(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ჰაერის გამწმენდი?

ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ის, რასაც ვსუნთქავთ. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, ჩვენი არსებობის დიდ ნაწილს საკვების, თამბაქოსა და სხვადასხვა საღებავების სუნი შეადგენს. ჰაერი ძალიან ხშირად განსაზღვრავს ადამიანის ჯამრთელობას, იმუნიტეტსა და სილამაზე. შეაბამისად, ჰაერის სიმშრალე ჯანმრთელობის პრობლემებს წარმოქმნის. „გვალვა“ ხშირად ბრონქიტისა და ასთმის საუკეთესო მეგობრად გადაიქცევა ხოლმე და კანის ნაადრევ დაბერებასაც უწყობს ხელს. ექიმები თვლიან, რომ ტენიანობის მაჩვენებელი 40-60 %-ს შორის უნდა მერყეობდეს.

          

ოთახებსა და დახურულ შენობებში გამჯდარი სუნი, ჩვენი ფილტვებისკენ თამამად მიიკვლევს გზას და ადგილსაც მყარად იმკვიდრებს. სწორედ ამის აღმოსაფხვრელად შექმნეს პატარა, უპრეტენზიო ნივთი - ჰაერის გამწმენდი. ის არა მხოლოდ ასუფთავებს ოთახს ბლანტი, დაგუბებული ჰაერისგან, არამედ ატენიანებს და სასიამოვნო არომატსაც აფრქვევს. შესაბამისად, თამბაქოს, საკვებისა და სხვა უსიამოვნო სუნის ჩანაცვლება თავისუფლად შეგვიძლია იმ არომატით, რაც გვსიამოვნებს. მაგალითად, თუ ჩვენ ძალიან გვიყვარს ფორთოხალი, შეგვიძლია ფორთოხლად გადავიქცეთ (პირობითად), ანუ შევიძინოთ ციტრუსის არომატიზატორი ჰაერის გამწმენდისთვის.

მაშ ასე, რა ტიპის ჰაერის გამწენდი არსებობს?

  • ორთქლის
  • ულტრაბგერითი
  • ვენტილირებადი
  • იონიზაციის

          

ვენტილირებადი ჰაერის გამწმენდები საკმაოდ პოპულარულია. ის არა მხოლოდ წმენდს და ატენიანებს ოთახს, არამედ აქვს სიჩქარის რეგულატორი. რის საშუალებითაც, სურვილისამებრ, მოუმატებთ ან შეანელებთ სიჩქარეს.

დღეს ბევრი მოდელი მუშაობს იონიზაციის პრინციპზე. ისინი არა მხოლოს წმენდენ, არამედ მტვრის ნაწილაკებსა და ბაქტერიის მიკრობებსაც ანადგურებენ.

ჰაერის დამატენიანებლის შერჩევის დროს:

ა. გაითვალისწინეთ, რამდენად ემთხვევა თქვენი ოთახის ფართი კონკრეტული მოდელის რეკომენდირებულ ფართს.

ბ. თუ თქვენ გსურთ არა მხოლოდ ჰაერის გაწმენდა, არამედ არომატიზირება, მაშინ მიაქციეთ ყურადღება, აქვს თუ არა შერჩეულ მოდელს არომატის ფუნქცია.

გ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ავტომატურ გამორთვასა და ტაიმერს. იმის გამო, რომ მოწყობილობამ მთელი ღამის განმავლობაში შეუსვენებლად არ იმუშაოს, შეიძინეთ მოწყობილობა ავტომატური გამორთვისა და ტაიმერის ფუნქციით. თუმცა, გარკვეულ მოდელებს აქვს ღამის რეჟიმი, რაც დამატებით ძალისხმევასა და ზრუნვას გამორიცხავს.

                  

დ. წყლის ავზში მაჩვენებლის კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია. ამიტომ შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომელსაც აქვს წყლის დონის ინდიკაცია და წყლის გარეშე ჩართვისგან ბლოკირების ფუნქცია.

ე. გარდა ამ მახასიათებლებისა, სასურველია ჰაერის გამწმენდს ჰქონდეს 360°-ით ბრუნვის ფუნქცია

როგორ გამოვიყენოთ ჰაერის გამწმენდი?

მოწყობილობის შეძენისთანავე გაეცანით სამომხმარებლო სახელმძვანელოს!

არ გამოვიყენოთ ჰაერის გამწმენდი იმ ოთახში, სადაც არის სწრაფად აალებადი ნივთიერებები!

არ დაბლოკოთ შემომავალი ჰაერის ნაკადი!

არ დატოვოთ ბავშვები მოწყობილობასთან სათანადო ზედამხედველობის გარეშე!

ჩართეთ მოწყობილობა მხოლოდ მაშინ, როდესაც გამართულია და მზად არის სამუშაოდ!

დაზიანების შემთხვევაში, შეაკეთებინეთ მხოლოდ კვალიფიციურ პირს!

არ ჩართოთ მოწყობილობა წყალთან ახლოს, თუ მას სამომხმარებლო სახელმძღვანელოში შესაბამისი პუნქტი არ აქვს!

არ შეეხოთ ჰაერის გამწმენდს სველი ხელით!

                 

როდესაც მოწყობილობა გამართულია შესაბამისი წესების დაცვით და მზადაა სამუშაოდ, გაითვალისწინეთ შემდეგი:

1. ნივთის ჩართვამდე, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

2. ტემპერატურის მაჩვენებელი დააყენეთ 5-დან 30 გრადუსმადე 80 % ტენიანობით.

3. მოწყობილობა დადგით მშრალ ადგილას ჰორიზონტალურ მდგომარეობაში

4. შეინარჩუნეთ დისტანცია გამათბობელსა და ჰაერის გამწმენდს შორის

5. თუ ონკანის წყალი ხისტია და შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, გამოიყენეთ გაფილტრული წყალი

6. წყლის ტემპერატურა უნდა იყოს არაუმეტეს 40 გრადუსისა

7. არ დაგავიწყდეთ, მუდმივად აკონტროლეთ წყლის დონე. წყლის ნაკლებობამ შესაძლოა, მოწყობილობა დააზიანოს (დღეისათვის უმრავლეს მოდელებს აქვს წყლის დონის ინდიკაცია)

8. როდესაც ჩართავთ ჰაერის დამატენიანებელს, სასურველი შედეგის მისაღწევად დაელოდეთ 15-20 წუთი

9. არ დაამატოთ ეთერზეთები პირდაპირ წყლის ავზში. ზოგიერთ მოდელს აქვს სპეციალური სივრცე არომატისთვის

10. ყოველ 2 კვირაში გაასუფთავეთ წყლის ავზი, ხოლო ყოველ 2 თვეში - დამატენიანებელი დისკები

11. თუ ჰაერის გამწმენდი დიდი ხნის განმავლობაში არ გამოგიყენებიათ, არ დაგავიწყდეთ, რომ მთლიანად გაცალოთ და გაამშრალოთ წყლის ავზი.

12. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვასთან ერთად მშრალ და უსაფრთხო ადგილას.

         

ისეთი ტექნიკა, როგორიც ჰაერის გამწმენდია, არასდროსაა ზედმეტი სახლში, ოფისსა თუ სასწავლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, მისი მნიშვნელობა არ იცვლება სეზონის მიხედვით - ჰაერს დატენინაება სჭირდება როგორც ცხელ ამინდებში, ისე სიცივეში, განსაკუთერებით მაშინ, როცა ზამთარში ფანჯრებს საგულდაგულოდ ვკეტავთ და ოთახის განიავებას, მეტნაკლებად, ვერიდებით. 

ასე რომ, ყურადღებით გაეცანით ჩვენს რჩევას და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ჰაერის გამწმენდი ჩვენთან, Deals.ge-ზე!