(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ სარბენი ბილიკი?


ადამიანი საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს. მას ეს თვისება გენეტიკურად გადაეცემა და მნიშვნელობა არ აქვს, რა ასაკის იქნება - თინეიჯერი თუ ხანდაზმული. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი ინტელექტის შევსებაზე, ხისტი ხასიათის შეცვლაზე, და რა თქმა უნდა, ვზრუნავთ აღნაგობაზე. იდიალური აღნაგობით იშვიათად იბადებიან. მას, ისევე როგორც ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, ხელშეწყობა სჭირდება. კარგი აღნაგობა და მასზე ზრუნვა ნებისმიერ საუკუნეში მნიშვნელოვანი იყო - დაწყებული ანტიკური საბერძნეთიდან, დამთავრებული XXI საუკუნის ცივილიზაციამდე.

სამწუხაროდ, გარემო და გადატვირთული სამუშაო გრაფიკი ამის შესაძლებლობას იშვიათად გვაძლევს. სუფთა ჰაერზე სირბილი თუ ვარჯიში, რასაკვირველია, იდიალურია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუმცა მას თავისი მინუსები აქვს. მაგალითად: ამინდი, დრო, გარემო და კიდევ უამრავი რამ. დღეს ტექნოლოგიების განვითარებამ საშუალება მოგვცა, მსგავსი პრობლემები მარტივად, სახლში გადავჭრათ.

ამ ვითარებაში ერთ-ერთი ოპტიმალური გამოსავალი სწორედ სარბენი ბილიკია. ჩვენ შეგვიძლია, სახლიდან გაუსვლელად, ფიტნეს-ცენტრებში სიარულის გარეშე ვიზრუნოთ საკუთარ სხეულსა და ჯანმრთელობაზე. მნიშვნელობა არ აქვს, რა არის ჩვენი ფიტნეს გეგმა: -ათლეტური აღნაგობა, ჯანმრთელობა თუ რეაბილიტაცია. რეგულარული ვარჯიში არა მხოლოდ სხეულის ფორმებს ხვეწს, არამედ ტონუსში მოჰყავს მთელი ორგანიზმი, იდიალურია გულ-სისხლძარღვთა გამართული მუშაობისთვის და, ბუნებრივია, დადებითად მოქმედებს ჩვენს ხასიათსა და ფსიქიკაზე.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სარბენი ბილიკის შეძენის დროს?

დღეს ბაზარზე უმარავ ბრენდსა და მოდელს ვხვდებით, თუმცა ის მნიშვნელოვანი ასპექტები, რაც უმრავლესობას აერთიანებს, ჩვენც უნდა ვიცოდეთ.

ბილიკი

არ უნდა იყოს ზედმეტად სუსტი და რბილი. აუცილებელია, იყოს მყარი, თუმცა არც იმდენად, როგორც ასფალტი.

ზომა

საშუალოდ ბილიკის სიგრძე 77 ინჩია (195 სმ), ხოლო სიგანე - 35 (88 სმ).

ერგონომიკა

როცა დარბიხართ, გჭირდებათ ისეთი სიგრძე, რომელიც გათვალისწინებულია თქვენი ნაბიჯებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად კომფორტულია ის თქვენთვის სიარულის ან სირბილის დროს. აირჩიეთ მოდელი, რომელიც შეგეფერებათ ერგონომიულად და ესთეტურად.

სიჩქარე

უმრავლეს სარბენ ბილიკს აქვს სიჩქარე 10 – 12 mph (მლ/სთ). თუმცა ზოგიერთი კიდევ უფრო სწრაფია. ტექნოლოგია ისე შორს წავიდა, რომ გარკვეული მოდელები ავტომატურად არეგულირებს სიჩქარის ლენტს.

დახრილობა

სიარულის თუ სირბილის დროს გასათვალისწინებელია ბილიკის დახრილობა. უმრავლეს მოდელებში დახრილობა 10-დან 15 გრადუსამდე მერყეობს.  თუმცა ზოგიერთი გაზრდილ გრადიენტს გვთავაზობს.

მარტივი რეგულირება

მნიშვნელოვანია, მოწყობილობას ადვილად რეგულირებადი კონსოლი და ეკრანი ჰქონდეს.

ფუნქციები

ახლანდელი სარბენი ბილიკები აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციით. თუმცა უპირველესი ვარჯიშის დაწყებისა და გაჩერების ფუნქციაა. ზოგი სავარჯიშო მათ რამდენიმე წუთის შემდეგ ინტუიტიურად არეგულირებს. ასევე ყურადღება გაამახვილეთ გულისცემის მონიტორინგზე. ის ვარჯიშის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.

კალორიები

მათ, ვისაც წონაში დაკლება სურს, გაითვალისწინონ კალორიების მრიცხველი, რომელიც თვლის, თუ რამდენი კალორია დაწვა კონკრეტული ვარჯიშის განმავლობაში.

მაღალტექნოლოგიური თვისებები

ვარჯიშის პროცესი ზოგჯერ შეიძლება, მოსაწყენი გახდეს. ასეც რომ არ იყოს, ყველას გვსიამოვნებს დამატებით სხვა რამეზე ყურადღების გადატანა - ყურება, მოსმენა და ა. შ. ამიტომ გაითვალისწინეთ, რომ სარბენ ბილიკს ჰქონდეს დოკი თქვენი აიპოდის, USB პორტისა და უსადენო ინტერნეტ კავშირებისთვის.

ფიზიკური პარამეტრები

თუ თქვენ სახლში არც ისე დიდი ადგილი გაქვთ, შეარჩიეთ დასაკეცი და ადვილად შესანახი სარბენი ბილიკი.

დასასრულს:

შეამოწმეთ, ხვდება თუ არა ფეხი ძრავის კორპუსს სიარულის ან სირბილის დროს. აქვს თუ არა ადვილად წასაკითხი მონიტორი თქვენს სასურველ მოდელს. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე მახასიათებელს: - მაქსიმალურ სიჩქარეს, დახრილობას, გულისცემის მონიტორინგს,  ინტეგრირებულ სავარჯიშო პროგრამებსა და სხვა იმ მონაცემებს, რაც პირადად თქვენ დაგაინტერესებთ.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის სარბენი ბილიკი Deals.ge-ზე!