(+995 32) 2 422 333
სამუშაო გრაფიკი: ორშ.-პარ. 10:00-19:00, შბ.- 10:00-17:00
კალათა
პროდუქტი: 0
ჯამი: 0 ლ.

როგორ შევარჩიოთ კონდინციონერი?

კონდინციონერი ყველა ოჯახში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწყობილობაა. განსაკუთრებით კი ზაფხულის ცხელ დღეებში. კონდინციონერის შეძენისას პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ რა ტიპის კონდინციონერი გვჭირდება და თუ სად გვინდა მისი დამონტაჟება.

არსებობს კონდინციონერის 2 ტიპი:

  • სპლიტ - სისტემები
  • მონობლოკები

სპლიტ-სისტემა შედგება გარე და შიდა ბლოკისგან. სპლიტ-სისტემის კონდინციონერები მუშაობს, როგორც გაგრილების, ასევე გათბობის რეჟიმში. სპლიტ-სისტემის კონდინციონერები იყოფა ქვეჯგუფებად. ესენია: კედლის, კასეტური, იატაკისა და ჭერის და ა.შ.

რაც შეეხება მონობლოკებს, იგი იყოფა 2 ტიპად. ფანჯრისა და მობილური კონდინციონერი.

ფანჯრის კონდინციონერი - იგი მონტაჟდება ფანჯარაში ან თხელ კედელში უკანა ნაწილით ქუჩის მხარეს.

მობილური კონდინციონერები - ზოგიერთი მობილური კონდიციონერი დაკომპლექტებულია ფილტრებით, იონიზატორებით.

კონდინციონერის სიმძლავრე
მნიშვნელოვანი მახასიათებელია კონდინციონერის სიმძლავრე. კონდინციონერს აქვს სიმძლავრის ორი მაჩვენებლი. ელექტროენერგიის მოხმარების და გაგრილების სიმძლავრე. სტანდარტულ პირობებში 1 კვტგაგრილების სიმძლავრე საკმარისია დაახლოებით 10 მ2. ფართისთვის, ხოლო არასტანდარტულ სიტუაციაში უმჯობესია კონდიციონერი შევარჩევინოთ სპეციალისტს.

გათბობის და გაგრილების რეჟიმი
გათბობა და გაგრილება კონდინციონერის მნიშვნელოვანი ფუნქციებია. კონდიციონერით გათბობისას შიდა ბლოკიდან ხდება სითბოს გამოყოფა, ხოლო გარე ბლოკიდან-სიგრილის. კონდიციონერს აქვს გარე ბლოკის მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი. ძირითადად გავრცელებულია კონდიციონერები რომელთა მუშაობის გარე ტემპერატურული დიაპაზონია min -7 0C, max +43 0C, ან min -15 0C, max +50 0C.

ვენტილაცია
ამ რეჟიმში მუშაობს მხოლოდ შიდა ბლოკის ვენტილატორი, კომპრესორი კი ჩაურთველი რჩება. ამ რეჟიმის გამოყენება შესაძლებელია ზამთარშიც, როდესაც თბილი ჰაერი ზემოთ გროვდება და იატაკი ცივი რჩება.

გამოშრობა
ამ რეჟიმში ხდება უბრალოდ ჰაერის გამოშრობა და არა ტემპერატურის დაწევა.

ავტომატური რეჟიმი
ავტომატურ რეჟიმში მუშაობისას კონდიციონერი თვითონ არეგულირებს ჰაერის დაბერვის სიმძლავრეს ოთახში არსებულ ტემპერატურასა და მითითებულ ტემპერატურას შორის სხვაობის მიხედვით.

ტაიმერი
ამ ფუნქციის დახმარებით შესაძლებელია კონდიციონერის დაპროგრამება ისე, რომ იგი ჩაირთოს თქვენი სამსახურიდან დაბრუნებამდე ერთი საათით ადრე.

ჰაერის ნაკადის მიმართულება
ჰაერის ნაკადის მიმართულების რეგულირება შესაძლებელია ვერტიკალური და ჰორიზონტალური ჟალუზების საშუალებით. გაგრილებისას ჰაერის ნაკადი უნდა მივმართოთ ზევით, გათბობისას კი დაბლა. 

დამატებითი მახასიათებლები
თანამედროვე კონდიციონერები იმართება დისტანციური მართვის პულტით, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დავარეგულიროთ ტემპერატურა, მივუთითოთ რეჟიმები, ჩართვის და გამორთვის დრო, ასევე გავააქტიუროთ სხვადასხვა დამატებიტი ფუნქციები, მაგ: გავააქტიუროთ ღილაკი ,,Follow me", ამ შემთხვევაში ოთახის ტემპერატურის გაზომვა ხდება პულტში ჩამონტაჟებული სენსორის საშუალებით, რომელიც ყოველ 3 წუთში გადასცემს ინფორმაციას კონდიციონერის ძირითად მოდულს, ანუ ჩვენთვის სასურველი ტემპერატურა რეგულირდება იმ წერტილში სადაც დევს მართვის პულტი. ამისათვის საჭიროა ორი პირობა: 1. მართვის პულტსა და კონდიციონერს შორის არ უნდა იყოს რაიმე ბარიერი; 2. დაშორება არ უნდა აღემატებოდეს 7 მეტრს.

 

 

შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის კონდინციონერი Deals.ge-ზე!