(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ ვიზრუნოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე?

ამ სტატიამდე ჩვენ გირჩევდით, როგორ შეგერჩიათ ესა თუ ის ტექნიკა. ახლა, დადგა დრო, მათ მოვლაზე ვიზრუნოთ. ბუნებრივია, ტექნიკაზე ზრუნვაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი შეძენა. თანაც, ტექნიკასაც თავისი რესურსი აქვს, რომლის „სიცოცხლის ხანგძლივობას“ ხელშეწყობა სჭირდება.

         

არის წესები, რომელიც თითქმის ყველა ტექნიკას აერთიანებს და მათი გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მაგალითად:

  1. ყოველთვის ყურადღებით წაიკითხეთ სამომხმარებლო ინსტრუქცია. ის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი მეზობლის აზრი, რომელსაც, პირობითად, უკვე 3 წელია, რაც ორთქლსახარში მანქანა აქვს. სამომხმარებლო სახელმძღვანელო ყველა კითხვაზე გაგცემთ პასუხს, თუ, რა თქმა უნდა, ეგზისტენციური კრიზისი არ გაწუხებთ.
  2. არ გამოიყენოთ ელექტროქსელის ფილტრები! მან შესაძლოა, სამუშაო პროცესის შეფერხება ან მოწყობილობის გათიშვაც გამოიწვიოს.
  3. გამოიყენეთ ორიგინალი სათადარიგო ნაწილები! სხვა, დიდი ალბათობით, დააზიანებს თქვენს ტექნიკას.
  4. რეგულარულად გაასუფთავეთ თქვენი მოწყობილობა, ინსტრუქციის შესაბამისად! გამოიყენეთ საწმენდი საშუალებები, რეკომენდირებული მწარმოებლის მიერ.
  5. დაზიანების შემთხვევაში მიმართეთ მწარმოებლის სერვისს (შესაძლოა, ინფორმაცია მოიპოვოთ ოფიციალურ საიტზე)! სხვა სერვისის მომსახურება შესაძლოა დამატებით ხარჯად დაგიჯდეთ.

ახლა კი კონკრეტული მოდელები განვიხილოთ.

                                                                          სარეცხი მანქანა

         

ნებისმიერ ახალ ნივთს, შვილივით უნდა მოექცეთ, ოღონდ არა ისე, ქართველ მშობლებს რომ გვჩვევია და გამუდმებით თავს დავტრიალებთ. არა, - ზომიერი ყურადღება და არავითარი ძალდატანება! მაგალითად, ნუ მიაწოდებთ იმაზე მეტ სარეცხს, ვიდრე მისი დატევა შეუძლია. არ მიაწვეთ კარს, როცა ტანსაცმელი არ ეტევა, ამოაკელით რამე და ცალკე გარეცხეთ. ხშირად არ ცვალოთ სარეცხი ფხვნილი! არ გამოიყენოთ ხელის დასაბანი თხევადი საპონი. არ გარეცხოთ ნეილონის წინდები სპეციალური ბადეს გარეშე. შესაძლოა მოწყობილობაში გაიჭედოს და ისე დაზიანდეს სარეცხი მანქანა, ვერც მიხვდეთ, რა დაემართა. ამისთვის იყიდება სპეციალური ბადე, სადაც მოათავსებთ წინდებს და სხვა მცირე თეთრეულს.

და ბოლოს, ყურადღება მიაქციეთ, მონტაჟს.

                                                            ჭურჭლის სარეცხი მანქანა

                                    

გამოყნებეთ ის სარეცხი საშუალება, რაც რეკომენდირებულია შესაბამისი მწარმოებლის მიერ!

ჭურჭლის ჩალაგებამდე, გაწმინდეთ თეფშები დიდი ზომის საკვების ნარჩენებისგან!

ზოგიერთ მოდელს არ აქვს ქვაბებისა და ტაფების რეცხვის შესაძლებლობა. ასე რომ, ყურადღებით გაეცანით მის მახასიათებლებს.

                                                                            მაცივარი

                          

 

დამონტაჟების დროს, გაითვალისწინეთ მანძილი კარადებსა და გამათბობელთან! მშრალი გაყინვის შემთხვევაში დისტანცია მაცივარსა და კარადებს (ან გამათბობელს) შორის უნდა იყოს მინიმუმ 15-20 სმ. ვინაიდან მშრალი ყინვის დროს მაცივარი სითბოს გამოყოფს და კედლები ცხელდება. რაც შეეხება ნახევრად მშრალ ან წვეთოვანი ტიპის მაცივარს, მანძილი უნდა შენარჩუნდეს 5-10 სანტიმეტრამდე.

გარდა ამისა, ხშირად ნუ გააღებთ მაცივრის კარს და, მითუმეტეს, არ დატოვოთ ღია!

ასევე, არ დააყენოთ მაქსიმალურად დაბალი ტემპერატურა!

                                                                       ყავის აპარატი

                         

გამოიყენეთ შესაბამისი ყავა - მარცვალი, დაფქვილი, კაფსულები. იზრუნეთ რეგულარულ გასუფთავებაზე. პერიოდულად გარეცხეთ წყლით. გაცალეთ ლანგარი ყავის ნარჩენებისგან. გამოიყენეთ ის საწმენდი საშუალება, რასაც მწარმოებელი უწევს რეკომენდაციას. სხვამ შესაძლოა, აპარატის დაზიანება გამოიწვიოს.

                                                                              მტვერსასრუტი

         

თუ რეგულრულად იყენებთ მოწყობილობას, ცვალეთ ფილტრი დროულად. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მტვერსასრუტის ზოგიერთ მოდელს შეუძლიათ მუშოაბა ტომრის გარეშე. ტომრის გარეშე მტვერი არ ჩერდება  ყუთში (კანისტრაში)  და ხვდება ძრავაში, რაც აზიანებს მას.

კარგად მოათავსეთ  ტომარა მტვერსასრუტზე, ყველა დეტალი შეამოწმეთ, რათა მტვერი ძრავის ფილტრში არ შევიდეს.

უთო

გამოიყენეთ ადუღებული წყალი

ნადები - უთოს დაზიანების პირველი მიზეზი

ბლენდერი

არ გამოიყენოთ ბლენდერში მაგარი ან გაყინული პროდუქტი, თუ მას ინსტრუქციაში არ უწერია შესაბამისი ფუნქცია. ამან შესაძლოა, საჭრელი პირების დაბლაგვება გამოიწვიოს. ის კი არარესტავრირებადია.

არ გადატვირთოთ აპარატი. თუ თქვენ მისი გამოყენება დროში ხანგძლივად გიწევთ, მიაქციეთ ყურადღება, რამდენია მისი უწყვეტი მუშაობის დრო და, შესაბამისად, ცოტა ხნით დაასვენეთ.

რა თქმა უნდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა ამით არ შემოიფარგლება, ხოლო რჩევები მის მოვლაზე ისეთივე ამოუწურავია, როგორც მზის ენერგია, ანუ ოდესღაც ამოიწურება (smile). ჩვენი რჩევა აქ ამოიწურა. გემშვიდობებით და გაუფრთხილდით საკუთრებას - თქვენს ტექნიკას!