(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ გრილი, როცა ზამთარი გვიახლოვდება?

The Winter is comming და მართალია, პიკნიკებს ბაღებსა და ქალაქგარეთ ხშირად ვეღარ გამართავთ, თუმცა მყუდრო და სასიამოვნო გარემო სახლშიც შეგიძლიათ შეიქმნათ. ამისთვის, არც ისე ბევრი რამ არის საჭირო. თუ არ გაქვთ ბუხრის ფუფუნება, რომ შამფურზე შემწვარი მწვადები შესთავაზოთ მეგობრებს, შეგიძლიათ გრილზე მომზადებული სტეიკითა და ბოსტნეულით გაუმასპინძლდეთ მათ, დესერტად კი ბლინები მიართვათ.

თუმცა, სანამ გრილის შეიძენთ, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ არჩევანის გაკეთება ამა თუ იმ კონკრეტულ მოდელზე. არჩევანი კი, ბუნებრივია, მათ ფუნქციებსა და მახასიათებლებზე დაყრდნობით უნდა გააკეთოთ. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეს ამ სტატიით გიამბოთ, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ გრილის შერჩევის დროს და რა შესაძლებლობები უნდა ჰქონდეს მას.

ცოტა რამ, რაც უნდა გახსოვდეთ:

იგი არსებობს სხვადასხვაგვარი, როგორც გაზის, ასევე ელექტრო, ნახშირის თუ ხის. თუმცა, თუ თქვენ ცხოვრობთ ქალაქის ბინაში, არც ისე დიდ ფართში, ელექტრო გრილი იდეალური არჩევანი იქნება.

არსებობს სამი ტიპის: ღია, დახურული და უნივერსალური. ღია გრილი ფუნქციონირებს ინფრაწითელი გამაცხელებელი ელემენტის საშუალებით. დახურული მოდელები - ტოსტის პრინციპით, ის ორივე მხრიდან ამზადებს კერძს და ამავდროულად, პრესავს მას. რაც შეეხება უნივერსალურს, მისი ნაწილი არის ღია და ნაწილი - დახურული. ეს, განსაკუთრებით, სხვადასხვა ტიპის საკვების ერთდროულად მოსამზადებლად გამოგადგებათ. შეგიძლიათ დახურულ ნაწილში სტეიკი შეწვათ, ღიაში კი ბლინი.


კონსტრუქცია ორი ტიპისაა: სამაგიდო და იატაკზე დასადგმელი. შეძენამდე კარგად მოიფიქრეთ და განსაზღვრეთ მისი მოსათავსებელი ადგილი. სამაგიდო გრილი არის გაცილებით კომპაქტური და მსუბუქი. ასე რომ, თუ თქვენ მოგზაურობის მოყვარული ხართ, იგი შეგიძლიათ მოგზაურობებში თან ატაროთ. თუმცა, თუ თქვენ დიდი ოჯახი გყავთ და გაქვთ კერძო სახლი ბაღით, თავისუფლად შეგიძლიათ იატაკზე დასადგმელი გრილი შეიძინოთ. ზამთრის თბილ ამინდებში კი შეძლებთ პიკნიკიც მოაწყოთ, სადაც მეგობრებსა და ნათესავებს გემრიელი საკვებით გაუმასპინძლდეთ.
 
გრილის შეძენის დროს, ერთ–ერთი მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ სამუშაო ზედაპირის მასალა. იგი შესაძლოა იყოს ლითონის, მინა–კერამიკის ან ჰქონდეს თუჯის გისოსები. ყველაზე გამძლე და საიმედო, ლითონისგან დამზადებული სამუშო ზედაპირია, მისი ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომია. მინა–კერამიკა იწმინდება ადვილად, თუმცა შედარებით ნაკლებად შეგხვდებათ მისგან დამზადებული სამუშაო ზედაპირის მქონე გრილი. რაც შეეხება ზედაპირის ფორმას, იგი შესაძლოა იყოს ბრტყელი, ტალღოვანი ან შამფურებზე. რომელს აირჩევთ, თქვენი გემოვნების საკითხია. თუმცა, გაითვალისწინეთ, ტაღოვანი ზედაპირი არც ისე მარტივი გასაწმენდია, როგორც ბრტყელი ზედაპირის მქონე გრილი.
 
გარდა სამუშაო ზედაპირის მასალისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ კორპუსის მასალას. რა თქმა უნდა, სასურველია იყოს ფოლადის. ასე მისი ხანგრძლივად გამოყენება გარანტირებული გაქვთ. თუმცა, თუ თქვენი ბიუჯეტი შეზღუდულია და არჩევანის გაკეთება პლასტმასის მასალის მქონე გრილზე მოგიწევთ, გულს ნუ გაიტეხთ. გადახდილ თანხას იგი მაინც აუცილებლად აგინაზღაურებთ მის მიერ გაწეული სამსახურით.
 
სასარგებლო რამე–რუმეები

ერთ–ერთი მთავარი და გასათვალისწინებელი მახასიათებელი გრილის შერჩევის დროს, არის ტემპერატურის რეგულირება. ის საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს შეცვალოთ ტემპერატურა და მიიღოთ თქვენთვის სასურველი.

გაითვალისწინეთ გრილის სიმძლავრე. ბუნებრივია, რაც უფრო მეტია მისი მაჩვენებელი, მით უფრო მძლავრია იგი და შესაბამისად, უკეთ ფუნქციონირებს. საშუალო სიმძლავრედ 1500-1700 ვატი ითვლება.

გრილს ასევე უნდა ჰქონდეს ცხიმის შესაგროვებელი ლანგარი. გაითვალისწინეთ, ის უნდა იყოს მოხსნადი, რომ მისი გასუფთავება გაგიადვილდეთ.  

თუ მუშაობის რამოდენიმე პოზიცია აქვს - დახურული, გახსნილი 90 გრადუსზე და გახსნილი 180 გრადუსზე, ძალიან კარგი. 180 გრადუსზე თქვენ ორჯერ მეტი საკვების მომზადებას შეძლებთ და ამავდროულად, დაზოგავთ ელექტრო ენერგიას.

ამათ გარდა, შეხვდებით გრილს გადახურებისგან დაცვის ფუნქციით, მუშაობის ინდიკატორით, მიმწვრობის საწინააღმდეგო საფარითა და შესაცვლელი ფილებით. რაც შეეხება თერმოიზოლირებულ სახელურსა და მოცურების საწინააღმდეგო ფეხებს, მათი საშუალებით თქვენ გრილის მოხმარებს “უსაფრთხოდ” შეძლებთ.

თუ  მაინცდამაინც არ გხიბლავთ შეწვარი ხორცის სუნი, რეკომენდირებულია, შეიძინოთ დახურული ტიპის გრილი.

მაშ ასე, მოიმარაგეთ ზამთრისთვის შავი ღვინო, შიგადაშიგ გლიტვეინიც შეგიძლიათ მოამზადოთ, შეიძინეთ გრილი ჩვენს საიტზე და გაატარეთ ბევრი სასიამოვნო საღამო თქვენთვის ყველაზე კარგ ადამიანებთან ერთად.

 იღბლიან შენაძენსა და თბილ გამოზამთრებას გისურვებთ!