(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ სმარტფონი?

დღეს, სმარტფონი, თითქმის ყველას აქვს. ბევრმა, არც კი იცის კუთვნილი მობილური ტელეფონის შესაძლებლობები. შეძენისას მყიდველთა უმეტესობა ენდობა რეკლამას და ეხვევა კომპანიების მიერ დაგებულ პიარ-მახეში! მივყვეთ თანმიმდევრულად

მწარმოებლები ცდილობენ, რაც შეიძლება მძლავრი მონაცემების მობილური შექმნან. ყოველდღიურად გამოდის უფრო და უფრო ძლიერი პროცესორები, იმატებს ოპერატიული მეხსიერების მოცულობა, იხვეწება კამერები, იზრდება ეკრანის რეზოლუცია და ა.შ. ეს ტენდეცია გადაიზარდა კომპანიებს შორის ციფრებით ბრძოლაში : მეტი პროცესორის სიმძლავრე, მეტი ბირთვი, მეტი ოპერატიული მეხიერება, ელემენტის რესურსი და ა.შ... რა თქმა უნდა არაჩვეულებრივია, ტექლოლოგიის განვითარება და გაძლიერება, მაგრამ რაც მეტია ეს ციფრები, ფასიც მათ პროპორციულად იზრდება. ამ ყველაფრის ფონზე, მომხმარებელი საჭიროა მცირედით მაინც ერკვეოდეს ტექნიკურ პარამეტრებში, რათა ტყუილად არ გადაიხადოს ზედმეტი თანხა, ისეთ მონაცემებში, რომელიც მას არ დასჭირდება.

დაფიქრდით

სანამ დააპირებთ სმარტფონის შეძენას დაფიქრდით, თუ რისთვის აპირებთ მის გამოყენებას : სხვადასხვა საოფისე აპლიკაციებთან სამუშაოდ? გჭირდებათ სამსახურის საქმეებისათვის? სათამაშოთ? კარგი ფოტოების გადასაღებად? მხოლოდ სოციალური ქსელებისათვის თუ მხოლოდ დასარეკად? ან შესაძლებელია გჭირდებათ რამე, კონკრეტული საქმის შესასრულებლად.

განვიხილოთ მთავარი - ჩიპსეტი

იყო დრო, როდესაც 2 ბირთვიანი (Dual Core) პროცესორი აღტაცების საგანს წარმოადგენდა, ახლა კი 8 ბირთვიანი (Octa Core)
პროცესორიც ჩვეულებრივი მოვლენაა. მეტი ბირთვი ყოველთვის ან ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი ნებისმიერი ამოცანის შესრულებისას სტაბილურად იმუშავებს! ვინაიდან და რადგანაც სტაბილურობა , ასევე დამოკიდებულია პროგრამულ და სისტემურ მხარეზეც ( მაგალითად Iphone 6S მუშაობს 2 ბირთვიან პროცესორზე). გარდა ბირთვების რაოდენობისა, მნიშვნელოვანი პარამეტრია ბირთვის ტაქტიკური სიხშირე, რომელიც იზომება გიგაჰერცებში- „Ghz” . ძირითადად გავრცელებულია მინიმალური - 1Ghz და მაქსიმალური - 2.7Ghz. რაც მეტია ბირთვების რაოდენობა და მათი სიხშირე, მით უფრო მძლავრია პროცესორი.

გრაფიკაზე, მობილურში, პასუხისმგებელია - გრაფიკული ბირთვი. მისი ძირითადი პარამეტრებია : Mhz -მეგაჰერცი და FPS - წამში კადრის შეცვლის სიჩქარე. აქ შეგვიძლია იგივე მსჯელობა გამოვიყენოთ, რაც პროცესორის შემთხვევაში: რაც უფრო მეტია პარამეტრის აღმნიშვნელი ციფრი, მით უკეთესია. ეს არის ის ძირითადი დეტალები, რომელსაც შეიცავს ჩიპსეტი ( ხშირად პროცესორი და ჩიპსეტი ერთი და იგივე რამ ჰგონიათ, მაგრამ ეს ასე არაა). თავის მხრივ ჩიპსეტი არის ცენტრალური, მთავარი ნაწილი, რომელიც ძირითადად აყალიბებს სმარტფონის ფასს.

კარგად დაფიქრდით, რა ამოცანების შესრულებას აპირებთ ტელეფონით. თუ არ გიტაცებთ თანამედროვე მაღალი გრაფიკის თამაშები და არ იყენებთ სპეციფიკურ პროგრამებს, მაშინ თქვენთვის სულაც არაა საჭირო ზღაპრული მონაცემები. 4 ან 2 ბირთვიანი, 1.2Ghz ან მეტი სიხშირის პროცესორიც, სრულიად საკმარისი იქნება.

 

მაღალი მონაცემი, არ ნიშნავს მაღალ შედეგს!

კამერა - სმარტფონის შერჩევისას, ყველაზე ხშირად, ზუსტად ის ასრულებს გადამწყვეტ როლს. გავრცელებული მითის მიხედვით, რაც მეტია მისი მეგაპიქსელი ( MP ) , მით უფრო მაღალია სურათის ხარისხი. სინამდვილეში, MP - მეგაპიქსელი ეს არის ციფრი, რომელიც გვიჩვენებს კამერის მატრიცაზე განლაგებული პიქსელების რაოდენობას და განსაზღრავს სურათის დეტალიზაციის მაჩვენებელს. დეტალიზაცია არის სურათის ხარისხის ერთ-ერთი მაჩვენებელი, მაგრამ არა ძირითადი, რადგან კარგი ფოტოს გადაღება დამოკიდებულია სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებსა და ასპექტებზეც. ამ სიტყვების დასამტკიცებლად მოგიყვანთ მაგალითს : შევადაროთ ფოტოს ხარისხით ერთმანეთს, მობილური ტელეფონები, რომელთა კამერა 23 და მეტ მეგაპიქსელს აღწევს და ფოტოაპარატები რომლებსაც, როგორც წესი 20 ან ნაკლები მეგაპიქსელი აქვს (თუნდაც პროფესიონალურს). ცხადია რომ ფოტოაპარატი ჯობია სურათების ხარისხით.

კიდევ ერთი, გავრცელებული შეცდომა, რომელსაც მომხმარებელი უშვებს კამერის შემოწმებისას ისაა, რომ იღებს ფოტოს ტელეფონით და შემდეგ, ამავე ტელეფონის ეკრანზე აკვირდება სურათის ხარისხს. ამით ჩვენ ეკრანს უფრო შევამოწმებთ ვიდრე კამერას, რადგან, როგორი კარგიც არ უნდა იყოს კამერა, თუ ეკრანი დაბალი დონისაა, ფოტოც შესაბამისად, უხარისხო გამოჩნდება ეკრანზე.

კამერის შერჩევისას ყველაზე რთულია უბრალოდ ენდო პარამეტრებს, ჯობია თავად ნახოთ, შეამოწმოთ თუ ამის საშუალება გაქვთ, ან უბრალოდ მეგობრების წრეში მოიკითხოთ, ვის რა სმარტფონი აქვს და ვინ როგორი კმაყოფილია მისი კამერით. ზომა გემოვნების საკითხია

ეკრანი

ეკრანის ძირითადი პარამტრებია : ზომა, რეზოლუცია და პიქსელების სიმჭიდროვე (ppi).

ეკრანის ზომები ძირითადად 3.5 ინჩიდან - 6.0 ინჩამდე მერყეობს. „ინჩი“ იგივე „დიუმი“ დისპლეის საზომი ერთეულია და უდრის 2.54 სანტიმეტრს. ზომა, ეს ის მონაცემია, რომელიც თითოეულმა მომხმარებელმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს. ზოგს დიდი ეკრანი მოსწონს, რადგან თამაში, ვიდეოს ნახვა და Microsoft Office -ის აპლიკაციებთან მუშაობა უფრო კომფორტულია, ზოგს კი პირიქით, მცირე და კომპაქტური ეკრანი ხიბლავს. ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია.

მეტი პიქსელი - მეტი დეტალი

რეზოლუცია - ეს არის პიქსელთა რაოდენობა ეკრანზე. ძირითადად გავრცელებულია HD (1280x720), Full HD (1920x1080) და Quard HD (2560x1440) . რეზოლუცია მნიშვნელოვანია კარგი გამოსახულების მისაღებად, მაგრამ არსებობს სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი პარამეტრებიც თუმცა ახლა არ ღირს თითეული მათგანის ჩამოთვლა, რადგან ეს ძალიან დამაბნეველი იქნება თქვენთვის. უბრალოდ გირჩევთ, შეძენამდე შეამოწმოთ სმარტფონის გამოსახულება, ეს არც ისე რთულია: გაუშვით მობილურის ეკრანზე რაც შეიძლება მაღალი რეზოლუციის მქონე ვიდეო რომელშიც იქნება გამოყენებული სხვადასხვა ფერი, განსხვავებულ ტონალობაში და კარგად დააკვირდით ფერებსა და უმცირეს დეტალებს ვიდეოს ყურებისას.

ppi (pixels per inch) - ეს არის პიქსელების სიმჭიდროვის მონაცემი ანუ პიქსელთა რაოდენობა ერთ დიუმზე (ინჩზე). რაც უფრო მჭიდროა პიქსელები ერთმანეთთან მით უფრო მაღალი დეტალიზაციაა და უფრო მკვეთრად გამოჩნდება უმცირესი დეტალებიც კი.

მეხსიერება

მეხსიერების არჩევისას არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მისი გარკვეული ნაწილი ახალ ტელეფონშიც კი შეიძლება უკვე დაკავებული აღმოჩნდეს. მაგალითად, თუ მობილურის მეხსიერება 8 გიგაბაიტია ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენთვის ხელმისაწვდომია 4-დან 6 გიგაბაიტამდე ( ზუსტი ციფრი დამოკიდებულია კონკრეტულ მოდელზე), რადგან დანარჩენი მოცულობა დაკავებულია სისტემით (android, windows phone, ios და სხვა) და „ქარხნული დანამატებით“.

მეხსიერების შერჩევაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებელზე. ვიღაცისთვის შესაძლებელია 4GB-ც საკმარისი იყოს და ვიღაცას 128GB-ც არ ჰყოფნიდეს.

და მაინც, რა გჭირდებათ თქვენ?!

უნივერსალური, საუკეთესო დივაისი ჯერ არავის გამოუგონია და ყველა სმარტფონს გააჩნია თავისი მინუსი და პლუსი. ხშირად ანალიტიკოსები სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ ბრენდებს და მოდელებს ასახელებენ (HuaweiXiaomiMeizuSony, Oppo და სხვა) მაგალითად : ყველაზე თხელი, ყველაზე მძლავრი, ყველაზე კარგი კამერა, ყველაზე კარგი ეკრანი და სხვა. მიუხედავად უძლიერესი კონკურენციისა ამ სეგმენტში არ არსებობს „მსოფლიოში საუკეთესო“ სმარტფონი, ან ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც ყველაც მოეწონება.

გადაწყვიტეთ პრაკტიკულად

გირჩევთ, სანამ იყიდით, მტკიცედ გადაწყვიტოთ, თუ რა თანხის ფარგლებში აპირებთ შენაძენის გაკეთებას, ჩამოაყალიბოთ ის პრიორიტეტული პარამეტრები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და კარგად შეადაროთ სხვადასხვა ალტერნატივას. დაივიწყეთ მითები, თითქოს: “ სამსუნგი ყველას ჯობია“, „ Iphone განსაკუთრებულია“, „ძვირია, ესეიგი კარგია“. საუკეთესო ის მობილურია, რომელიც საუკეთესოდ მოერგება თქვენს მოთხოვნებს და ნაკლებად დააზარალებს თქვენს ჯიბეს.

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის სმარტფონები Deals.ge-ზე!