თუმცა ყველაზე ასაკიანი და ამ საქმეში გამოცდილი ვენტილატორი გახლავთ.

         

ვენტილატორს გამოცდილებასთან ერთად სხვა დადებითი თვისებებიც გააჩნია. კონდიციონერთან შედარებით, ის ძალიან იაფია და ენერგიის დაზოგვაზეც აქვს პრეტენზია. გარდა ამისა, შესაძლებელია გადაადგილება ერთი ოთახიდან მეორეში, მესამედან პირველში და ა. შ. თუმცა მისი მთავარი ღირსება მაინც ფასი გახლავთ.

ასე რომ, მოდით, გადავავლოთ თვალი, როგორი ტიპის ვენტილატორი არსებობს, რა მახასიათებლები აქვს და როგორია მისი დიზაინი.

ვენტილატორი ორი სახისაა - ფრთებით და მის გარეშე. ხოლო ზომის მხრივ, შესაძლოა, რამდენიმე კატეგორაში მოვათავსოთ:

  • ჭერის
  • იატაკის
  • მაგიდაზე დასადგმელი

         

ჭერის ვენტილატორი, უფრო ხშირად, ძველ შენობებში გვხვდება, თუმცა, მისი კომფორტულობის გამო, სახლის თანამედროვე ინტერიერშიც რთავენ. ის ძალიან კარგია ადგილის დასაზოგად. როცა პატარა სივრცე გაქვს, ჭერის ვენტილატორი ფეხებში არ მოგებლანდება. მისი და ადმიანების ბუნებიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, შესაბამისად, ჩვენ იატაკზე დავაბიჯებთ, ის კი ზემოდან გვინიავებს ჰაერს. გარდა ამისა, მას საკმაოდ ფრთები აქვს, რისი დახმარებითაც ადვილად უმკლავდება სითბოს.

მაგიდაზე დასადგმელი ვენტილატორიც არაჩვეულებრივი არჩევანია ადგილის დაზოგვის მიზნით. ის კომპაქტურია და მცირე მოცულობის გახლავთ. მას ძირითადად პატარა ოთახებისთვის არჩევენ, თანაც გადასაადგილებლად მოსახერხებელია. მისი როტაციის კუთხე, ძირითადად, 90 გრადუსია.

                

იატაკის ვენტილატორს საკმაოდ დიდი ზომის ფრთები აქვს, რაც სითბოს ნაკადს სწრაფად გარდაქმნის ცივ ჰაერად. მას, როგორც წესი, მაღალი ფეხი აქვს, თუმცა თავისუფლად შეიძლება მისი რეგულირება და სასურველ სიმაღლეზე დაყენება. ასევე, მას აქვს როტაციის ფუნქცია 90 გრადუსით და ოთახს სხვადასხვა მიმართულებით აგრილებს.

სიმძლავრე

ყურადღება გაამახვილეთ ვენტილატორის სიმძლავრეზე. აქ მარტივი წესი მოქმედებს - რაც მეტია სიმძლავრე, მით მეტია მისი პროდუქტიულობა. ძირითადად, მაჩვენებელი 50-100 ვატს შორის მერყეობს. გხვდება 30 ან უფრო დაბალვატიანიც, თუმცა საშუალო მონაცემი მაინც 50 W-ია.

           

ხმაურის დონე

ვენტილატორის ხმაური ერთ-ერთი თავისტკივილია. ხშირად ამ მოწყობილობაზე უარს სწორედ მის გამო ამბობენ. თუმცა არსებობს მოდელები, რომელსაც შედარებით დაბალი ხმაურის დონე აქვს. მისი არჩევის დროს, მიაქციეთ ყურადღება, რომ ხმაურის დონე არ აღემატებოდეს 40 dB-ს, ხოლო თუ საბავშვო ოთახისთვის გინდათ, - 25-30-ს.

სიჩქარის რეგულირება

თითქმის ყველა მოდელს აქვს სიჩქარის რამდენიმე რეჟიმი. გავრცელებულია სამსიჩაქრიანი ვენტილატორებ - ეკო, ბუნებრივი, სწრაფი. თქვენ შეგიძლიათ, სასურველ რეჟიმზე დააყენოთ მოწყობილობა. ამ მხრივ, დიდ რჩევას არ საჭიროებს.

ცხუარა

ყველა ვენტილატორის ფრთები დაფარულია სპეციალური ცხაურით. ზოგიერთ მოდელს კი ორმაგი ცხაურა აქვს. ის არა მხოლოდ მოწყობილობისთვისაა, არამედ თქვენთი უსაფრთხოებისთვის. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სახლში ბავშვები გყავთ.

                   

ფრთები

ფრთების რაოდენობა სიმძლავრესთან ერთად ხშირად პროდუქტიულობის განსაზღვრელია. ეცადეთ, რომ არ შეარჩიოთ მოდელი, რომელსაც სამ ფრთაზე ნაკლები ექნება.

დამატებითი მახასიათებლები

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ვენტილატორი აღჭურვილია სხვა დამატებითი ფუნქციებით, რაც საშუალებას გაძლევთ უფრო კომფორტულად გამოიყენოთ მოწყობილობა. მაგალითად:

სიგრილეს + კომფორტი = დისტანციურ მოწყობილობას. ასე რომ, თუ თქვენ გსურთ, შეიქმნათ ცოტაოდენი კომფორტი გრილ გარემოში, შეარჩიეთ მოდელი დისტანციურ პულტთან ერთად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ის კომპლექტაციაში არ მოყვება და დამატებით ყიდვა მოგიწევთ.

LED განათება - მისი საშუალებით თქვენ დაარეგულირებთ განათებას ღამის რეჟიმში

ტაიმერი -ერთ-ერთი საჭირო ფუნქცია, განსაკუთრებით ღამით. თუ თქვენ არ გსურთ, ჩართულ ვენტილატორში მთელი ღამით იძინოთ და მის გარეშე ჩაძინებაც გიჭირთ, აირჩევთ სასურელ დროის მონაკვეთს და პრობლემასაც მარტივად მოაგვარებთ.

            

სენსორი - ენერგიის დაზოგვის არაჩვეულებრივი ხერხი. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, მისი დახმარებით ვენტილატორი იმუშავებს მხოლოდ მაშინ, როცა ოთახში იქნებით და როგორც კი ოთახს დატოვებთ, გაითიშება.

დისპლეი და სამართვაი პანელი ვენტილატორს ხდის უფრო მოსახერხებელს. გარდა ამისა, ის ვიზუალურად უფრო მომხიბვლელია და ვენტილატორს „სერიოზულ“ იერს მატებს.

იონიზაცია - ეს ფუქნცია დროგამოშვებით ჰაერის იონიზირებას ახდენს. ზოგიერთ მოდელს კი ჰაერის დატენიანების შესაძლებლობაც აქვს.

ჩვენი რჩევა აქ შეყწდა, რადგან ამ მოწყობილობაზე სათქმელი ბევრი არაფერი გვაქვს. ფერის არჩევა თქვენთვის მოგვინდვია, ცხაურაში რომ თითი არ უნდა შეყოთ, ეს უჩვენოდაც მშვენვრად მოგეხსენებათ.

Deals.ge სასიამოვნო შენაძენსა და დასვენების დღეებს გისურვებთ! მოწყობილობებს კი თვალი გადაავლეთ აქ,  ვენტილატორების კატეგორიაში.