(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ფრის აპარატი?

                                        

                                                                                 ყველას უყვარს ფრი

კარტოფილის ფრი დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საჭმელად ითვლება. ბარებსა და რესტორნებში მასზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ფრის სიყვარული კიდევ უფრო მასშტაბური გახდა „McDonald's-ის“ განვითარებად ქვეყნებში შესვლის შემდეგ.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, მუდმივად რესტორანში ვიაროთ. სწორედ ამიტომ, ჩვენზე და ბაზარზე მზრუნველებმა ფრის აპარატი შექმნეს. მისი საშუალებით მარტივად, სხვისი დახმარების გარეშე შევბრაწავთ გემრიელ და ხრაშუნა ფრის. შემდეგ გავშლით სუფრას, ფერადი ხელსახოცებით, ლამაზი თეფშებით, წითელი ღვინით, თუ მოვინდომებთ, სანთლებიც შესაძლებელია და იდიალურ ოჯახურ ვახშამს მოვაწყობთ. აი, ეს არის ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი.

ახლა კი,  სანამ ფანტაზიაში ფრი დაგვეწვება, ჯერ აპარატი შევარჩიოთ. როგორი უნდა იყოს ფრის აპარატი?

დავიწყოთ კონსტრუქციით. მისი ფორმა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. კორპუსი კი უნდა იყოს თერმოიზოლირებული, თავსახური - სქელი, მასალა უმჯობესია - ლითონის. სასურველია, სახელური არ ცხელდებოდეს. კომპლექტში, ძირითადად, ბადისებრი კალათი მოყვება. როგორც წესი, ფრის აპარატს აქვს ჰაერისა და ცხიმის ფილტრი. პირველი მზადების პროცესში ჰაერის სისუფთავეს უზრუნველყოფს, მეორე კი საკვები ნარჩენებისგან გვიცავს.

მოცულობა:  

თუ თქვენ მრავალწევრიანი ოჯახი გყავთ და მეგობრებიც ხშირად გსტუმრობენ, მაშინ შედარებით დიდი მოცულობის აპარატი დაგჭირდებათ. თუმცა მოცულობის გარდა, არ უნდა დაგავიწყდეთ ცხიმის მოხმარების პროპორცია. რაც უფრო ცოტაა, მით უკეთესი. მაგალითად: 1 კგ ტევადობის აპარატი განკუთვნილია 200 გრ კარტოფილისა და 2 ლიტრი ზეთისთვის, ეს კი საკმარისია 4 პორცია ფრისთვის.

თუ ეს თქვენთვის საკმარისზე მეტია, აირჩიეთ აპარატი 1 ლ ზეთით, რომელიც 600 გრამი დაჭრილი კარტოფილისთვისაა განკუთვნილი.

საშუალო და იდიალური ვარიანტია აპარატი როტაციული კალათით. ის იყენებს ზეთის 50 პროცენტს. ასეთი მოდელი 1-1,2 ლიტრი ზეთის მოხმარებით 1 კგ პროდუქტს ამზადებს.

სიმძლავრე:

ელექტრო მოწყობილობებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია სიმძლავრე. ფრის აპარატის შემთხვევაში მასზეა დამოკიდებული ზეთის გაცხელება და პროდუქტის სწრაფად მომზადება. ფრის მოსამზადებელი აპარატების მაქსიმალური სიმძლავრე 2300 ვატია, მინიმალური კი - 800. თუმცა დიდი ზომის ფრიტურნიცებს 3000 ვატი სიმძლავრეც აქვს.

ტემპერატურა:

არსებობს ორი ვარიანტი: მუდმივად რეგულირებადი და წინასწარი განსაზღვრით. პირველი ვარიანტი უფრო მოსახერხებელია, მეორე - იაფი. რეგულირებადი თერმოსტატის დახმარებით, შესაძლებელია თქვენთვის სასურველი რეჟიმის შერჩევა. ტაიმერი კი არ იძლევა საშუალებას, დროულად დასრულდეს პროცესი, თუმცა მას აქვს მზადყოფნის სიგნალი.  საშუალოდ ტემპერატურის რეგულირება 80-დან 210°C-მდე ხდება.

გარდა ამ მახასიათებლებისა, მნიშვნელოვანია, აპარატს ჰქონდეს მიმწვრობის საწინააღმდეგო ზედაპირი, რაც თავიდან აგარიდებთ ხეხვის არასასიამოვნო პროცესს.

მუშაობისა და მზად ყოფნის ინდიკაცია ერთი შეხედვით მიგახვედრებთ, ჩართეთ თუ არა აპარატი. სუნის საწინააღმდეგო ფილტრი კი არასასიამოვნო მზადების პროცესს გამორიცხავს.

ასევე, მნიშვნელოვანია ფანჯარა. მისი დახმარებით თვალს ადევნებთ შებრაწვის პროცესს.

თუ თქვენ ჭურჭლის სარეცხი მანქანა გაქვთ, შეარჩიეთ ისეთი მოდელი, რომლის ნაწილებსაც ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვის შესაძლებლობა ექნება. აპარატის სიმყარისა და უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია მოცურების საწინააღმდეგო ფეხები.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ დისპლეი, თანაც ციფრული, თანაც მარტივი და ადვილად სამართავი.

გარდა ამისა, ყველაფრის გამოყენება შეიძლება პირველადი ფუნქციიდან გადახვევით. ფრის აპარატში თქვენ შეძლებთ მაკარონის, პიშკების და სხვა პროდუქტის შებრაწვას.

სულ ეს იყო ჩვენი რჩევა. მადლობის ნიშნად, შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ფრის აპარატი Deals.ge-ზე!

კეთილი სურვილებით და შემდეგ რჩევამდე!