(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ თბოვენტილატორი?

სტატია სითბოს მაძიებლებისთვის!

გრძნობები რომ არ გაგვიცივდეს, წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა გავუფრთხილდეთ, სხეულს კი მხოლოდ ზამთარში სჭირდება ხელშეწყობა. გარეთ გამსვლელები კომბოსტოსავით ვიფუთნებით, სახლში შემსვლელებს კი გვინდა, თბილი ოთახები დაგვხვდეს, ან თუ არ დაგვხვდება, მალე მაინც გათბეს. ამისთვის საჭიროა, სწორად შევარჩიოთ გამათბობელი.

რა თქმა უნდა, კარგი მატერიალური პირობები სწრაფად მოტეხავს სითბოს, როგორც ოთახებში, ისე ჩვენს ძვლებში, თუმცა „მოკრძალებულ“ შემოთავაზებებზეც ნუ ვიტყვით უარს. სწორედ ასეთია თბოვენტილატორი. ის კომპაქტურია, მოსახერხებელი, სწრაფი, იაფი და ეკონომიური. სამართავადაც მარტივია, გადასაადგილებლადაც და უსაფრთხოებაზეც აქვს პრეტენზია.

როგორ იმართება ის? - ძალიან მარტივად. ჩამრთველი დენის წყაროში, შემდეგ ღილაკი და მარეგულირებელი გადამრთველი სითბოს მოსამატებლად.

თბოვენტილატორი აღჭურვილია გამათბობელი ელემენტითა და ვენტილატორით. უმრავლესობას აქვს თერმოსტატიც.

პირველ რიგში ყურადღებას გამაცხელებელ ელემენტს ვაქცევთ -  სპირალურია თუ კერამიკული. სპირალური გათბობის ელემენტი სწრაფად წვავს ჟანგბადს და თუ მოწყობილობა მტვრიან გარემოში ფუნქციონირებს, არასასიამოვნო სუნს უშვებს. კერამიკული კი უფრო მაღალეფექტურია, ასევე - უსაფრთხოც. ის არ აშრობს ჰაერს და არც სუნს აფრქვევს.  

                                

თბოვენტილატორი აღჭურვილია ირიბი და ტანგენციალური ვენტილატორით. პირველი პატარა ზომისაა, თუმცა ხმაურიანი, მეორე კი - ჩუმი და ხასიათდება დიდი ჰაერის ნაკადით. ის, როგორც წესი, სტაციონალურია.

განთავსების მიხედვით თბოვენტილატორები რამდენიმე ტიპად იყოფა: მაგიდის, იატაკის, კედლისა და ჭერის.

იატაკის თბოვენტილატორი კომპაქტური და მოსახერხებელია შესანახად. ასევე, მისი გადაადგილებაც ადვილია. ის უფრო ძლიერი და ჩუმია, ვიდრე პორტატული მოწყობილობები. გამოირჩევა ავტომატური როტაციის ფუნქციით.

კედლის თბოვენტილატორი, როგორც წესი, გამოირჩევა სითბოს ძლიერი ნაკადით. ჭერის კი მიზანშეწონილია მაღალჭერიანი შენობებისთვის. ის თანაბრად ანაწილებს ჰაერს მთელს ოთახში. 

რაც შეეხება ფართის გათბობას. მაგალითად, 2 კილოვატი სიმძლავრის თერმოსტატი 15-20 მ²-ისთვისაა განკუთვნილი. ყურადღება მიაქციეთ, აქვს თუ არა თქვენთვის სასურველ მოდელს რეგულირებადი თერმოსტატი. მნიშვნელოვანია გადახურებისგან დაცვისა და ავტომატური გათიშვის ფუნქციები. ეს მახასიათებლები ამცირებს ზედმეტი ექსცესების წარმოქმნის რისკს.

ახლა კი სხვა მახასიათებლებზე:

ზოგიერთი მოდელი ავტომატურად ითიშება დაბალი გარე ტემპერატურის დროს. ზოგს აქვს ბაზაზე ბრუნვის შესაძლებლობა და მუშაობის ინდიკაცია. უმრავლეს მათგანს კი ტემპერატურის მარეგულირებელი და ცივი/ცხელი ჰაერის ნაკადი უნდა ჰქონდეს.

უსაფრთხოების მიზნით:

გაითვალისწინეთ, რომ მათი ჩართვა არ არის რეკომენდირებული ტენიან და სველ ადგილას.

დაიცავით დისტანცია თბოვენტილატორსა და ნებისმიერ სხვა ობიექტს შორის, დაახლოებით ნახევარი მეტრით.

მოერიდეთ თბოვენტილატორზე ქსოვილის გადაფარებას. ამან შესაძლოა გადახურება ან უარეს შემთხვევაში ხანძარი გამოიწვიოს.

სულ ეს იყო. პატარა, კომპაქტურ და ეკონომიურ მოწყობილობას მეტის პრეტენზია არ აქვს. მთავარია, ის სწრაფად გაათბობს თქვენს ოთახს და არც ზედმეტ ადგილს მიითვისებს. გაითვალისწინეთ, რომ მოწყობილობა ფართის მიხედვით უნდა შეარჩიოთ.

გაატარეთ ზამთარი თბილად და დაელოდეთ ზაფხულს, თბოვენტილატორი თავის შესაძლებლობებს მერეც გამოავლენს - სასიამოვნო ცივი ჰაერის ნაკადის სახით.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის თბოვენტილატორი Deals.ge-ზე!