(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

ტელეფონის საიდუმლო შესაძლებლობები და რჩევა - „თუ ტელეფონი დასველდა“

თუ ტელეფონი დასველდა

ვის არ დასველებია ტელეფონი?! ალბათ, ასეთი ადამიანი იშვიათობაა. წყალი ყველგანაა, ბოლოს და ბოლოს დედამიწაზე H2O ბევრად აჭარბებს ხმელეთის მასას. შესაბამისად, სმარტფონების დასველების რისკიც დიდია. არ ვამბობ, მაინცდამაინც წყნარ ოკეანეში ჩავარდება თქვენი ტელეფონი-მეთქი. შესაძლოა, ეს მოხდეს წვიმის გუბეში, წყლიან ჭიქაში, ნიჟარაში, აკვარიუმში და უნიტაზშიც კი. დამეთანხმებით, ეს უკანასკნელი ორმაგად უსიამოვნოა.

         

სმარტფონის მწარმოებლები ცდილობენ, მონაცემების დახვეწასთან ერთად, წყალგაუმტარი მოწყობილობებიც შექმნან. ჯერ-ჯერობით ეს პრობლემა სრულად მოგვარებული არ გახლავთ. არის მოდელები, რომლებსაც გარკვეულ დონეზე შეუძლიათ, წყლის მიმართ მდგრადობა შეინარჩუნონ, თუმცა მნიშვნელობა აქვს წყლის სიღრმეს, დროს - რამდენ ხანს გაჩერდება წყალში და კიდევ ბევრს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ კრიტიკულ სიტუაციაში, რომ არ დავიბნეთ და დაბნეულობისგან მეორე სმარტფონიც (თუ, რა თქმა უნდა, მოგვეპოვება) ზედ არ მივაყოლოთ.

         

პირველ რიგში, მთავარია სიმშვიდე. ფრჩხილები არ მოიკვნიტოთ და ნერვიულობისგან ინფარქტი არ მიიღოთ, ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ უბრალოდ ტელეფონია, ანუ რობოტი, ანუ ჩვენი ტექნოლოგიური მეგობარი, ჩვენი მესაიდუმლე, ჩვენი იმედი (ხშირ შემთხვევაში) და ჩვენი სიხარულისა თუ მარტოობის გამზიარებელი. უი, უბრალოდ სმარტფონიც არ გამოდის, ანუ სანერვიულო ნამდვილად გვქონია. ასე რომ, ვისაც სმენა აქვს, დაე, ისმინოს!

თავდაპირველად, სწრაფად ამოიღეთ ტელეფონი წყლიდან და აუცილებლად გამორთეთ. თუ ქეისი მჭიდროა, შესაძლოა, გაგიმართლოთ და წყალმა სიღრმეებში არ შეაღწიოს. ყველამ, იცის რომ ელემენტი ელექტროენერგიის კონდუქტორია, ამიტომ სასწრაფოდ მოხსენით ის (სამწუხაროდ უახლესი სმარტფონის მფლობელები ცოტა გაწვალდებით). შემდეგ ამოიღეთ სიმ-ბარათი, მეხსიერების ბარათიც და ყველა პერიფერიული მოწყობილობა.

         

შემდეგი საფეხურია ტელეფონის გაშრობა.

  1. საუკეთესო შემთხვევაში გაამშრალეთ აბსორბენტული ნაჭრით, ის ყველაზე კარგად იწოვს ნივთიერებას. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ალკოჰოლიც გამოგადგებათ, რადგან ის განდევნის წყალს.
  2. გამოიყენეთ მტვერსასრუტი. ის აღმოფხვრის ტენიანობას. თუმცა, სიფრთხილე გამოიჩინეთ, რომ ტელეფონის ყველა დეტალი იყოს მჭიდროდ და არ შეისრუტოს მტვერსასრუტმა.

გაფრთხილდით: გასაშრობად არ გამოიყენოთ თმის ფენი! მართალია, ის აშრობს კორპუსს, მაგრამ სითხეს სიღრმეებში ფანტავს.

  1. ჩადეთ ტელეფონი ბრინჯში და გააჩერეთ ერთი დღე-ღამე. დიახ, არ მოგესმათ, ბრინჯის მარცვლებს ვგულისხმობ. ის ძალიან კარგად შთანთქავს ტენიანობას და მოწყობილობასაც გააშრობს.

ამის შემდეგ უკვე შეგიძლიათ, ჩადოთ ელემენტი, ჩართოთ და შეამოწმოთ ტელეფონი.

მობილური ტელეფონის საიდუმლო

თქვენს მობილურ ტელეფონს აქვს ისეთი თვისებები, რომლის შესახებაც შესაძლოა, არ იცოდეთ. მაგალითად:

ა. თქვენ შეგიძლიათ, გამორთული ტელეფონიდან საგანგებო სიტუაციის დროს დარეკოთ 112-ში.

ბ. დავუშვათ, თქვენს მანქანას დისტანციური გასაღები აქვს, ხოლო ის მანქანაში დაგრჩათ და კარი ჩაიკეტა. როგორ უნდა მოიქცეთ?

თუ სათადარიგო გასაღები მოგეპოვებათ და ის ჯიბეში გიდევთ, მაშინ პრობელამა მოგვარებულია. თუ სათადარიგო გასაღები მოგეპოვებათ, მაგრამ არა ჯიბეში, არამედ სახლში გაქვთ შენახული, დაურეკეთ მობილური ტელეფონით ვინმეს, ვინც სახლშია, დაიჭირეთ ტელეფონი მანქანის კარიდან 30 სმ დისტანციით და მაშინ, როცა თქვენი დამხმარე დააჭერს კარის გახსნის ღილაკს, თქვენი მანქანაც გაიხსნება.

ეს არის დროის დაზოგვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და მოქმედებს მაშინაც, თუკი სახლისგან ასობით კილომეტრით დაშორებული ხართ.

         

გ. თქვენი ტელეფონი რომ მოპარვისგაან დაიცვათ, საკმაოდ რთულია. თუმცა, შესაძლებელია, მოპარული ტელეფონი გამოყენებისგან დაიცვათ. ამისათვის აკრიფეთ * # 0 6 # და ამოიწერეთ 15 ნიშნა კოდი, რასაც ტელეფონი დაგიწერთ. ეს არის უნიკალური ნომერი კონკრეტული ტელეფონისთვის. შეინახეთ ეს კოდი სადმე უსაფრთხო ადგილას (არა ტელეფონში). თუ თქვენი ტელეფონი დაიკარგება, დაურეკეთ თქვენი ქსელის ოპერატორს და შეატყობინეთ ნომერი. ოპერატორი დაბლოკავს ტელეფონს. დაბლოკვა შესაძლებელია მაშინაც კი, როცა სიმ-ბარათი ამოღებულია მოწყობილობიდან. დიდი ალბათობით, თქვენ ტელეფონი უკან არ დაგიბრუნდებათ, თუმცა ის კი გეცოდინებათ, რომ პირი, რომელმაც ის მოიპარა, ვერ ისარგებლებს მოწყობილობით. ანუ, გულზე მაინც მოგეშვებათ.

გარდა ამისა iPhone-ის მფლობელებისთვის არაჩვეულებრივი აპლიკაცია Find My iPhone.

სათადარიგო ელემენტის საიდუმლო

         

არ ვიცი, რამდენად გამოგადგებათ Deals.ge-ს მოწოდებული ინფორმაციები, თუმცა ვფიქრობ, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა, ოდესღაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს. ჩვენ კი მოხარული ვიქნებით, თუ მართლაც ასე იქნება.

კეთილი სურვილებით და დასასრულისკენ გადახედეთ სმარტფონებს  ჩვენს საიტზე!