(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ პურის საცხობი?

                                                                                            დაივიწყეთ ფქვილიანი ხელები. სახლში მოსულ სტუმარს ხელს თამამად გაუწვდით! 

ამბობენ, რომ პური ჩვენი არსებობისთვის შეუცვლელი ინგრედიენტია, ფუნთუშეული/ცომეული კი - ფიგურისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გემრიელობა. თუმცა სწორად მომზადებულ ნებისმიერ კერძს/ფუნთუშას/ცომეულს ჩვენი ორგანიზმიც ასევე სწორად აღიქვამს. ასე რომ, მნიშვნელოვანია, დავიცვათ ზომა, წესი და გვქონდეს თანამედროვე, მოსახერხებელი საცხობი მოწყობილობა.

არაფერი სჯობს სახლში შებრაწულ და გამომცხვარ ცომეულს. ამიტომ მას, ვისაც სამზარეულოში ფუსფუსი, ცხობა და სუფრის გალამაზება უყვარს, ეს სტატია განსაკუთრებით დააინტერესებს.

არსებობს სხვადასხვა ზომის პურის საცხობი. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება საწარმოო მოხმარებისთვის, უმრავლესობა - სახლისთვის. მოდით, ვისაუბროთ სტანდარტული ზომის საცხობზე, რომელიც ჩვენს სამზარეულო ოთახებსა და ყოველდღიურ რაციონს დაამშვენებს.

პურის საცხობები 500 გრამიდან 6 კილოგრამამდე პურს აცხობს. თქვენზეა დამოკიდებული, როგორი გნებავთ და რას წვდება თქვენი ბიუჯეტი. ბუნებრივია, იცით, რომ ფასი კილოგრამების მიხედვით განისაზღვრება. ასევე, რა თქმა უნდა, პროგრამებს, ხარისხსა და დამატებით შესაძლებლობებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

ნებისმიერ ნივთს, რასაც ვყიდულობთ, ვარჩევთ იმ ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს. არის მოთხოვნები, რაც სასურველია, ჰქონდეს. მე შევეცდები, ყველა თუ არა, უმრავლესობა მაინც ჩამოვწერო.

  1. პურის წონა - ამაზე ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ. სასურველია, პურის მინიმალური წონა ნახევარი კილო იყოს. შესაძლებელია, რომ 5 ან 6 კილოსაც აცხობდეს. მოდელების უმრავლესობას აქვს პურის წონის არჩევის ფუნქცია, რაც დაგეხმარებათ, სასურველი ზომის პურის გამოცხობაში.
  2. პროგრამების რაოდენობა - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, ამიტომ მასზე უფრო ვრცლად, სიის დასრულების შემდეგ დავწერ.
  3. დაბრაწვის რეჟიმები - ძირითადად, პურის საცხობებს 3 დაბრაწვის რეჟიმი აქვს - ღია ფერის, საშუალო და მუქი. ასე რომ, თქვენ მარტივად შეძლებთ, სასურველი პურის ქერქის მიღებას.
  4. ტემპერატურა - ხშირად, გამოცხობისთანავე ვერ ვახერხებთ სადილს. ზოგჯერ მეგობრებს ვუცდით, ან ოჯახის წევრებს, ამიტომ სასურველია, პურის საცხობს ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია ჰქონდეს.
  5. სტარტი - როდის დავიწყოთ ცხობა? - რა თქმა უნდა მაშინ, როცა გვსურს და საჭიროა, თუმცა დროის განაწილება ზოგჯერ ამის საშუალებას არ გვაძლევს, ამიტომ არსებობს რეჟიმი „სტარტის გადავადება“. მისი დახმარებით, შესაძლებელია, 15 საათითაც კი გადაავადოთ სტარტი.
  6. ელექტრო ენერგიის შეწყვეტა - დღეს, საბედნიეროდ, ელექტრო ენერგია არც ისე ხშირად და დიდი ხნით გვტოვებს, თუმცა ზოგჯერ გაუთვალისწინებელი ინციდენტებიც ხდება, რის შემდეგაც, შეიძლება, დაწყებული პროგრამა შეჩერდეს და თავიდან მოგვიხდეს არჩევა/ჩართვა. ამის თავიდან ასაცილებლად არსებობს რეჟიმი „პროგრამის დამახსოვრება“. ელ. ენერგიის გათიშვის დროს ის იმახსოვრებს პროგრამას გარკვეული ხნით.

ამ მახასიათებლებთან ერთად მნიშვნელოვანია დისპლეი, მოსახერხებელი სამართავი პანელი, სავენტილაციო ფანჯარა და მიმწვრობის საწინააღმდეგო ზედაპირი. ფანჯრის საშუალებით თქვენ თვალს მიადევნებთ ცხობის პროცესს. დისპლეი და სამართავი პანელი დაგეხმარებათ, მოხერხებულად აირჩიოთ სასურველი პროგრამა. ზედაპირი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. უმეტეს შემთვევაში, ირჩევენ მიმწვრობის საწინაარმდეგოს, რაც ისედაც ცხადია და ახსნას არ საჭიროებს.

რაც შეეხება პროგრამებს. პურის საცხობს ძირითადად 3-დან 25-მდე პროგრამა აქვს. ნებისმიერ მოდელს აქვს 3-4 პროგრამა მაინც:

  • ძირითადი რეჟიმი - თეთრი პური. ცხვება 3-4 საათის განმავლობაში.
  • ფრანგული პური
  • სწრაფი ცხობა - 4 საათის ნაცვლად, ცხვება 2 საათში
  • ტკბილი პური

ეს არის ძირითადი პროგრამები, რაც უმრავლეს მოწყობილობას აქვს. უფრო მეტი პროგრამის ქონა, დამოკიდებულია ფასზე. მაგალითად, ზოგიერთი აცხობს:

  1. ჭვავის პურს
  2. მსხვილად დაფქვილ და სრულმარცვლოვან ფქვილს
  3. ხორბლის პურს
  4. პურს დანამატებით, საფუარით და მის გარეშე
  5. სენდვიჩის პურს
  6. ტკბილ პურს (კექსი, ნამცხვრები)
  7. იტალიურ პურს
  8. ბისკვიტს

პურის საცხობს აქვს ცომის მოზელის, ჯემის, ფაფის, იოგურტის, ადუღების, მულტიცხობის და სხვა პროგრამები, ასევე - ცხობა გლუტენის (წებოვანას) გარეშე.

რასაკვირველია, დიზაინი და ფიზიკური მონაცემებიც გასათვალისწინებელია. პურის საცხობები სამ კატეგორიად იყოფა: ჰორიზონტალური, ვერტიკალური და მრგვალი ფორმის. კორპუსის მასალა კი ძირითადად პლასტმასის ან ლითონისაა. პლასტმასის მასალის საცხობი უფრო სუსტია, შესაბამისად - იაფიც. ლითონის კორპუსი კი მეტად გამძლე და გამოსადეგია, ფასითაც განსხვავებული, თუმცა ზედაპირზე ხშირად ჩანს ნათითურები.

რამდენიმე სიტყვა კომპლექტაციაზეც: 

ზოგიერთ მოდელს კომპლექტში მოყვება სხვადასხვა აქსესუარი: საზომი ჭიქა, საზომი კოვზი, გამოსაცხობი ფორმა
და საჭრელი დანა. თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ სპეციალური რეცეპტების წიგნით და თქვენი ყოველდღიური კვების რაციონი უფრო მრავალფეროვანი გახადოთ.

აბა, ვინ მეტყვის, რა შეედრება ბებოს გამომცხვარ ცხელ და ტკაცუნა თონის პურს? - ჩვენ მიერ გამომცხვარა ცხელი, შებრაწული და ფუმფულა პური. ასე რომ, Bon Appétit!

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის პურის საცხობი Deals.ge-ზე!