(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ორთქლსახარში?

ორთქლსახარში საკმაოდ პოპულარული სამზარეულოს ტექნიკაა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოში საკვების წარმოებამ მოიმატა და შესაბამისად, წონასთან დაკავშირებული პრობლემებიც გაჩნდა, მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა.

ეს არის პროდუქტის მომზადების ჯანსაღი მეთოდი და ასევე, მას ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს. ორთქლზე მომზადებული საკვები ჯანმრთელობისთვისაც კარგია და დიეტურიც გახლავთ, რადგან არ შეიცავს ცხიმს და არის ძალიან მსუბუქი.

გურმანების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ორთქლსახარშით მომზადებული საკვები, მისი სირბილის გამო, ნაკლებად გემრიელია. თუმცა, თუ მას პერმამენტულად გამოიყენებთ, ჯანმრთელობას საგრძნობლად გაიუმჯობესებთ და წონაშიც დაიკლებთ. ასე რომ, ცდუნება საკმაოდ დიდია.

გარდა ამისა, მისი მოხმარება საკმაოდ მარტივია, - უბრალოდ მოათავსებთ მასში პროდუქტს, დააჭერთ ჩართვის ღილაკს და დაელოდებით. უფრო დაწვრილებით კი ქვემოთ მოგახსენებთ.

რა მნიშვნელოვანი ნიუანსები უნდა გავითვალისწინოთ ორთქლსახარშის შერჩევის დროს?

მართვა:

ძირითადად, ორი სახის ორთქლსახარში არსებობს - მექანიკური და ელექტრონული

მექანიკური - საკმაოდ კარგი არჩევანია. რთავთ მბრუნავი გადამრთველით და აყენებთ ტაიმერს. ეს მოსახერხებელიცაა და მარტივიც.

ელექტრონული - ამ ტიპის ორთქლსახარშებს, როგორც წესი, აქვს სამართავი პანელი და ფუნქცების ფართო არჩევანი. თქვენ, უბრალოდ, უნდა აირჩიოთ, რომელი რეჟიმით გსურთ მოხარშვა. ასევე მისი სირბილის გამო სითბოს შენარჩუნების ფუნქციაც აქვს.

მოცულობა:

მისი მოცულობა, უმეტესად, 1,5 ლიტრიდან 3,5-მდე მერყეობს. არჩევანი დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბრინჯის თასის ტევადობას. სხვადასხვა მოდელებში მისი მოცულობა 0,7 ლიტრიდან 2 ლიტრამდეა. სხვათაშორის, „ბრინჯის თასი“ უბრალოდ  დასახელებაა და მასში ნებისმიერი ფაფის მოხარშვაა შესაძლებელი.

ფორმა:

ძალიან მოსახერხებელია, როდესაც იარუსების დიამეტრი ერთნაირია. თქვენ შეგიძლიათ, ისინი გადაანაცვლოთ, თუ, მაგალითად, ქვემო იარუსზე პროდუქტი უფრო სწრაფად მზადდება, ვიდრე ზემოთ.

პლატა:

როცა ის მცირე ზომისაა, ხშირად გიწევთ ორთქლსახარშში დაგროვილი სითხის გაცლა. თუკი ამას არ გააკეთებთ, პლატა გადაიტვირთება და სითხე გამათბობელ ელემენტში შეაღწევს. სასურველია მისი ზომა მინიმუმ 1,5 სანტიმეტრი იყოს. 2 და 2,5 სმ კი ბევრად უკეთესია.

შენიშვნა: სასურველია, თუ პლატას სახელური ექნება. ასე მარტივად შეძლებთ კონდენსატის გაცლას.

სიმძლავრე:

მისი გათვალისწინება აუცილებელია ორთქლსახარშის შეძენის დროს. სიმძლავრის დიაპაზონი 600-2000 ვატამდე მერყეობს. რეალურად, რაც უფრო მაღალი სიმძლავრისაა, მით სწრაფად მზადდება პროდუქტიც. თუმცა, სიჩქარე მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული, არამედ - დიზაინსა და მოცულობაზეც.

წყლის მნიშვნელობა:

ორთქლსახარშმა რომ გამართულად იმუშაოს, მნიშვნელოვანია, გამათბობელი ელემენტი წყლით დაიფაროს. თუ წყალი არასაკმარისი იქნება,

მოწყობილობა გამორთვება. გარკვეულ მოდელებს, აქვს სპეციალური ხვრელი, რომლის საშუალებით შესაძლებელია წყლის დამატება ხარშვის დროს.
 ეს ძალიან მოსახერხებელია.

ყურადღება მიაქციეთ, რომ თქვენთვის სასურველ მოდელს ჰქონდეს წყლის დონის ინდიკატორი. ამ შემთხვევაში თქვენ მუდმივად გააკონტროლებთ რამდენია წყალი და სჭრიდება თუ არა დამატება.

იარუსების რაოდენობა:

მოდელების უმრავლესობას, ძირითადად, 2 ან 3 იარუსი აქვს, ზოგიერთს - მხოლოდ ერთი. გაითვალისწინეთ, რაც მეტია იარუსი, მით მეტი მოცულობისაა ის. მითუმეტეს, თუ მრავალრიცხოვანი ოჯახი გყავთ, ერთდროულად სხვადასხვა პროდუქტის მომზადებას შეძლებთ.

დღევანდელი რჩევა ამით ამოიწურა. არ დაგავიწყდეთ, ჯანმრთელობასა და გარეგნობაზე ზრუნვის გზა მიღებულ საკვებზე გადის და თუ გსურთ, ეს გზა მარტივიც იყოს და სასიამოვნოც, შეარჩიეთ ორთქლსახარშები ჩვენთან, Deals.ge-ზე!

ჩვენ კი შემდეგ რჩევამდე გემშვიდობებით!