(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ საშრობი მანქანა?

ტექნიკის განვითარებას საზღვარი არ აქვს, არც მის მნიშვნელობას ჩვენს ცხოვრებაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინოთ, სანამ ცოცხალი ხართ, არის საშრობი მანქანა.

მისმა არსებობამ თოკების მწარმოებლებს ბიზნესი ჩაუგდო, შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნა სარეცხის სამაგრებზე და ეზოში ჩაყრილი ე. წ. „შპილკების“ მოგროვებაც წარსულს ჩაბარდა.

                   

გარდა ამისა, საშრობი მანქანა არ იკავებს დიდ ადგილს სახლში, არც შენობების ფასადეს აუშნოებს და ქარიან ამინდში სარეცხის თოკზე დატოვების შიშსაც გვიხნის. თუმცა, არ დაგავიწყდეთ, ტანსაცმელი აუცილებლად ქსოვილისა და შესაბამისი პროგრამის გათვალისწინებით უნდა გავაშროთ.

მაშ ასე, გავეცნოთ საშრობი მანქანის მახასიათებლებს და იმ ნიუანსებს, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

არსებობს ორი ტიპის საშრობი მანქანა - ვენტილირებადი და კონდენსაციური. პირველი სამუშაო კამერაში უბერავს ცხელ ჰაერს და აშრობს ქსოვილს, ხოლო მეორე - პირიქით, აგრილებს და კონდენსატს აგროვებს სპეციალურ რეზერვუარში.

პირველი მუშაობს გამწოვის პრინციპზე. მას, ხშირ შემთხვევაში, აქვს სადინარი - პატარა ფანჯარა, ან შლანგი, საიდანაც ნოტიო ჰაერი
გაიწოვება. ეს არის საშრობი მანქანის კლასიკური მოდელი, რომელიც პოპულარული იყო გასული საუკუნის დასასრულამდე.

დღეს, ძირითადად, კონდენსაციური საშრობი მანქანები იწარმოება. სარეცხის ჩატვირთვის შემდეგ, იწყება რეცირკულაციის პროცესი და ნოტიო ჰაერი სპეციალურ კონდენსატორში ჩაედინება.  მას შემდეგ რაც, ქსოვილი გამოსრება, ნარჩენები კონდენსატის სახით რეზერვუარის ზედაპირზე შეგროვდება.

ამ ტიპის საშრობი მანქანის უპირატესობა ისიცაა, რომ მისი დადგმა ნებისმიერ ადგილა სშეიძლება. მთავარია, მხოლოდ ელექტრო ენერგიის წყაროში ჩართვა.

დოლურა:

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვენტილაციის ტიპის საშრობი მანქანები ქსოვილს ვენტილაციის საშუალებით აშრობენ. მასში ჰაერი 59-70° С შორის ცხელდება. ბრუნვა ხდება ორივე მიმართულებით, ამიტომ ტანსცმელი არ ფუჭდება და ტემპერატურა თანაბრად ნაწილდება. როტაციის სიჩქარე დამოკიდებულია მანქანის სიმძლავრესა და ვიბრაციის რეჟიმზე. ბრუნვის საშუალო მაჩვენებელია 50-100 ბრ/წთ.

შრობის პროცესი რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს, სასურველია, შეარჩიოთ ფართე დოლურა. დიდი მოცულობის უპირატესობა მხოლოდ ბევრი სარეცხის ჩატვირთვა არ გეგონოთ. დოლურაში თავისუფალი სივრცის არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა ცხელი ჰაერის ცირკულაცია შეუფერხებლად წარიმართოს. ამიტომ ეცადეთ, სასურველი საშრობი მანქანის დოლურა მინიმუმ 100 ლიტრი მოცულობის იყოს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსია დოლურას საფარი. როგორც წესი ის არის ლითონის მასალას სხვადასხვა დამატებითი შემადგენლობითა და პოლიმერით, რაც იცავს სარეცხს დაკაწვრისგან.

პროგრამები:

რაც შეეხება პროგრამებს, აქ საორჭოფოდ საქმე არ გვაქვს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბამბის, შალისა და სინთეთიკის გარდა, მანქანას სხვა, დამატებითი პროგრამებიც ჰქონდეს.

დამატებითი მახასიათებლები:

  • გასათვალისწინებელია ასევე სხვადასხვა რეჟიმები. მაგალითად:
  • დაკუჭვისგან დაცვა
  • დაუთოების რეჟიმი
  • შრობის ხარისხის რეგულირების ფუნქცია
  • სტარტის გადავადება
  • ხმოვანი სიგნალი
  • მოსახერხებელი სამართავი პანელი
  • და სხვა დეტალები

                     

სულ ეს იყო ჩვენი მიმოხილვა. გარეცხეთ და გააშრეთ სარეცხი უპრობლემოდ, წელიწადის ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ამინდში!

Deals.ge, რჩევების გაცნობის გარდა, საშუალებას გაძლევთ, საუკეთესო ხარისხის საშრობ მანქანებსაც გადახედოთ! სასიამოვნო შენაძენსა და უქმე დღეებს გისურვებთ!