(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შეავრჩიოთ ჭურჭლის სარეცხი მანქანა?

 

ყველა ოჯახს აქვს მაცივარი, გამათბობელი, მიკლოტალღუტი ღუმელი, სხვადასხვა სახის სამზარეულოს ტექნიკა, მაგრამ, რატომღაც, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ჯერ ისევ ვერ სარგებლობს დიდი პოპულარობით ჩვენში. არადა, ახალი წელი მოდის და თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, 31 დეკემბერს, სამსახურებიდან სახლში დაბრუნებულებმა, როგორ უნდა მოასწროთ საახალწლო სუფრისთვის თუნდაც ცოტა, მაგრამ მაინც განსაკუთრებული კერძების მომზადება. არც თქვენ, მთელი კვირით ადრე რომ იწყებთ საახალწლო სუფრისთვის მზადებას და მაინც ზუსტად იცით, სუფრასთან მაშინ თუ მოხვდებით, როცა ოჯახის დანარჩენ წევრებს მინიმუმ სამი ჭიქა უალკოჰოლო თუ ალკოჰოლური სასმელი მაინც ექნებათ უკვე მირთმეული. შემდეგ, მოგიწევთ სუფრის ალაგება და ჭურჭლის მისთვის განკუთვნილ ადგილას დაბინავება. დაბინავებამდე კი, დარეცხვა. პირველ იანვარს ისევ სტუმრები, მეგობრები, ნათესავები, ოჯახის წევრები, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, ყოველ მათგანს ერგება თეფში და მისთვის განკუთვნილი ულუფა, რამოდენიმე ჭიქა რამოდენიმე ტიპის სასმლისთვის და დღის დასასრულს, ჩვენ ისევ დასარეცხი ჭურჭელი გვხვდება წილად. ეს ახალი წლის ის მხარეა, რომელიც გვაიძულებს, თავად მოვასწროთ სტუმრად წასვა. თუმცა, ამის იმედად დარჩენაც, დამეთანხმებით, რთულია.

ასე რომ, დიასახლისებო, თუ საახალწლოდ დანაზოგი გაქვთ ახალი ნივთის შესაძენად, მერწმუნეთ, ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე მეტად (დასვრილი ჭურჭლის რაოდენობიდან გამომდინარე), არაფერი გაგაბედნიერებთ.

თქვენ, ვინც უკვე გადაწყვიტეთ საჩუქარი გაიკეთოთ ახალ წელს, პირველ რიგში საკუთარ თავს რამოდენიმე შეკითხვა უნდა დაუსვათ:

რამდენის გადახდა შემიძლია და მსურს?

რა ტიპის და რა ზომის ჭურჭლის სარეცხი მანქანა იქნება ჩემთვის მოსახერხებელი? 

რამდენი პროგრამა/რეჟიმი უნდა ჰქონდეს და რომელი ენერგომოხმარების კლასის ჭურჭლის სარეცხი მანქანა იქნება უკეთესი, რომ შევიძინო?

რა ფუნქციები და მახასიათებლები წარმოადგენს ჩემთვის პრიორიტეტს?

პირველ კითხვას თავადვე შეძლებთ უპასუხოთ. ჩვენ მხოლოდ ერთს გეტყვით, რაც უფრო თანამედროვე და ახალია ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მით უფრო მეტი ფუნქციები, დამატებითი მახასიათებლები ექნება და მათი რაოდენობის გაზრდასთან ერთად კი პირდაპიდპროპორციულად იზრდება ფასი.

პასუხი კითხვაზე, რომელიც ეხება ჭურჭლის სარეცხი მანქანის ტიპებს, ზომებს და ცოტა მეტ რამეს

არსებობს სხვადასხვა ტიპის ჭურჭლის სარეცხი მანქანა: ჩასაშენებელი, ცალკე მდგომი და მცირე ზომის. თუ შედარებით ვიწრო ფართი გაქვთ, ძალიან კომფორტულია ჩასაშენებელი ტიპის. ის შეგიძლიათ მოათავსოთ კარადაში ან ნებისმიერ სხვა თქვენთვის ხელსაყრელ ადგილას. ამრიგად, თქვენ დაზოგავთ სივრცეს და ასევე, თქვენი სამზარეულოს დიზაინი იქნება საკმაოდ მოდური. ცალკე მდგომი ჭურჭლის სარეცხი მანქანები უფრო ვერ ეხამება ხოლმე სახლის დიზაინს. ასევე, არსებობს მცირე ზომის ჭურჭლის სარეცხი მანქანები. ისინი, დაახლოებით, მიკროტალღური ღუმელის ტოლია და ორი ადამიანისთვის განსაზღვრულ ჭურჭელს იტევს. სამაგიეროდ, მისი ფასი საკმად დაბალია.

ასე რომ, შეძენამდე რეკომენდირებულია ზომების გათვალისწინება. ფირმები ძირითადად 3 ზომის მანქანებს უშვებენ, პირველი, ეს არის

სრული ზომის მანქანა (60–60–85 სმ)

მეორე - ვიწრო (45–60–85 სმ) და

მესამე, კომპაქტური ჭუჭლის სარეცხი მანქანა (45–45–50 სმ).

გირჩევთ, იმის მიხედვით შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი ჭურჭლის სარეცხი მანქანის ზომები, თუ რამდენი ადამიანისგან შედგება თვენი ოჯახი და ყოველდღიურად რა რაოდენობის ჭურჭლის გარეცხვა მოგიწევთ. გაითვალისწინეთ, უმჯობესია, დღის მანძილზე მხოლოდ ერთხელ გარეცხოთ ჭურჭელი მანქანის საშუალებით, მაქსიმუმ ორჯერ.

ასევე, კარგი იქნება თუ ყურადღებას მიაქცევთ ღილაკების ადგილმდებარეობას. ისინი შესაძლოა იყოს განლაგებული როგორც მანქანის გარეთა მხარეს, ისე კარის ზედა მხარესაც. სასურველია, ღილაკები დაფარული ჰქონდეს (კარის ზედა მხარეს). ასე ბევრად მოსახერხებელია და ვიზუალურადაც უკეთესია.

პასუხები მეორე კითხვისთვის

პროგრამების რაოდენობა შესაძლოა იყოს სამიდან 24-მდე. სასურველია, შერჩევამდე ნახოთ ინსტრუქციაში რამდენი რეჟიმი აქვს. უნდა ჰონდეს სტანდარტული რეჟიმები მაინც: წინასწარი რეცხვა, ნახევრად ჩატვირთვის რეჟიმი, დელიკატური რეცხვა, ინტენსიური რეცხვა, სწრაფი რეცხვა.

ენერგომოხმარების კლასი არსებოს А++++, А+++, А++, А+, А, B. გირჩევთ, აირჩიეთ ერთ–ერთი ყველაზე ეკონომიური ენერგომოხმარების კლასი А, ასე დაზოგავთ თქვენ ელექტოენერგიას, იზრუნებთ დედამიწაზე და ამავდროულად, შედეგით ისევე კმაყოფილი იქნებით, როგორც А++++ ენერგომოხმარების კლასის სარეცხი მანქანის გამოყენების შემთხვევაში.

ფუნქციები და მახასიათებლები

ჭურჭლის სარეცხ მანქანას შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა ტემპერატურის წყლით რეცხვის ფუნქცია, გაშრობის ფუნქცია, სტარტის გადავადება,  ფუნქცია ALL in 1, სწრაფი რეცხვა, პროგრამის ავტომატური განსაზღვრა ჭურჭლის დაბინძურების მიხედვით. რაც მეტი ფუნქცია ექნება სარეცხ მანქანას, ბუნებრივია, მით მეტი შესაძლებლობები იქნება თქვენს წინაშე.

ფუნქციების გარდა, გაეცანით დამატებით მახასიათბლებს: მარილისა და წყლის გავლების საჭიროების ინდიკაცია, გაჟონვისგან დაცვა, წყლის სისუფთავის სენსორი, დისპლეი, წყლის სიხისტის რეგულირება, წყლის დამარბილებელი სისტემა, კალათის სიმაღლის რეგულირება, ნადების კონტროლი...

თუ ეს ყველაფერი თქვენს სარეცხ მანქანას აქვს, მხოლოდ ერთი რამ დაგრჩათ საზრუნავად – არ დაიბნეთ! ;)

კიდევ ცოტა რამ

ჭურჭლის სარეცხი მანქანის არჩევის დროს მისი უსაფრთხოება და ხმაურის დონე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. ასევე, მნიშვნელოვანია, სწორად დამონტაჟება და გამოყენების ექსპლუატაცია. სასურველია, მანქანას ჰქონდეს ბავშვებისგან დაცვის ფუნქცია.

თანამედროვე მანქანებში ხმაურის დონე იმდენად დაბალია, რომ შეგიძლიათ ღამითაც კი გარეცხოთ ჭურჭელი. თუმცა, ხმაურის დონე ასევე დამოკიდებული გასარეცხად ჩაწყობილი ჭურჭლის რაოდენობაზე. ბუნებრივია, რაც მეტი ჭურჭელია მანქანაში, მით მეტია ხმაურის დონე. თუ მანქანა კარგად არის დამონტაჟებული, ხმაურის დონე დაახლოებით 43-45 დბ იქნება.

ასე რომ,

მეგობრებო, ნაცნობებო, თანაშრომებო თუ თქვენ, შესაძლოა, მეტროში ან სამარშუტო ტაქსიში ერთხელ მაინც რომ შეგხვედრივათ, – გახსოვდეთ, ახალი წელი მოდის და ქალი კი არა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა ვიცით “კუხნაში”.

საუკეთესო ხარისხის ჭურჭლის სარეცხი მანქანა კი შეგიძლიათ, შეიძინოთ ჩვენთან, Deals.ge-ზე!