(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ ნოუთბუქი?

ნოუთბუქი თითოეული ჩვენთაგანისთვის ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნივთია. მისი საჭიროება არა მხოლოდ გართობასა და ინფორმაციის მიღებას გულისხმობს, არამედ სხვადასხვა სამუშაოს შესრულებას. თუ თქვენი საქმის დიდი ნაწილი ნოუთბუქით სრულდება, მაშინ ძლიერი მონაცემების შერჩევა მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში კი მოკრძალებული მონაცემებიც საკმარისი იქნება.

ნოუთბუქის შერჩევა არ არის ადვილი საქმე, ამიტომ ყიდვის დროს ბევრი რამის ცოდნა და გათვალისწინებაა საჭირო.
როგორ არჩევთ ნივთს? - ფერით, მონაცემებით, ზომით თუ საფასურით? ალბათ, ცოტ-ცოტა ყველაფერს ითვალისწინებთ, თუმცა ნოუთბუქის შეძენის დროს, ფერსა და ზომაზე მნიშვნელოვანი რომ მისი მონაცემებია, ამაში თქვენც დამეთანხმებით.
ამიტომ, ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ, რისთვის გვჭირდება ის - ოფისისთვის, სახლისთვის თუ თამაშისთვის? ყურადღება მივაქციოთ მის პროცესორს, ვიდეოდაფას, ეკრანს, მეხსიერებასა და სხვა წვრილ, მაგრამ მნიშვნელოვან კომპონენტებს.

პროცესორი

დავიწყოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანით - პროცესორით. პროცესორის სისწრაფეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

სისწრაფეს და გამართულ მუშაობას კი პროცესორის ბირთვები, ტაქტური სიხშირე და ქეშ მექსიერება განაპირობებს. დღეს ძირითადად ორი სახის პროცესორია - INTEL და AMD. 

AMD პროცესორები არსებობს E სერიის (E-350, E-450) და A სერიის (A4, A6, A8, A10). INTEL-ის პროცესორი სწრაფი და მოსახერხებელია, თუმცა AMD გრაფიკის ხარისხით კარგ კონკურენციას უწევს. თუ ნოუთბუქი უბრალოდ სახლისთვის გჭირდებათ, მაშინ Intel Celeron ან Intel Pentium საკმარისი იქნება. უფრო რთული ოპერაციების შესასრულებლად კი Intel Core i3 ან i5 სჯობს, ასევე - i7, თავისი სისწრაფითა და სიძლიერით.
Intel-ის პროცესორები, რა თქმა უნდა, ფასის მიხედვითაც განსხვავდება. Pentium-ის სერიას (Pentium B960, B970, B980) შედარებით დაბალი ფასი აქვს, Celeron (Celeron B820, B830, B840) მასზე ძვირი ღირს. თუმცა ყველაზე ძლიერად Core i3/i5/i7 ითვლება. ერთი სერიის პროცესორები ერთმანეთისგან ტაქტური სიხშირით განსხვავდებიან. ტაქტური სიხშირე წამში რამდენიმე ოპერაციის შესრულებას გულისხმობს. თანამედროვე პროცესორების სიხშირე გეგაჰერცებში (GHz) იზომება.

გრაფიკა

ვიდეოდაფა ორი სახისაა - ინტეგრირებული და დისკრეტული. ინტეგრირებული გრაფიკა მოსახერხებელია microsoft office-ში სამუშაოდ. თუმცა სათამაშოდ დისკრეტული გრაფიკა შეუცვლელია.
გარდა ამისა, თუ თქვენი საქმე ფოტოშოპსა და ილუსტრატორში მუშაობას გულისხმობს, მაშინ ვიდეოდაფას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და დისკრეტულზე გააკეთოთ არჩევანი. რადგან მას თავისი მეხსიერება და უკეთესი გრაფიკა აქვს.

ეკრანი

ეკრანი და გამოსახულება ყველაზე დიდ ყურადღებას იმსახურებს. ეკრანის შერჩევის დროს გასათვალისწინებელია ზომა, ტიპი, გაფართოება და ზედაპირი. რა ზომის უნდა იყოს ეკრანი? რამდენი უნდა ჰქონდეს გაფართოება - HD (1366 x 768) თუ Full HD (1920 x 1080)? 


ნოუთბუქის ეკრანის სტანდარტულ ზომად 15.6 ინჩი ითვლება. უფრო დიდი ზომის დიაგონალისგან განსხვავებით, ის საკმაოდ მოსახერხებელია სატარებლად. თუმცა მას, ვისაც ნოუთბუქში ფილმების ყურება უყვარს, 17 დიუმის მონიტორი გამოადგება.
ეკრანის ზედაპირი ორი სახისაა - გლუვი და პრიალა. მათზე გამოსახულებაც სხვადასხვაგვარად აღიქმება. პრიალა ზედაპირი სარკისებურია, კონტრასტი და ფერების რეპროდუქცია - უფრო თვალშისაცემი. ის სასურველია მულტიმედიურ პროგრამებზე (ფოტო, ფილმები, თამაშები). გლუვი ზედაპირი კი კომფორტულია სამუშაოდ.

ოპერაციული სისტემა
ნოუთბუქში სხვადასხვა ოპერაციული სისტემების დაყენებაა შესაძლებელი. ესენია Windows, Linux და DOS. დღეისათვის ნოუთბუქების უმრავლესობა ოპერაციული სისტემის გარეშე იყიდება, რადგან მათი ჩაწერა არც ისე ძვირი და რთულია. განსაკუთებით Windows-ის, რომლის დაყენება, youtube-ს ტუტორიალების წყალობით, ბევრს შეუძლია.

მყარი დისკი

მყარი დისკები - SSD და HDD ერთმანეთისგან მოცულობით, სიჩქარითა და ფორმფაქტორით განსხვავდება. SSD ბევრად სწრაფია, მაგრამ შედარებით ძვირიც, ამიტომ მარტივი ოპერაციების შესასრულებლად არ იყენებენ. შეგიძლიათ, თავად შეიძინოთ SSD დისკი, ჩაანაცვლოთ მისით HDD და გაამუჯობესოთ ვინდოუსის მუშაობა.

დისკწამყვანი

სჭირდება თუ არა ნოუთბუქს Blu-Rey ან DVD±RW?
იყო დრო, როცა დისკწამყვანებს ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, მაგრამ როგორც ეს ხშირ შემთხვევაში ხდება, მისი მნიშვნელობა ნელ-ნელა გაფერმკრთალდა. დღეისათვის ძალიან ბევრი ნოუთბუქია დისკწამყვანის გარეშე, რადგან ისინი ფლეშ მეხსიერებებმა ჩაანაცვლა. თუმცა მათი საჭიროება სრულად არ გამქრალა, ამიტომ თუკი DVD დისკებზე ფილმებისა და სხვადასხვა ვიდეოფაილების ნახვა გსურთ, ეს კომპონენტიც უნდა გაითვალისწინოთ.

ოპერატიული მეხსიერება

ყველა თანამედროვე ნოუთბუქი აღჭურვილია DDR3 მეხსირების ტიპით. მას შეუძლია, იმუშაოს რამდინემე სიხშირით -1333 ან 1600 Мhz-ით. რაც უფრო მეტია სიხშირე, მით უკეთესი. დღეისათვის ნოუთბუქების მეხსიერების მოცულობა ძირითადად 2/4 ან 8 GB-ია. კომფორტული სამუშაოსთვის Windows 7-სა და 8-ზე აუცილებელია 4 GB ოპერატიული მეხისერება. თუმცა მეხსიერების გაზრდა და ყიდვა შესაძლებელია, ამიტომ სასურველ, შერჩეულ მოდელზე ამის გამო უარის თქმა არ ღირს.

ელემენტი

ელემენტის ხანგძლივობა მის მოცულობაზეა დამოკიდებულია. რაც უფრო დიდი მოცულობისაა, მით მეტად ძლებს ქსელის გარეშე. ელემენტის მუშაობის ხანგძლივობა საშუალოდ 2-4 საათია. თუმცა ბიზნეს ნოუთბუქები 8 საათზე მეტსაც ძლებს. ვისაც ნოუთბუქი სახლისთვის სჭირდება, მათთვის შედარებით მცირე მოცულობაც საკმარისია, ხოლო თუ ბევრს მოგზაურობთ და ელემენტის ხშირად დამუხტვის შესაძლებლობა არ გაქვთ, მის მოცულობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ.



კლავიატურა და მაუსი

ნოუთბუქებს, ძირითადად, სტანდარტული კლავიატურა აქვს, თუმცა მცირედი განსხვავებებით. ზოგჯერ ეს განსხვავებები არც ისე უმნიშვნელოა. მაგალითად, ბევრ ნოუთბუქს მარჯვენა პანელში ციფრული ბლოკი არ აქვს. ეს კი მოუხერხებელია მათთვის, ვინც საბუღალტრო საქმეებს აკეთებს და ციფრებთან შეხება აქვს.
თუ თქვენ ღამით, ჩამქრალ შუქში მუშაობა გიყვართ ან გიწევთ, კლავიატურის განათება დაგჭირდებათ. სამუშაოდ, სისწრაფისა და სიზუსტისთვის კი მაუსის გამოყენება ბევრად მოსახერხებელია, ვიდრე სენსორული პანელის.

დღეს, თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში ინფორმაციის მოპოვება ყველაზე მარტივი საქმეა, ამიტომ დაკვირვებული და ყურადღებიანი ადამიანი თავისუფლად შეძლებს სასურველი ნოუთბუქის შერჩევას, იმ ფორმით, ზომით, ფერითა და მონაცემებით, როგორიც მას სჭირდება.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ნოუთბუქი Deals.ge-ზე!