(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ხორცსაკეპი მანქანა?

არავეგეტარიანული რჩევა გურმანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის:

ხორცი ჩვენი კვების ყოველდღიური რაციონის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. მას მივირთმევთ სალათებში, მშრალ და წვნიან კერძებში. ბიოლოგიურად მის სასიკეთო თვისებებზე საუბარს არ ვაპირებ. ჩვენ შევარჩევთ ხორცსაკეპს, ანუ ამ სტატიას შესაძლოა, სხვა სათაურიც დავარქვათ - თითო ხორცსაკეპი ყველა ოჯახში!

თუმცა ვეგეტარიანელებსაც გავახარებ და განსაკუთრებით მათ, ვის ოჯახშიც „შერეული“ კვების ტიპია დამკვიდრებული - ვეგეტარიანული და არავეგეტარიანული. დღეისათვის ხორცსაკეპებს ბოსტნეულის დასაჭრელად სპეციალური საცმი მოჰყვება. ასე რომ, ვიწყებთ!

არსებობს ორი სახის ხორცსაკეპი - მექანიკური და ელექტრონული. მექანიკური ხორცსაკეპი კარგია უმი ხორცის გასატარებლად, თუმცა ძირითადი ძალისხმევა თქვენზეა და არა მანქანაზე. ამიტომ დღეისათვის მომხმარებლის ყურადღება ელექტრონულ ხორცსაკეპზეა მიმართული და მექანიკური შორს, წარსულში დარჩა.

როგორი უნდა იყოს ელექტრონული ხორცსაკეპი და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი შერჩევის დროს?

სიმძლავრე

პირველი, რასაც ყურადღებას ვაქცევთ, არის სიმძლავრე. პირობითად, ხორცსაკეპი დაყოფილია სამ კლასად: მაღალი, საშუალო და დაბალი კლასის. რაც უფრო მაღალია სიმძლავრე, მით უფრო ადვილად უმკლავდება მანქანა პროდუქტს. შესაბამისად, გატარებული პროდუქტი უკეთეს მდგრადობას ინარჩუნებს.

წარმადობა

სიმძლავრე თავის მხრივ გავლენას ახდენს წარმადობაზე. ეს ნიშნავს, რამდენ კილოგრამ ხორცს გადაამუშავებს მანქანა წუთში.

მაღალი სიმძლავრის (1200 – 1400) მანქანები წუთში 2 კგ ხორცს ამუშავებს. ის ადვილად უმკლავდება მყარ თუ გაყინულ პროდუქტს.

საშუალო სიმძლავრე 800-1200 ვატს გულისხმობს. ასეთი მანქანა წუთში 1.5 კგ ხორცს კეპავს და იდიალურია სახლისთვის.

400 – 800 ვატი დაბალი სიმძლავრის მოწყობილობებს აქვს. ის წუთში 1 კგ-ს ამუშავებს და მაგარი/ღრტილებიანი ხორცისთვის რეკომენდირებული არ არის.

ფუნქციები/მახასიათებლები

  • რევერსი შეფერხების დროს გატარებული ხორცს უკან, საპირისპირო მიმართულებით აბრუნებს.
  • გადახურებისგან დაცვა ძრავის გადაწვას გამორიცხავს.
  • მოცურების საწინააღმდეგო ძირი ექსცესებს თავიდან აგარიდებთ.
  • ავტომატური გამორთვა ძრავს გადატვირთვისგან დაიცავს.

საცმები

ხორცსაკეპის შერჩევის დროს კარგად უნდა დავფიქრდეთ, გარდა უბრალოდ ხორცის გატარებისა, კიდევ რისთვის გვჭირდება ის. ჩვეულებრივ, ელექტრონული მანქანები აღჭურვილია სხვადასხვა საცმით:

  • ძეხვეულის საცმი - ის იდიალურია სახლის პირობებში ძეხვის დასამზადებლად.
  • Kebbe-ს საცმი - მისი დახმარებით შეძლებთ სოსისისა და Kebbe-ს მომზადებას.
  • ცომეულის საცმი - ამ საცმით შესაძლებელია ორცხობილისთვის სხვადასხვა ფორმების მიღება.
  • დისკი მაკარონისთვის - თუკი მაკარონი თქვენი კვების რაციონში უცვლელ ადგილს იკავებს, შეძლებთ, ის სახლში დაამზადოთ, ხორცსაკეპის სპეციალური დისკის საშუალებით.
  • კატლეტის ფორმა - ამ ფორმით კი თქვენ ერთი ზომის კატლეტის დამზადებას შეძლებთ.
  • ბოსტნეულის საჭრელი საცმი ვეგეტარიანელებს და ბოსტნეულის მოყვარულებს განსაკუთრებით დააინტერესებს. ის დაგეხმარებათ, თავისუფლად დაჭრათ ბოსტნეული და აირჩიოთ სასურველი ზომა.

ნაწილები

ხორცსაკეპი, სხვა მანქანის მსგავსად, ერთი დიდი მექაზმია, რომლის გამართული მუშაობა სხვადასხვა, ერთმანეთთან დაკავშირებულ ნაწილებზეა დამოკიდებული. ესენია: ღარი, დისკი, ცხაურა, საჭრელი დანები, ხრახნი და, რა თქმა უნდა, კორპუსი. ამიტომ მათ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს მოწყობილობის გამართულად მუშაობისთვის. ძირითადად ორი სახის მასალას ვხვდებით - ლითონსა და პლასტმასს. დანების შემთხვევაში მასალა ლითონი უნდა იყოს და ეს საკამათო არც არის. თუმცა ხრახნი, ღარი და სხვა დეტალები, იგივე კორპუსიც, შესაძლოა პლასტმასის აღმოჩნდეს. მომხარებელს ხშირად აინტერესებს, რომელია უკეთესი და მოქმედებს თუ არა მასალა შედეგზე. რასაკვირველია მოქმედებს. მაგალითად, თუ საქმე ეხება დისკს ან ხრახნს, პლასტმასისგან დამზადებული ნაწილი, ძირითადად, ბოსტნეულის საჭრელად გამოგვადგება, ლითონის კი - ხორცისთვის. ზოგიერთ მანქანას შესაძლოა, ორივე დისკი ჰქონდეს - პლასტმასიც და ლითონიც.

ღარის შემთხვევაში უპირატესობა ლითონს ენიჭება, რადგან ის მეტად გამძლეა და სიმყარეს ინარჩუნებს.

ამ თვისებებთან ერთად, ლითონის ნაწილები დიდხანს ინარჩუნებს ვარგისიანობას და ადვილად ირეცხება ხელით თუ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში.

გასათვალისწინებელია დისკის ზომები. ხშირ შემთხვევაში ვხვდებით სამი სახის დისკს: ვიწრო, საშუალო და დიდი ნასვრეტებით. ნასვრეტის ზომა გატარებული ხორცის ზომას განსაზღვრავს. რაც უფრო დიდია ნასვრეტები, მით უფრო მსხვილად იკეპება ხორცი და პირიქით.

რაც შეეხება დანებს. ისინი ორი სახისაა: ჩვეულებრივი და თვითლესვადი. ჩვეულებრივ დანას პერიოდულად მოხსნა და ალესვა
სჭირდება, რაც თავის მხრივ ზედმეტ თავისტკივილს გვიჩენს. თვითლესვადი დანები კი თავიდან აგვარიდებს ამ პრობლემას.

შეჯამება: როგორც აღმოჩნდა, არც ისე რთულია გავერკვეთ იმ პროდუქტის მახასიათებლებსა და თვისებებში, რისი ყიდვაც გვსურს. დაუფიქრებლად ნურაფერს შევიძენთ. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე საკვებს ეხება. ჯანსაღი, ვიტამინებით სავსე და მრავალფეროვანი საკვები ხომ ჩვენს ჯანმრთელობასა და განწყობაზე აისახება.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ხორცსაკეპი მანქანა Deals.ge-ზე!