(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ გამათბობელი?

არსებობს 2 ტიპის გამათბობლები:

  • ელექტრო
  • ბუნებრივი აირის

ელექტრო გამათბობელი - არის სხვადასხვა სახის. ზეთის რადიატორი, ელექტრო გამათბობელი კონვექტორით და მის გარეშე, თბოვენტილატორი, პლაზმური გამათბობელი და ა.შ.

ბუნებრივი აირის გამათბობელი - იგი ძალიან ეკონომიურია და შეუძლია დიდი ფართის გათბობა. ბუნებრივი აირის გამათბობლებს გააჩნიათ უსაფრთხოების ევროპული სისტემები. ასეთ ბუნებრივი აირის გამათბობელს გარედან შემოაქვს ჰაერი წვის პროცესისთვის და ნამწვი მთლიანად გააქვს გარეთ. იგი გაზის მიწოდების შეფერხებისას ავტომატურად ითიშება.

ზეთის რადიატორი - მათი კონსტრუქცია მარტივია. მისი კორპუსი დაყოფილია სექციებად და გავსებულია მინერალური ზეთით. ძირითადად ის აღჭურვილია ორი გამაცხელებელი ელემენტით.

ელექტრული გამათბობლისგან გამთბარი ზეთი გასცემს სითბოს გამათბობლის კორპუსზე, მისგან კი თბება გარშემო ჰაერი.

რაც უფრო მეტი სექცია აქვს რადიატორს, მით უკეთესია სითბოს გაცემა. გამათბობლები ერთნაირი სიმძლავრით და სექციების სხვადასხვა რაოდენობით, განსხვავებული დროის განმავლობაში ათბობენ ერთნაირი მოცულობის ოთახს.

გათბობის დაჩქარებას ხელს უწყობს ე.წ. ,,ბუხრის ეფექტი''. ამის მისაღწევად ზეთის გამათბობელი გვერდებზე და ზემოდან შეიძლება აღჭურვილი იყოს სპეციალური თერმონასვრეტებით. ზოგიერთ მოდელს გააჩნია ციფრული დისპლეი, რომელზეც გამოისახება მითითებული, ან ოთახში არსებული ტემპერატურა.

ელექტრო გამათბობელი, კონვექტორი, თბოვენტილატორი - ფართოდ არის გავრცელებული კედელზე დასაკიდი და იატაკის ელექტრო გამათბობელი, რომელსაც შეიძლება გააჩნდეს ვენტილატორი.

კედელზე დასაკიდი ელექტრო გამათბობელი ძირითადად მონტაჟდება ფანჯრის რაფის ქვემოთ. კონვექტორის საშუალებით ძლიერდება თბილი ჰაერის დაბერვა, ქვედა ნაწილში არსებული ხვრელებიდან შესული ცივი ჰაერი თბება გამაცხელებელი ელემენტის საშუალებით.

ელექტრო ინფრაწითელი გამათბობელი - ყველაზე სრულყოფილი და ეკონომიური გამათბობელია. იგი გამოსცემს სითბურ ენერგიას.
ელექტრო ინფრაწითელი გამათბობელი არ ათბობს ჰაერს იგი ათბობს ახლომდგომ საგნებს.

გამათბობლის სიმძლავრე

გამათბობლის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის სიმძლავრეს. რაც უფრო მეტია სიმძლავრე როგორც გაზის, ასევე ელექტრო გამათბობლის, მით უფრო დიდ ფართობს გაათბობს იგი.

ბუნებრივი აირის გამათბობლის სიმძლავრე ძირითადად 5 კილოვატამდეა, ხოლო ელექტრო გამათბობლის-3 კილოვატამდე. საშუალოდ, სტანდარტულ პირობებში 0,7-1 კვტ. სიმძლავრის გამათბობელი საკმარისია 10 მ2. ფართობის გასათბობად (ჭერის სიმაღლე-2,5-2,7 მ). გასათვალისწინებელია ასევე სხვადასხვა პირობები, მაგ: დიდი, ნაკლებად ჰერმეტული ფანჯრების შემთხვევაში უნდა შეარჩიოთ უფრო მეტი სიმძლავრის გამათბობელი.

ზოგადად, თანამედროვე გამათბობელს გააჩნია სიმძლავრის რეგულატორი, რომლის საშუალებითაც შეიძლება სასურველი რეჟიმის შერჩევა. რეგულირება შეიძლება იყოს როგორც რბილი, ასევე საფეხურებრივი.

 

შეარჩიეთ საუკეთესო ხარისხის გამათბობელი Deals.ge-ზე!